ისლამის მცდარი გაგება

ჩვენ უნდა გადავხედოთ ისლამის ჩვეულ გააზრებას. როგორც მუსლიმანმა, ჩვენ უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს, რატომ არის რომ ამ სამყაროში სხვები წინ მიიწევენ, ჩვენ კი უკან? ავიღებთ რა ხელში ყურანს და სუნას, როგორც ძირითად წყაროებს და ვაფასებთ წარსულის დიად ადამიანებს, შევიცნობთ იმას, რომ ჩვენ ყველანი დროის შვილები ვართ. 

ჩვენთვის აუცილებელია ყურადღებით გადავხედოთ ჩვენს წარსულსა და აწყმოს. მე ვეძებ მოაზროვნეებსა და მკვლევარებს, რომლებსაც შეეძლებათ ისლამის უცვლელ და ცვლად ასპექტებს შორის აუცილებელი წონასწორობის დადგენა. გავითვალისწინებთ რა იურისპრუდენციის ისეთ წესებს, როგორიცაა ანულირება, ასპექტების, განზოგადება და შეზღუდვა, შესაძლებელი იქნება ისლამი თანამედროვე გაგებით წარმოგვედგინა. ისლამის არსებობის პირველი ხუთი საუკუნის მანძილზე ბევრი იყო ასეთი მკვლევარი და მოაზროვნე. უკანასკნელ დროს შეიმჩნევა აზრისა და სიტყვის ფართო თავისუფლება და მხოლოდ ასეთ ატმოსფეროში შეიძლება აღვზარდოთ დიდი მეცნიერები და მოაზროვნეები(ხულუსი თურგუთ, საბახი, 23-31 მარტი,1997).