დიალოგისთვის გადადგმული გაბედული ნაბიჯი

გაზეთი “ზამანი” აღნიშნავს, რომ პატრიარქი აღტაცებითY შეხვდა იმ ფაქტს, რომ იგი მიიწვიეს “უკვდავი მისიის სიმპოზიუმზე” (Eბედი ღისალეტ შემპოზყუმუ), რომელიც 1995 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა. იგი ვერ დაესწრო კვირა დღეს გამართულ სიმპოზიუმს, მაგრამ მის მიმართ გაკეთებულ ამ ჟესტს წერილით უპასუხა. სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი შეხვედრას. მანამდე კი იყო მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ პატრიარქს მის მიმართ გამოთქმული მკაცრი კრიტიკის აღსაკვეთად სურდა ისლამურ წრეებთან დიალოგის დაწყება. მაგრამ არ აზუსტებდნენ, თუ ვის შეხვდებოდა. სიმპოზიუმზე მიწვევამ საპატრიარქოს დაინტერესება გამოიწვია. უკვე გამოიკვეთა პირი, რომელთანაც შეხვედრა შედგებოდა.

ვინ არის შუამავალი?

პატრიარქმა თავისი სურვილი თავდაპირველად “იენი იუზილის” კორესპონდენტს გაუმხილა. როდესაც ასლი აიდინთაშბაშმა განაცხადა, რომ პატრიარქს სურს შეხვედრა ფეთჰულაჰ გიულენთან, რომელიც ბოლო დროს თავისი შემწყნარებლური მესიჯებით ერთმანეთთან აახლოვებს განსხვავებულ პოლუსებს და მათ ერთმანეთის გაცნობის საშუალებას აძლევს, პირველი, ვინ გაახსენდა, იყო გაზეთ “საბაჰის” მწერალი ჯენგის ჩანდარი. ჯენგიზ ჩანდარმა კი შუამდგომლობა გაზეთ “ზამანის” მფლობელს ალაათინ ქაიას სთხოვა.

რატომ შეხვდნენ?

თავდაპირველად პატრიარქმა შესვედრის “ჩირაღან ოტელში” გამართვა ისურვა. მაგრამ ფეთჰულაჰ გიულენი უფრო სადა ადგილს - “ფოლათ რენესანს ოტელს” ირჩევს. სწორედ აქ გაიმართება ერთსაათიანი ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრა. “იენი იუზილის” კორესპონდენტის – ასლი აიდინთაშბაშის თქმით “ფეთჰულაჰ გიულენ ჰოჯაეფენდის შემწყნარებლური წერილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ რომ ეს შეხვედრა ნამდვილად შედგება”. აიდინთაშბაში, რომელიც მთელს შეხვედრას ესწრებოდა, ასეთ დეტალებს გვაწვდის: “მე ამ შეხვედრას თავიდან ბოლომდე დავესწარი. ეს არ იყო ოფიციალური საუბარი. პატრიარქისა და ჰოჯაეფენდის გულითადმა შეხვედრამ თბილი ატმოსფერო შექმნა. ერთმანეთს არ გადახვევიან, ხელი ჩამოართვეს, მაგრამ ეს მეტად გულითადი ხელის ჩამორთმევა იყო. ორივე რელიგიური მოღვაწე ერთმანეთის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა. პატრიარქს სურდა გაემჟღავნებინა, რომ მან იცოდა ჰოჯაეფენდის დაავადების შესახებ: “შე შაქრიან ჩაის ვსვამ. ვფიქრობ, თქვენთვის ეს აკრძალულია.” საინტერესო ანეკდოტი იყო ისიც, რომ პარტიარქის თქმით იგი შენატრის ჰოჯაეფენდის მიერ დაარსებულ სკოლებს. უაღრესად გულთბილ ვითარებაში გამართული შეხვედრა 1 საათი გაგრძელდა. როდესაც პატრიარქმა გაიგო, რომ ჰოჯაეფენდი არასოდეს ყოფილა საბერძნეთში, იგი სასწრაფოდ მიიწვია”.

ამ შემთხვევაში ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ მიიჩნია ორივე მხარემ საჭიროდ ასეთი, შეიძლება ითქვას, გაბედული ნაბიჯის გადადგმა? “რა აზრი აქვს ჩხუბდაპირისპირებას?” ასე პასუხობს ამ კითვას ჰოჯაეფენდი, “თურქეთის ამ რეგიონში სტაბილურობის მარცვლის სახელმწიფო დონეზე აყვანა უსაფრთხო გარემოზეა დამოკიდებული. სხვას არაფერს ვფიქრობ. ანუ ერთმანეთს კონფლიქტის გარეშე უნდა შევეწყოთ. ჩვენ ერთი გეოგრაფიის ხალხი ვართ.”

