დოგმატიზმის ადგილი ისლამში არაა

სიტყვა „დოგმატიზმი” ნიშნავს ბრმად მიღებას ან კოპირებას, სადაც ადგილი არ ეთმობა თავისუფალ აზრს და არ გამოიყენება საკუთარი აზროვნება”. ასეთ დოგმატიზმს ისლამში ადგილი არ აქვს. 

ყურანი ქადაგებს, რომ თითოეული ადამიანი ვალდებულია გამოიყენოს თავისი გონებრივი შესაძლებლობები (მაგალითად: განსჯა, გონიერი გადაწყვეტილება, გაანალიზება, კრიტიკა და შეფასება).

არსებობს ყოფიერებისა და სიცოცხლის დაურღვეველი და უცვლელი ასპექტები, ისე, როგორც არასდროს არ იცვლება ბუნების კანონები, ასევე უცვლელი რჩება ადამიანთა ყოფიერების ძირითადი ასპექტები. მაგ: ბუნება, ძირითადი მოთხოვნილებანი, გრძნობა და სხვა. ასევე რელიგიასაც, რომელიც მიმართავს კაცობრიობას, უნდა ჰქონდეს შეუცვლელი პრინციპები და მუდმივი ფასეულობები.

უფრო მეტიც, ისეთი ზნეობრივი თვისებები, როგორიცაა: პატიოსნება, უმანკოება, ერთგულება (განსაკუთრებით მშობლების), უფროსების პატივისცემა, სიბრალული, სიყვარული და მოკრძალება, ყოველთვის იყო საყოველთაოდ მიღებული ფასეულობები. სწორედ ისევე, როგორც ყველასაგან უარყოფილია იმ სასმელების მოხმარება, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს ზარალს უყენებს, ასევე აზარტული თამაშები, ცდუნება, არშიყობა, ტყუილი და უპატიოსნო გზით აღებული ფული.

ამ თვისებებისა და ფასეულობების მიღება და გათვალისწინება კანონის დადგენის პროცესში არ წარმოადგენს დოგმატიზმს. (Эйюп Джан, "За горизонты с Фетхулахом Гюленом, " Заман, август,1995).