ადამიანის მიმართ პატივისცემა

ადამიანის სიყვარული და პატივისცემა იმის გამო, რომ ის ადამიანია, გამჩენელი ღმერთის პატივისცემას ნიშნავს. ხოლო მხოლოდ საკუთარი თანამოზრეების სიყვარული და პატივისცემა, გულწრფელი და ადამიანური სიყვარული და პატივისცემა კი არა, ეგოიზმი და ადამიანის მიერ საკუთარი თავის კერპად წარმოჩენაა. უფრო მეტიც, ვინც ძირითადი აზრითა და შეხედულებით იგივეა, მაგრამ ზუსტ კრიტერიუმებში  ჩვენსავით არ აზროვნებს, მათი დამცირება და აბუჩად აგდება, სისასტიკე და ეგოიზმია.

ჩვენ კი მომავლის არქიტექტორებად და შემქმნელებად იმ ზნემაღალ ადამიანებს მივიჩნევთ, ვინც ნებისმიერ საკითხს არა ამოსავალი წერტილის, არა მიზეზის, არამედ მიზნის მიხედვით განსჯის. და თუ ჩვენ, სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, განსხვავებული გზებითა და სტრატეგიებით ერთი და იმავე მიზნისკენ მივილტვით, მაშ რატომღა უნდა განვიკითხოთ ამ უმაღლესი მიზნისკენ მიმავალი კურთხეული მგზავრები?

კაცობრიობის მომავალი, განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოს გათვალიწინებით, განსაკუთრებული ყურადღებისა და სიფხიზლის გამოჩენას გვაიძულებს, რადგანაც დღეს ნაჩქარევად მიღებული გადაწყეტილება შესაძლებელია მომავალში გამოუსწორებელი შეცდომების მიზეზი გახდეს. ამიტომაც არის, რომ მომავლის არქიტექტორები იძულებული არიან, შექმნან აზრითა და ფორმით სიყვარულსა და პატივისცემაზე დაფუძნებული სამყარო.

თანამედროვე მსოფლიომ თავისი სიახლეებით ჩვენ ბნელ გზებზე დაგვაყენა. და ამჟამად ვდგავართ გარკვეული საკითხების წინაშე, რომლის არსიც არ გვესმის. ეს საკითხები საკმაოდ ბუნდოვნად გვეჩვენება, მათი შედეგები კი წინააღმდეგობებით არის სავსე... მართლაც, კაცობრიობისთვის სიცოცხლის წყლის მოსატანად უამრავი მფარველი ანგელოზი გარჯილა; მაგრამ არც ერთ წამალს უკვდავების ელექსირის ნიშანწყალიც არ გააჩნია. და ამ მოციქულთა მოვალეობრივი ძალისხმევის მიუხედავად ადამიანის სულის მიმართ პატივისცემა კვლავ სერიოზული საფრთხეების წინაშე დგას.
ჩვენ მრავალი წელია ასე ვწვალობთ; მაგრამ ვერაფრით შევძელით მომავლის საფუძვლის აშენება. ვერც შევძლებდით, რადგანაც ჩვენი გრძნობები და აზროვნება განსხვავებულ რამეს გვპირდება და გვაძლევს, და ამის გამო ჩვენ ვემსგავსებით მუსიკოსს, რომელბიც გატეხილი ფირფიტითა და ნახევარი მელოდიით კარდაკარ დაეხეტება. განა შესაძლებელია მივაღწიოთ აზრთა თანხმობას, ახალ წესრიგსა და სასწაულმოქმედ რეცეპტებს მანამ, სანამ თითოეულ ჩვენგანს უჭირავს სიმართლის ერთი “ნატეხი”, იძულებულია სხვა სიმართლეები უარყოს და თვლის, რომ ყველა სხვა დანარჩენი სიმართლე მას უნდა დაემორჩილოს. ხოლო ვისაც ვერ დაარწმუნებენ, მათი ღვთის გმობაში დადანაშაულება, ბრალდება, ზოგჯერ კი ფიზიკური თავდასხმა და იარაღის გამოყენებაც არ არის იშვიათი...