მაშ პატრიარქმა ბართოლომეოსმა რატომღა მიიჩნია საჭიროდ ასეთი ნაბიჯის გადადგმა? რატომ ჩაიდინა ისეთი ქმედება, რომელმაც შეიძლება ფანატიკოსი ქრისტიანების რეაქცია გამოიწვიოს? ამ კითხვაზე ასეთი პასუხის გაცემაა შესაძლებელი: რუსეთი თავისთვის ცალკე ტაძარს ეძებს. ანუ სხვა ცენტრს, რომელიც მართლმადიდებელი სამყაროს ახალი ცენტრი გახდება. რუსეთს შეუძლია, აღზარდოს თავისი ღვთისმეტყველები და საკუთარი სახელით მსოფლიოს ოთხივ კუთხეში გაგზავნოს. ფენერის საპტრიარქოს კი დღევანდელი მდგომარეობით ასეთი შესაძლებლობა არ გააჩნია. რაგდანაც ჰეიბელიადაში სასულიერო სკოლა დახურულია. ფენერის საპატრიარქოს არ შეუძლია ისეთი სასულიერო მოღვაწის აღზრდა, რომელიც შეძლებს რელიგიური ავტორიტეტის ხელში აღებას. ერთი შეხედვით, იგი მართლმადიდებელი სამყაროს ცენტრად ითვლება, მაგრამ რუსეთი ამას არ ეთანხმება. საპატრიარქოს სასწრაფოდ ესაჭიროება თავისი აღზრდილი სასულიერო მოღვაწეები. ეს განსაკუთრებით აუცილებელია მსოფლიოში მისი ავტორიტეტისთვის. მას სურს საკუთარ სასკულიერო სკოლაში აღზრდილი ღვთისმეტყველები მთელს მართლმადიდებელ სამყაროში მიავლონოს და ხელახლა გააძლიეროს თავისი ავტორიტეტი. ამიტომაც განსაკუთრებით საჭიროა ჰეიბელიადაში სასულიერო სკოლა. სწორედ ეს იყო შეხვედრის ძირითადი თემა. იგიHჰოჯაეფენდის ამ საკითხთან დაკავშირებით სთხოვს მხარდაჭერას. ბართოლომეოსი 1971 წელს ჰეიბელიადაში სასულიერო სკოლის დახურვას ამავე პერიოდში კერძო უმაღლესი სკოლების გაუქმებას უკავშირებს. ანუ, მისი აზრით, ეს არ იყო საბერძნეთის თრაკიისადმი დამოკიდებულების სანაცვლოდ მიღებული გადაწყვეტილება, ეს სასწავლებელი დაიხურა სხვა კერძო სასწავლებლებთან ერთად და ამიტომაც ამჟამად შესაძლებელია მისი ხელახლა გახსნა.

ამის პასუხად ჰოჯაეფენდი მას სთავაზობს სალონიკში თურქული სკოლის გახსნას. პატრიარქის თქმით, სალონიკში არ დახურულა თურქული სკოლა. ამის პასუხად ჰოჯაეფენდი ამბობს: “ნუ მიიღებთ ჩემს წინადადებას, როგორც სამაგიეროს. ეს სახელმწიფოთა შორის ჯენტლმენური საქციელია. იგი გააადვილებს პროცედურებს, ვფიქრობ, რომ ეროვნული უსაფრთხოების მიმართ ასეთი ჟესტი შეარბილებს როგორც მეჯლისის (პარლამენტის), ასევე თურქების პოზიციას. სალონიკში შეიძლება აღმოსავლეთმცოდნეობის ლიცეუმის გახსნა. ანუ შეასწავლიან აღმოსავლურ მეცნიერებებს. არიან იქ თურქები? არა, არ არიან. ჩვენ მივიღებთ ბერძენ სტუდენტებს და მათ შევასწავლით ორიენტალისტიკას, სწორედ აქ გავა მეგობრობის გზა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა მუსლიმანი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს უტოპია იქნება. მაგრამ, ჩვენი აზრით, შეიქმნება ჩვენი გაერთიანების საფუძველი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ეცოდინებათ ჩვენი ზნეობა, კულტურა, წარსული. თქვენ ნუ გეშინიათ, გამოგვიგზავნეთ ადამიანები და ჩვენ მათ ვასწავლით, ჩვენ კი თქვენთან გამოვაგზავნით და იქ ისწავლიან. შეუძლებელია ვინმეს დაავიწყო თავისი ვინაობა. ამ საკითხზე თქვენი შეშფოთება უსაფუძვლოა. ჩვენ მეზობლები ვართ, ახლობლები ვართ, შეუძლებელია ჩვენი დაშორება. გვერდიგვერდ უნდა ვიცხოვროთ და ერთი ბედი გავიზიაროთ. “

შესწევს თუ არა ძალა პატრიარქს?

