შენ

შენ, ვარდობისთვის ბულბულო! შენ, სიკვდილის წამს სიცოცხლის მახარობელო! შენ, წარსული გმირობების კეთილშობილო ნაჟურო! შენ, ერის სულიდან მორაკრაკე წყარო და ერის ასაღორძინებლად ისევ თავდახრილად ალაჰისკენ მიბრუნებულო, მას შერწყმულო და მასში გამდნარო მითიურო არსებავ! ჩვენ გვსურს, მონატრებით აგიზგიზებული თითოეული ჩვენი გულით ჩირაღდნები გავაკეთოთ, შენთვის სახალხო ზეიმები მოვაწყოთ, შენ გაგიხსენოთ და საბოლოოდ ერთხელ კიდევ შენს კვალს გავყვეთ.

მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც ასევე ქედმოხრილი ვიყავით, შენ გიხსენებდით და, შენს მაცოცხლებელ სუნთქვას დანატრებული, შენზე ვსაუბრობდით. სხვას არაფერს ვცდილობდით.

შენ, მძიმე დროების მედგარო და ალერსიანო წინამძღოლო! შენ, ჭეშმარიტების დამცველო, ბაგეებით რომ მოგაქვს გარდაცვლილი სულების მაცოცხლებელი წყალი! შენ, ჩვენი უკურნებელი დარდების მესიავ და მკურნალო! დღეს, როდესაც გავფერმკრთალდით, გულისცემა შეგვინელდა და ჩვენი სუნთქვა ხრინწიან ამოძახილად იქცა, დღეს, როდესაც ჭირისუფალს დავემგავსეთ, როგორც ქერბელას ტანჯულთ, ისე გვწყურია და გვჭირდება შენი ელვასავით მზერა, ქუხილივით სიტყვა, შენი ძალა, რომელიც კოკისპირული წვიმასავით ჩამოიცლება ერის მკერდზე და მას შეერწყმება, მასთან ერთად გარდაქნის, გზებს გახსნის შენი ნება, რომელსაც ყველაფრის შეცვლა ძალუძს...

ამ გაჩანაგებულ სამყაროში, რომელიც იეზითებმა და შიმირებმა სისხლის მდინარეს დაამსგავსეს, არ დარჩენილა მხარე და კუთხე, სადაც არ ისმის კვნესა, და სადაც ყველაფერი თავდაყირა არ დამდგარა. დიახ, ამ გავერანებულ დუნიაზე ან მტარვალთა ყიჟინა ისმის ან ჩაგრულთა ოხვრა.

Mმოდი, ამ ძნელბედობის ჟამს, როდესაც შენი ქვეყანა გაუდაბნოვდა, როდესაც უცხო ხელებმა, როგორც ექსკავატორებმა, ერის სული გადათხარეს; საყოველთაო ეროზიის შვილები წინ გაიგდეს და უცხო მხარეს წაათრიეს; როდესაც შენი ადამიანები დაათრო უცხო სიმღერებმა, რომელთა სიტყვაც და მელოდიაც ეშმაკისეულია...

Mმოდი, და ამ ბოდვის სანაცვლოდ, რომელმაც მრავალი წელია ყველაფერი მოიცვა, უსიცოცხლო გულებსა და უმწეო სულებს მოქმედების გაბედულება და იმედი შთაბერე.

Mმოდი, და განკურნება ახარე ამ უბედურ ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ მკურნალობს და მკერდში ორმოცდაათჯერ ლახვარს ჩაიცემს, მრავალჯერ მოტეხილი ხელით ან ფრთებით ორთოპედიულ კლინიკაში მიჰყავთ, განკურნება ახარე ეიუბივით (ღვთის შუამავალი) მწუხარეს და იაყუბივით (ღვთის შუამავალი) სევდიანს. გამოუცდელი და მოუქნელი ხელების მცდარი დიაგნოზი და მკურნალობა დღემდე არაერთი უბედურების მიზეზი გამხდარა; ამან მისი დარდი და ტანჯვა გააძლიერა. ამიტომაც იყო, რომ ნებისმიერი გაელვება, რომელსაც იგი ბედის ვარსკვლავად მიიჩნევდა, სანთელივით ჩაიწვა და გაქრა და იგი კვლავ სიცრუესა და უიმედობაში დატოვა.

უკვე იგი აღარ ჰგავს ადამიანს, რომელიც ყველა ექიმს მიენდობა. დიახ, მანამ მოითმენს, სანამ გამოცდილ მკურნალს არ მიაგნებს, რომელიც მის დარდსა და სენს ძირფესვიანად და საგულდაგულოდ არ შეისწავლის.

მოდი და შენ გახდი მკურნალი, ღამე დღედ უქციე მათ, ვინც მრავალი წელია შენ გელის! ისინი სინათლესთან მიიყვანე! შენმა შეუმჩნეველმა მოძრაობამ რიტმი შესძინა ამ არეულ-დარეულ ამბებს. რამდენჯერ შეცდომა, რომელსაც გამოუსწორებლად თვლიდნენ, შენმა მხურვალე ამოსუნთქვამ გაანადგურა. და ერის გულში ჩაბუდებული ჩირქის ბუდეებმა სათითაოდ დაიწყეს დაშლა. ნეტავ შენს სულში გაჩენილი ჭეშმარიტი ქმედება და უკანასკნელი გადაწყვეტილება გაეგოთ და ენახათ....

ჩვენ, მთელი ერი, თვალცრემლიანი, ამ ბედნიერ გადაწყვეტილებას ვიმეორებთ და ველით.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.