• მთავარი
  • ინფორმაცია
  • ალბანელმა პოლიტიკოსებმა, ერდოღანის მოთხოვნას სკოლების დახურვის შესახებ, მკაცრად უპასუხეს: „ალბანეთი, თურქეთის რომელიმე რეგიონი არ არის.“

ალბანელმა პოლიტიკოსებმა, ერდოღანის მოთხოვნას სკოლების დახურვის შესახებ, მკაცრად უპასუხეს: „ალბანეთი, თურქეთის რომელიმე რეგიონი არ არის.“

ალბანელმა პოლიტიკოსებმა, ერდოღანის მოთხოვნას სკოლების დახურვის შესახებ, მკაცრად უპასუხეს: ალბანეთი, თურქეთის რომელიმე რეგიონი არ არის.

გასულ დღეებში ალბანეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებას და მოთხოვნას, მოძრაობა „ჰიზმეთისათვის“ ხელის შეშლის შესახებ, ქვეყნის ოფიციალური პირებისა და ქვეყნის პოლიტიკური წრეების მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

მმართველი სოციალისტური პარტიის დეპუტატმა ტირანადან , ბენ ბელუშიმ, საპარლამენტო სხდომის დღის წესრიგში დააყენა საკითხი ხელისუფლების მიერ ერდოღანის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. „ალბანეთი, თურქეთის რომელიმე პროვინცია არ არის,″-აღნიშნა ბელუშიმ და განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციების სია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ცხადდება. „არცერთი ქვეყნის პრეზიდენტს სხვა ქვეყანაში საკითხის ასე დაყენება არ შეუძლია,″-განაცხადა ბელუშიმ.

ამ თემის კომენტირებისას ბელუშიმ აღნიშნა, რომ ერდოღანს ტირანაში მშენებარე ახალი მეჩეთის სანაცვლოდ, ხელისუფლებისგან საჩუქარის მიღება სურს. „ჯერჯერობით ისეთი ტერორისტული ორგანიზაცია არ მინახავს, რომელიც ადამიანს არ კლავდეს. არც ის მინახავს, გიულენის მოძრაობას ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს. სკოლები, რომლის დახურვასაც ერდოღანი ითხოვს, ალბნეთში ათასობით მოსწავლეს დაეხმარა-აღნიშნა დეპუტატმა. პრეზიდენტ ერდოღანის ეს თხოვნა ისე გავიგოთ, როგორც - მეგობრის თუ როგორც მამის? გინახავთ ძმა ან მეგობარი, რომელიც ასეთ რამეს ითხოვს?! ჩვენი მამა ის არ არის, ისმაილ ქემალია,“- დასძინა დეპუტატმა.

ალბანეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი არბენ მალაჟი სოციალური ქსელის საშუალებით გაკეთებულ განცხადებაში ხაზს უსვამს იმას, რომ მოძრაობა „ჰიზმეთი“ გაეროს უშიშროების საბჭოს ტერორისტების სიაში არ შეუყვანია, ″თურქული ინვესტიციების სანაცვლოდ აქ მოქმედი სკოლების დახურვა, თურქეთის შიდა პოლიტიკური პრობლემების ალბანეთში გადმოტანას ნიშნავს. თურქეთის მიერ თავისი ეკონომიკური შესაძლებლობების დემონსტრირება ალბანეთში მნიშვნელოვანია, მაგრამ დემოკრატიის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, სამწუხაროდ, ჩვენთვის მაგალითი ვერ იქნება,″-აღნიშნა მან.

გაზეთის სარედაქციო სვეტის ავტორმა, მერო ბაზემ, გააკრიტიკა ერდოღანის შემდეგი განცხადება იმის შესახებ, რომ თურქეთს ამ ორგანიზაციის მიერ დღემდე გაკეთებულ საქმეებზე უფრო მეტის შემოთავაზების შესაძლებლობა აქვს. „მათი გაკეთებული საქმე თუ ტერორისტული საქმიანობაა, თქვენ ამის გადაბარება და უფრო მეტის გაკეთება რატომ გსურთ?″- იკითხა მწერალმა.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.