ვთქვათ, თურქეთი დათანხმდა ჰეიბელიადაში სასულიერო სასწავლებლის გახსნას. შესწევს თუ არა პატრიარქს იმის ძალა, რომ საბერძნეთში თურქული სკოლა გაახსნევინოს? ფეთჰულაჰ გიულენ ჰოჯაეფენდი ამ კითხვას ასე პასუხობს: “ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა. მან თქვა, რომ არ შეუძლია იყოს ინიციატორი, რომ ეს სახელმწიფო საკითხია. მე კი ვუთხარი, რომ თქვენ უდიდესი მართლმადიდებელი სამყაროს სულიერი ლიდერი ხართ და თუ საბერძნეთი თქვენს წინააღმდეგ წავა, იგი არ დაუპირისპირდება მთელს მართლმადიდებელ მსოფილოს”. პატრიარქის თვალსაზრისით, ამ შეხვედრას სხვა მიზანიც ჰქონდა. პატრიარქის თანაშემწე, ტარაბიას მიტროპოლიტი კონსტანტინ ჰარისიადისი ასე მოგვითხრობს: “ვიმედოვნებთ, რომ ეს მოვლენა თურქების თვალში საპატრიარქოს იმიჯს შეცლის. იმ ავტორიტეტის გათვალისწინებით, რითაც ფეთჰულაჰ ჰოჯაეფენდი თურქეთის მუსლიმანებში სარგებლობს, მასთან შეხვედრის უმთავრესი მიზანი საპატრიარქოს მიმართ თავდასხმების შეწყვეტაა. ვისურვებდით, რომ მისი გარემოცვა უფრო კეთილგანწყობილი იყოს საპატრიარქოს მიმართ. იგი მეტად განსხვავდება იმ სასულიერო ლიდერებისგან, რომელთაც დღემდე შევხვედრივარ. იგიMმეტად თანამედროვე, პატივცემული და ცივილიზებულია. ჩემი აზრით, ეს არის პიროვნება, რომელიც ყველა სიტყვას აწონ-დაწონის, რომელიც განსხვავებით უმეტესობისგან ბევრ ლაპარაკს საქმეს ამჯობინებს. იგი ინფორმირებულია მსოფლიოში მიმდინარე ყველა პროცესთან დაკავშირებით. არ არიდებს თავს ევროპასთან გაერთიანებას.”

დიპლომატიური წრეები შეხვედრას დადებითად აფასებს

ანკარის დიპლომატიური წრეებში ფეთჰულაჰ გიულენისა და ფენერის ბერძენი პატრიარქის ბართოლომეოსის შეხვედრა შეაფასეს, როგორც ძალზე სასარგებლო მოვლენა თურქეთის ინტერესებისთვის. როგორც დიპლომატიური წყაროები აღნიშნავენ, შეხვედრა უაღრესად კონსტრუქციული იყო, ამ ტიპის დაახლოება აამაღლებს თურქეთის პრესტიჟს მსოფლიოში. იგივე წყარო აღნიშნავს, რომ ბართოლომეოსი მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ ცნობილი სულიერი ლიდერია და დიდი სიყვარულით სარგებლობს ქრისტიანული სამყაროში; ამავე წყაროს ცნობით ბერძენი პატრიარქი საკმაოდ არის დაშორებული თურქეთის ყველაზე დაუნდობელ მტერთან – იაკოვასთან, და არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს საბერძნეთის მთავრობასთან. წყაროს აზრით, თურქეთი, რომელიც ცდილობს, რომ 2004 წელს სტამბოლმა გაუწიოს მასპინძლობა ოლიმპიადას, უფრო რაციონალურად უნდა მოიქცეს და ისარგებლოს ბართოლომეოსის პოპულარობით, რათა ოლიმპიადისთვის უფრო მტკიცე კულისები შეიქმნას.

