• მთავარი
  • ინფორმაცია
  • ალბანეთის პრეზიდენტმა განაცხადა: "ერდოღანს ვუთხარი, რომ ეს სკოლები საფრთხეს არ წარმოადგენს"

ალბანეთის პრეზიდენტმა განაცხადა: "ერდოღანს ვუთხარი, რომ ეს სკოლები საფრთხეს არ წარმოადგენს"

ალბანეთის პრეზიდენტმა განაცხადა: ერდოღანს ვუთხარი, რომ ეს სკოლები საფრთხეს არ წარმოადგენს

ალბანეთის პრეზიდენტმა ბუიარ ნიშანიმ არ დაადასტურა ერდოღანის შემდეგი განცხადება: "ალბანეთის უმაღლეს პირებთან პარალელური სტრუქტურების შესახებ ვისაუბრეთ და ჩვენი მოსაზრება დადებითად მიიღეს". ბატონმა ნიშანმა განაცხადა, რომერდოღანთან არაოფიციალური ხანმოკლე შეხვედრის დროს მას სკოლების შესახებ ესაუბრა და უთხრა, რომ აღნიშნული სკოლები კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებენ, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ და თანამედროვე მატერიალურ ბაზას ფლობენ.

ერდოღანმა, რომელიც გასულ კვირას ვიზიტით იმყოფებოდა ტირანაში, ვიზიტის შედეგების შეფასებისას აღნიშნა, რომ თურქული სკოლების დახურვის მოთხოვნას ალბანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დადებითად შეხვდნენ. ეს ინფორმაცია უარყვეს ალბანეთის უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებმა. ალბანეთის პრეზიდენტმა ბუიარ ნიშანმა Ora News-ის ღამის გადაცემაში სტუმრობისას პირველად ისაუბრა ღიად ერდოღანთან შეხვედრის დეტალებზე.სკოლების დახურვის მოთხოვნა ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში აქტიური განხილვის თემად იქცა. "ამ საკითხზე არაოფიციალური შეხვედრისას მოკლედ ვისაუბრეთ, გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, როგორც ორი სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელებმა. მე ერდოღანს განვუცხადე, რომ გიულენის სკოლები საქმიანობენ კანონიერების ფრგლებში, ლაიცისტური პრინციპების დაცვით, არ წარმოადგენენ საფრთხეს და გააჩნიათ თანამედროვე მატერიალური ბაზა. მე ავღნიშნე, რომ ალბანეთში მათი საქმიანობა არანაირ საფრთხეს არ უქმნის როგორც ალბანეთს, ასევე თურქეთს."-განაცხადა ალბანეთის პრეზიდენტმა. შეკითხვაზე, თუ რა რეაქცია ჰქონდა ერდოღანს მის განცხადებაზე, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მათ საკუთარი შეხედულებები გამოხატეს როგორც ორი ქვეყნის ლიდერებმა. ერდოღანმა ტირანიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში მასმედიისათვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ალბანეთში არსებული პარალელური სტრუქტურების შესახებ ისაუბრა როგორც პრეზიდენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და ორივე მათგანი დადებითად შეხვდა მის მოსაზრებებს.

ალბანეთის ლიდერმა კომენტარი გააკეთა ერდოღანის შემდეგ სიტყვებზე: "ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარალელური სტრუქტურა საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებს და მის საქმიანობას, როგორც ტერორისტული ორგანიზაციისას - ისე ვაფასებთ. მე მჯერა, რომ ალბანეთის ხელისუფლება ამ საკითხს შესაბამისად შეაფასებს და გადაწყვეტს." ალბანეთის ლიდერმა განაცხადა: "ჩვენს ქვეყანაში ასეთი ტერორისტული ორგანიზაცია არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ გიულენის სკოლები არც ალბანეთისთვის და არც თურქეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ." მან ეს მოსაზრება თავის თურქ თანამოსაუბრესაც გაუზიარა და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის შიდა პრობლემებში მონაწილეობის მიღება არ სურთ.

ალბანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯმირ თაჰირმა განაცხადა, რომ ერდოღანმა მასთან შეხვედრისას "პოლიტიკური" სურვილი გამოთქვა და შესაბამისი ორგანოებისგან პასუხიც მიიღო. ერდოღანის ვიზიტის შემდგომ, დეპუტატმა ბენ ბელუშიმ საპარლამენტო სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ ერდოღანის ე. წ. ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ჩადენილი არცერთი დანაშაული არ უნახავს. "საკუთარი ინტერესების გამო ჩვენგან ითხოვენ მათ გაუქმებას."-დასძინა დეპუტატმა. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თირანაში თურქეთის სასულიერო საქმეების ფონდის მიერ ნამაზგაჰის მეჩეთისაშენების სანაცვლოდ ერდოღანმა სკოლების დახურვის მოთხოვნა წამოაყენა. "ჩვენ დამოუკიდებლობასა და ეროვნულ სიამაყეს არავის გავათელინებთ."- აღნიშნა ბენ ბელუშიმ. ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარე ილირ მეთა კი მეუღლესთან ერთად დაესწრო თავისი ქალიშვილის სასკოლო ღონისძიებას, რომელიც თურგუთ ოზალის სახ. კოლეჯში გაიმართა. ამ ჟესტით მან პასუხი გასცა ტერორისტულ ორგანიზაციად მონათლული სკოლების დახურვის მოთხოვნას.

თეთრმა სახლმაც უარყო

ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მას გასული წლის თებერვალში სატელეფონო საუბარი ჰქონდა ბარაკობამასთან. აღნიშნული საუბრის დროს მან პენსილვანიაშო მცხოვრები ფეთჰულაჰ გიულენის თურქეთისთვის გადაცემა მოითხოვა. მის ამ თხოვნას ობამა დადებითად მოეკიდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა უარყო ეს ინფორმაცია. თეთრი სახლი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ბარაკ ობამას პასუხის შესახებ გიულენის გადაცემასთან დაკავშირებით. ამგვარად, ერდოღანი გახდა თურქეთის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი, რომლის განცხადებასაც თეთრი სახლი უარყოფს.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.