დღეს ამ მოქმედებით მიღწეული შედეგი მეტად სავალალო და დამაფიქრებელია. ადამიანები, რომლებიც ერთსა და იმავე გზას მხარდამხარ მიუყვებიან, ერთმანეთს არ იცნობენ. ჯგუფებმა თავისი სურვილის შესაბამისად  სიმართლე და სიცრუე საკუთარი კვარცხლბეკიდან დააცურეს და მოლიპულ ლიანდაგზე გადაიყვანეს. ასეთ აურზაურში არც მიზნის უზენაესობის განსაზღვრაა შესაძლებელი და არც მიზეზსა და საბაბს შორის განსხვავების დადგენა.

თანამედროვე ადამიანი  ჰგავს კაცს, რომელსაც გაზაფხულით დატკბობა სურს და დამჭკნარ ყვავილს შეჰხარის. სინამდვილეში იგი სხვადასხვა საბაბის გამო ატეხილი ომის გზას მიუყვება. კარგა ხანია დაკარგა მიზნის მიღწევის იმედი. უკვე ყველაფერი, რასაც იგი აკეთებს, არის მხოლოდ მცდელობა მცდელობისთვის და მოქმედება მოქმედებისთვის. ტაძარში მასპინძელს, რომელიც ცდილობს თავი მოაწონოს ტურისტებს, დავიწყებული აქვს, ტაძრის სამსახურიც და ისიც, რომ იგი შემოქმედის მონაა. იმდენად, რომ დღეს ნებისმიერი ხროვისა და პარტიის მეტრფიალეები მიზნისა და ღვაწლის მიმართ უცხო და გულგრილი არიან.

თანამედროვე ადამიანი გაზაფხულზე უყვავილოდ და ზღვაში უწყლოდ არის დარჩენილი. ასე მგონია, შეუძლებელია დაიძლიოს ეს მონობა მანამ, სანამ მას ახალ მრწამსს არ შევძენთ. მაგრამ ჩვენ, ყველაფრის მიუხედავად, ვალდებული ვართ, სიმართლის თარჯიმნებად ვიქცეთ. ნეტავ შეგვეძლოს!..
რამდენადაც მომხიბვლელი და მომაჯადოებელი უნდა იყოს ჩვენს დროში შემოჭრილი ჰაერი, რომლითაც გული გვაქვს სავსე, დაუშვებელია, დავივიწყოთ ჭეშმარიტება, რომლისთვისაც გული მიგვიძღვნია. ერთ საზოგადოებაში მყოფნი ერთმანეთისთვის უცხონი არ უნდა გავხდეთ. ჩვენ ხომ სიკეთისა და სილამაზის მონოპოლისტები არა ვართ, ამიტომაც დაუშვებელია იმ მგზავრთან ომი, რომელიც იმავე მიზნისკენ სხვა გზით მიდის.
ჩვენ შეგვიძლია გავაკრიტიკოთ ჩვენგან განსხვავებულად მოაზროვნე, მისი გზა და სისტემა. ეს განსხვავებული აზროვნების გამოხატულებაა. მაგრამ თუ ჩვენ ერთი მიზნის მიღწევას ვცდილობთ, სულ მცირე, პატივი უნდა ვცეთ მის შეხედულებას. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ ჩვენ ერთი და იმავე მიზნისკენ მივილტვით, ერთ რწმენას ვატარებთ, ერთ ტერმინოლოგიას ვიყენებთ და, რაც უმთავრესია, აუცილებელია, პატივი ვცეთ წმინდა აზრს, რომელსაც ხოტბას ასხამს შემოქმედი.

პატივი ვცეთ ადამიანს! პატივი ვცეთ მასში არსებულ უმაღლეს ჭეშმარიტებას. შემოქმედის გამო ვისწავლოთ მისი სიყვარული და პატივისცემა. საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ამ შეხედულებას განვავითარებთ, გონს მოეგება და შეძლებს დანაკარგის ანაზღაურებას.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.