საზოგადოებაში გართო გამოხმაურება გამოიწვია

ცხრა სექტემბრის სახელობის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი პროფ. დოქ. მეჰმეთ აიდინი აღნიშნავს, რომ იგი ყოველთვის მზად არის ასეთი სახის ურთიერთობებისთვის და სწამს, რომ შორს ყოფნას არ მოაქვს სიკეთე. იგი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია არ მოიწონო ფეთჰულაჰ გიულენ ჰოჯას ასეთი ნაბიჯი. “მე პრინციპულად სწორად მივიჩნევ ფეთჰულაჰ გიულენ ჰოჯასა და ბართოლომეოსის შეხვედრას. არასდროს არ მოაქვს საუბარს ცუდი შედეგი, პირიქით, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ეცნობიან, მცირდება ბოროტების ჩადენის შესაძლებლობა. მე ყოველთვის მზად ვარ ყველა სახის დიალოგისთვის, რელიგიათა შორის დიალოგის ჩათვლით. მწამს, რომ აქედან რაღაცის სწავლა შეიძლება. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ხვალ ფეთჰულაჰ გიულენ ჰოჯა რომის პაპს შეხვდება. პაპი რელიგიის საქმეთა სამინისტროს ყოველწლიურად გამოგზავნილ სადღესასწაულო მისალოცში ასე ამბობს: “უფალმა (ჩენაბı Hაკ) დაგვიფაროს თქვენც, ჩვენც და ყველა რელიგიის წარმომადგენელი.” დღემდე ჩვენ მათ გადავეცით ინიციატივა, საჭიროა ამის შეცვლა. რელიგია უნდა ჩაერთოს მშვიდობის საქმეში. აუცილებელია, რომ არ ავარიდოთ თავი მსგავს შეხვედრებს, განა რა სარგებლობა მოგვიტანა ჩაკეტილობამ?! ”

პროფ. დოქ. სუათ ილდირიმის აზრით, ფეთჰულაჰ გიულენ ჰოჯაეფენდის საქციელი სწორედაც რომ შეჰფერის მუსლიმან მეცნიერს, ისევე, როგორც ისლამი სწორედ ასეთ შემწყნარებლობას იჩენდა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანების მიმართ და ისტორიულად მუსლიმანები მიმართავდნენ დიალოგს, “ისლამს თავისი სიბრძნის, ჭეშმარიტი გზისა და სილამაზის გავრცელება სურს, და თუკი შესაძლებელია ამის მშვიდობიანად გაკეთება, იგი ამ გზას ირჩევს. თუ არამუსლიმებს, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, ასე არ მივუდგებით, ისინი მთელს ქრისტიანულ მსოფლიოს ჩვენს წინააღმდეგ წააქეზებენ, ეცდებიან, რომ სიძულვილით აღავსონ როგორც თავისი წევრები, ასევე დასავლეთის ქრისტიანული სამყარო. ამით ორივე მხარე დაზარალდება. თუ ამ დიალოგის შემდეგ თურქეთში მცხოვრები ბერძნებთან ერთად უფრო მეტ თავისუფლებასა და უსაფრთხოებას იგრძნობენ როგორც საბერძნეთში, ასევე სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში მცხოვრები მუსლიმანები, გამოდის, რომ ეს დიალოგი ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს.

ფეთჰულაჰ გიულენ ჰოჯაეფენდისთან შეხვედრას მხარი დაუჭირეს არა მხოლოდ ისლამურმა, არამედ სხვა წრეებმაც. მათ შორის ყველაზე საინტერესოა სირიის უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია. სტამბოლის სირიის მართლმადიდებელი გაერთიანების სულიერი ლიდერი და პატრიარქის თანაშემწე მიტროპოლიტი იუსუფ ჩეთინი დადებითად აფასებს ბართოლომეოსისა და ფეთჰულაჰ გიულენ ჰოჯაეფენდის შეხვედრას და აღნიშნავს, რომ რელიგიებსა და სასულიერო მოღვაწეებს შორის მჭიდრო დიალოგი შეიძლება გახდეს მსოფლიოში სიმშვიდისა და ძმობის საფუძველი. ჩეთინის თქმით, “გვჯერა, რომ ასეთი სასარგებლო და ორმხრივი შეხვედრა განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ სასულიერო პირები ხალხს შემწყნარებლობას შთააგონებენ”.

მწერალი ჰადი ულუენგინი გაზეთ “ჰურიეთის” 11 აპრილის ნომერში მწერლის სვეტში ასე აფასებს ამ შეხვედრას: “გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის და სამოქალაქო საზოგადოების წინამძღოლის ფეთჰულაჰ გიულენ ჰოჯაეფენდისა და ფენერის მართლმადიდებელი პატრიარქის ბართოლომეოს პირველის შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობისაა. თავიდანვე უნდა აღინიშნოს ეს “მეგობრული საუბარი”. უპირველეს ყოვლისა, მადლობა უნდა გადავუხადოთ პატივცემულ პატრიარქს, რომელმაც გამოიჩინა კეთილგონიერება და ასეთი კავშირის სურვილი გამოთქვა და პატივცემულ ჰოჯაეფენდის, რომელმაც გამოიჩინა სიბრძნე და დადებითად შეხვდა ასეთ მოწოდებას. რადგანაც აღნიშნული ერთობა მოხსენებულია ყველა წმინდა წიგნში და ნიშნავს ღვთის სიტყვის განხორციელებას, რომელიც რელიგიათა შორის შემწყნარებლობას ქადაგებს.”

გალათასარაის კომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი ნიაზი ოქთემიც აღნიშნულ შეხვედრას აფასებს, როგორც დადებით პროცესს. ოქთემი აღნიშნული საკითხის საწყისებამდე მიდის და მიუთითებს, რომ ეს ორი რელიგია ერთი და იგივე წყაროთი იკვებება, სწორედ ამ ორი რელიგიის წინამძღოლს შორის კონტაქტი დიდ წვლილს შეიტანს მსოფლიო მშვიდობის საქმეში. ოქთემის თქმით:

რა შედეგი აქვს რწმენაში სიმტკიცეს (ურყეობას)

“თუ ამ საკითხს თურქეთის თვალსაზრისით განვიხილავთ, ამ ორი გენიალური ადამიანის შეხვედრა მთლიანად შეცვლის არამუსლიმი უმცირესობის მიმართ არსებულ მცდარ შეხედულებას. ოსმალები შემწყნარებელნი იყვნენ. რესპუბლიკის შექმნის შემდეგ შემწყნარებლობის გაქრობა იძულებითი იყო. რადგანაც ბერძნებმა დასავლური იმპერიალიზმის მხარე დაიჭირეს, ამას მე ჩვეულებრივ სოციალურ რეაქციად მივიჩნევ. მაგრამ დღეს საჭიროა ამის დაძლევა. მე მსგავს მოვლენებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ყოველთვის მხარდაჭერას გამოვხატავ. არ ვიცი ამის გარდა სხვა გზა მშვიდობისთვის. ჩემი აზრით, რომ ფეჰთულაჰ გიულენ ჰოჯა ყოველთვის ასე ფიქრობდა, მაგრამ ჩვენ მას ამ მხრივ არ ვიცნობდით. ეს კავშირშია მის სიძლიერესთან იმ ფასეულობებისადმი მტკიცე ერთგულებასთან, რომლისაც მას სწამს, და, რომელსაც იგი აღიარებს. ძალზე გახარებული ვარ”.

პროფ. დოქ. თოქთამიშ ათეში კი ასე აფასებს შეხვედრას: “როგორც მოსალოდნელი იყო, ფეჰთულაჰ გიულენსა და ბართოლომეოსს შორის შეხვედრას ზოგი დადებითად, ზოგი კი უარყოფითად შეხვდა. პირადად მე ამ შეხვედრას დადებითად ვაფასებ. ჩვენს დროშიAშეუძლებელია ამდენად განსხვავებული რელიგიებისა და აღმსარებლობების ასეთი მშვიდობიანი თანაარსებობა. ამ პირობებშიც კი ასეთი მშვიდობა კარგია. ალაჰმა დაგვიფაროს ბოროტებისგან.”

ლეილა უმარი (ჟურნალისტი - მწერალი): ფეთჰულაჰ ჰოჯას მივესალმები

მე ფეთჰულაჰ გიულენთან ახლო ნაცნობობა არ მაკავშირებს. მაგრამ კარგად ვიცნობ პატრიარქ ბართოლომეოსს. ჩვენს ქვეყანაში პატრიარქს დადებითად არ მოიხსენებენ; მაგრამ ვინც მას კარგად იცნობს, იცის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ზრუნავს თურქეთის ინტერესებზე, და რომელიც ამაყობს იმით, რომ თურქია. მას სურს, რომ ყველა ადამიანმა მშვიდობიანად იცხოვროს. ეს ის ადამიანია, რომელიც პატივისცემით უნდა შევაფასოთ. მივესალმები ფეთჰულაჰ ჰოჯას პატრიარქთან შეხვედრის გამო. ბრავო, მას ისეთი ბრძნული საქმე გააკეთა, რომელიც აქამდე სახელმწიფოს არ გაუკეთებია. ეთიენ მაჰჩუფიანი (მწერალი): ეს არის ცივილიზებური სახელმწიფო მოღვაწე. . .

ფეთჰულაჰ გიულენ ჰოჯასა და პატრიარქ ბართოლომეოსს შორის შეხვედრა სამი თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ: ერთი - ფეთჰულაჰ ჰოჯას, მეორე – პატრიარქისა და მესამე – საზოგადოებრივი მშვიდობის თვალსაზრისით. მე ამ მოვლენას საზოგადოებრივი მშვიდობის კუთხით ვაკვირდები და მწამს, რომ ეს შეხვედრა ძალზე სასარგებლო შედეგს მოგვიტანს. დადებითად ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ორი რელიგიური მოღვაწე ძალისხმევას არ იშურებს, რათა ერთმანეთს გაუგოს. ფეთჰულაჰ გიულენ ჰოჯა პოლიტიკის გარეთ რჩება და ამასთანავე მისი საქმიანობა ზეპოლიტიკურია, ეს კი მას სახელმწიფო მოღვაწის სტატუსს ანიჭებს. ეს მნიშვნელოვანი პროცესია მათთვის, ვისაც სურს სამოქალაქო საზოგადოება და საზოგადოებრივი მშვიდობა. ჰოჯაეფენდი სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს აკეთებს და ეს სასიხარულოა სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისით.

პროფ. დოქ. მეჰმეთ აიდინი (9 სექტემბრის სახ. უნივერსიტეტის დეკანი):

საჭიროა რელიგიის ჩართვა მშვიდობის საქმეში. თუნდ გქონდეთ გარკვეული პოლიტიკა, გარკვეული სტრატეგია, მაინც ცოდნისა და შეცნობის დონეზე დარჩებით. შესაძლებელია, საპატრიარქოს კვლავ ეკუმენისტური პრეტენზიები ჰქონდეს და თუ ამას მათი თვალსაზრისით შეხედავთ, ვერ იტყვით, რომ ეს არასწორია. შემიძლია ვივარაუდო, თუ რას ფიქრობს იგი, ისევე როგორც მან იცის ჩემი პოლიტიკური იდეალები. შეუძლებელია, არ მიესალმო ფეთჰულაჰ გიულენ ჰოჯას ამ ნაბიჯს. იგი ახალ, ჩვენთვის ჩვეული სტანდარტებზე მაღლა მდგომ პერსპექტივას გვაწვდის. ჩვენ ვთქვით, რომ რამდენიმეჯერ ვცადეთ ასეთი საქმიანობა, არა მღვდლებთან, არამედ ჩემ მსგავსად, რელიგიით, რელიგიური საქმიანობით დაკავებულ ადამიანებთან. ხედავთ, უკვე კათოლიკეებთან, პროტესტანტებთან, ანგლიკანებთან ვსხდებით და ვსაუბრობთ. ჩვენ მეზობლები ვართ, ჩვენს კულტურებს ბევრი რამ აქვთ საერთო, რატომაც არა-მეთქი ვიფიქრეთ და ვცადეთ. მაგრამ მინდა დაუფარავად ვთქვა, ვფიქრობ, რომ ჩვენც და ისინიც ამას თავს არიდებენ. რადგან თურქეთში ამას არასწორად აღიქვამენ. მიუხედავად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაჟინებისა გასულ ზაფხულს ზღვაზე ჩატარებულ შეხვედრას არ დავსწრებივარ. მე და ბართოლომეოსი სხვადასხვა საბაბით ერთმანეთს რამდენიმეჯერ შევხვდით. ორივე სხვადასხვა რამეს ვფიქრობთ. თურქეთი არ არის ძალიან მშვიდი ქვეყანა. როგორც ქვეყანას, ჩვენ გარკვეული პრობლემები გვაქვს. ამის გამო ამ საქმეში პოლიტიკა ერთვება. მე პრინციპულად სწორად მივიჩნევ ფეთჰულაჰ გიულენ ჰოჯასა და ბართოლომეუსის შეხვედრას. სამშვიდობო საქმეში რელიგიაც უნდა ჩაერთოს. საჭიროა თავი არ ავარიდოთ მსგავს შეხვედრებს, განა რა სიკეთე მოგვიტანა ჩაკეტილობამ?!

პროფ. დოქ. მეჰმეთ აქფინარი: არა ძალდატანება, არამედ შემწყნარებლობა

ჩემი აზრით, უაღრესად ჯანსაღი მოვლენაა. რელიგიები იმიტომ არ შექმნილა, რომ ადამიანები, საზოგადოებები, ქვეყნები და ერები ერთმანეთს გადაამტეროს და გაანადგუროს. რელიგიები იმიტომ შეიქმნა, რომ ადამიანები იყვნენ უფრო ბედნიერი, მშვიდი და იცხოვრონ “ადამიანურად”, რათა შორს იყვნენ შეცდომებისგან.

შესაძლებელია შედგომში მოცემული განმარტებებით გარკვეულ საკითხები მცდარად იქნა წარმოჩენილი, თუმცა რელიგიას ასეთი რამ არ ედო საფუძვლად, მაგრამ საბოლოოდ ყველა რელიგია არის ჰუმანურობისა და კეთიდღეობისთვის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რელიგიების წარმომადგენლების ერთად ყოფნა, ერთად ცხოვრება და მცდელობა, რომ ერთმანეთს გაუგონ და ამ საკითხთან დაკავშირებული მათი ძალისხმევა უაღრესად სწორია. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თურქეთში არსებულ დემოკრატიის კულტურაში. შეხვედრისათვის საკმარისია იყო ადამიანი. განა რა არის ამ სამყაროში ადამიანზე უფრო ძვირფასი? შესაძლებელია გარეგანი ფაქტორები, ან უვიცობა წლების განმავლობაში ადამიანებს აფერხებდა. ფეთჰულაჰ გიულენ ჰოჯაეფენდის მოქმედება ჰუმანისტური და საზოგადოებრივია, იგი არა ძალდატანების, არამედ შემწყნარებლობის მომხრეა.

ალი ბულაჩი (ჟურნალისტი): დიალოგი საჭირო გახდა

ამ შეხვედრის მნიშვნელობა მე ასე მესმის, ამ სამყაროში, სადაც ბევრი რამ ითქმება და კეთდება რელიგიის სახელით, შეიქმნა საჭიროება განსხვავებული რელიგიების წარმომადგენელთა შორის ურთიერთშეხვედრისა და აზრის გაზიარებისა. “რელიგიათა შორის დიალოგი”, რომელსაც საერთაშორისო დონეზე ხშირად ახსენებენ, სწორედ ასეთი ორმხრივი შეხვედრებისა და აზრის გაზიარების შედეგია. ზოგი ადამიანი რელიგიათა შორის ორმხრივ შეხვედრებს განიხილავს შეთქმულების თეორიის ფარგლებში ან მცდელობას, რომელიც ემსახურება “ყველა რელიგიის შეერთებას” და სხვა მსგავს სულელურ მიზანს, ან ქრისტიანული სამყაროს მიერ მუსლიმების ცდუნების მცდელობას. ორივე პოზიცია მცდარია, რადგანაც შეუძლებელია ზერელიგიური ერთობა, არარეალური ფორმებით, სწავლებებითა და სახით ყველა რელიგიის გაერთიანება და მათი ნაზავის საფუძველზე ერთი რელიგიის შექმნა; ამისი მხოლოდ წმინდა ჰუმანისტებსა და თეისტებს სწამთ. არც მუსლიმანური და არც ქრისტიანული სამყარო არ არის იმდენად გულუბრყვილო, რომ ამ ხაფანგში გაებას.

ამასთანავე უამრავ კათოლიკე სასულიერო პირს სურს, რომ რელიგიებმა ერთობლივად იმოქმედონ ათეიზმის, გარყვნილების, ოჯახის დანგრევის, ჰომოსექსუალიზმის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, მომხმარებლური კულტურია და ადამიანებში ჩაბუდებული ნიჰილიზმის წინააღმდეგ. უეჭველია, რომ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი სიმახინჯეები დიდ პრობლემას უქმნიან ისლამსაც. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ წარსულში ეკლესია მხარს უჭერდა დამპყრობლებს, აქეზებდა ჯვაროსნულ ომებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ისლამური სამყაროს წინააღმდეგ არის შექმნაში. მაგრამ ზოგიერთი ქრისტიანი თეოლოგისა და რელიგიური მოღვაწის აზრით, ამის ხელახლა გახსენებას შედეგად მხოლოდ მტრობის გაჩაღება მოჰყვება. ეს პროცესი საფრთხეს უქმნის ყველა რელიგიას, რწმენას, აზიანებს ადამიანის მოდგმას; და ამ პროცესში რელიგიურ წრეებს შორის ორმხრივი გულწრფელი აზრთა გაზიარებას არა ზიანი, არამედ მხოლოდ სარგებელი მოაქვს.

პროფ. დოქ. სუათ ილდირიმი (საქარიის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი): ისლამური სამყაროსთვის შესაფერისი საქციელი

წმინდა ყურანი ზეციური რელიგიის წარმომადგენლების მიმართ აკეთებს წმინდა ეკუმენისტურ, ანუ გლობალურ მოწოდებას. სწორედ ამ მოწოდებას გამოხატავს ამავე მნიშვნელობის აია. წმინდა წერილის მქონე ხალხმა იბრძოლეთ ტირანებთან. ასე უთხარით: ჩვენ ვიწამეთ ის, რაც ჩვენ მოგვეცა და რაც თქვენ მოგეცათ. ჩვენი ღმერთი და თქვენი ღმერთი ერთია. ჩვენ მას მივებარეთ (Aნკებუტ 46.). იმ ქრისტიანებს, რომლეთაც საკუთარი რწმენით სურთ ცხოვრება ისლამი უწოდებს “ზიმმი”-ს (მუსლიმური სახელმწიფოს ქვეშევრდომი ქრისტიანი). ანუ ისინი ისინი ითვლებიან წმინდა წინასწარმეტყველის მფარველობის ქვეშ მყოფი სახელმწიფოების მოქალაქეებად; ოსმალეთის სახელმწიფოში, ისევე როგორც წმინდა წინასწარმეტყველის (მუჰამედის), პირველი ხალიფების, აბასიანთა, სელჩუკთა პერიოდში მათ ავტონომიური მმართველობა ჰქონდათ; მათ ჰქონდათ რელიგიური აღმსარებლობის, სიცოცხლის, ქონების, ფიქრის, მოგზაურობის და სხვა სახის თავისუფლებები; მათ სულიერ ლიდერებს კი სამართლის საკითხებზე განაჩენის გამოტანის უფლება ენიჭებოდათ.

მრავალი დასავლელი ისტორიკოსის მსგავსად გიბონსიც აღიარებს, რომ ოსმალები ის ერია, რომელმაც საკუთარი სახელმწიფოს შექმნისას რელიგიური თავისუფლების პრინციპი ქვეყნის ქვაკუთხედად აღიარა. ფეთჰულაჰ გიულენ ჰოჯაეფენდის საქციელი სწორედაც რომ შეჰფერის მუსლიმან მეცნიერს, ისევე, როგორც ისლამი სწორედ ასეთ შემწყნარებლობას იჩენდა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანების მიმართ და ისტორიულად მუსლიმანები მიმართავდნენ დიალოგს, “ისლამს თავისი სიბრძნის, ჭეშმარიტი გზისა და სილამაზის გავრცელება სურს, და თუკი შესაძლებელია ამის მშვიდობიანად გაკეთება, იგი ამ გზას ირჩევს.

პროფ. დოქ. სულეიმან ჰაირი ბოლაი: რა სურს საპატრიარქოს?

ერთი შეხედვით ჩანს, რომ კარგია. ორივე მხარე თავისი შეხედულებით სარგებელს ელის. საჭიროა კარგად გავიგოთ, თუ რას ფიქრობს და რა მოლოდინი აქვს საპატრიარქოს. შესაძლებელია თუ არა, რომ საპატრიაქტო მხარდაჭერას ეძებდეს? ასეთი აზრიც შეიძლება დაიბადოს. მაგრამ მე მგონი, ფეთჰულაჰ გიულენმა ამის შესახებ ჩვენზე ადრე იფიქრა და ისიც მოიგებს. ყველა კომენტარის მიუხედავად, თუ ამას შევაფასებთ, როგორც დაახლოებას “შემწყნარებლობისა და დიალოგის” ფარგლებში, იგი ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ ჩვენს სამყაროში განსხვავებული რწმენის ადამიანებს შეუძლიათ დაახლოება, საჭიროა ჩვენს ქვეყანაშიც ვიფიქროთ განსხვავებული რწმენის ადამიანების დაახლოებასა და ასიმილაციაზე. ღვთის შეწევნით, ეს შეხვედრაც ამისთვის მოამზადებს ნიადაგს.