ეჯევითი: "გიულენის წერილმა ძალიან ამაღელვა"

ცნობილმა მოაზროვნემ ფეთჰულაჰ გიულენმა თურქეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიულენთ ეჯევითს პოლიტიკასთან გამოთხოვების დღეს წერილი გაუგზავნა.

ეჯევითმა გაზეთ ზამანისთვის მიცემულ ინტერვიუში გიულენის წერილთან დაკავშირებით განაცხადა: \"ბატონ გიულენს მადლობას ვუხდი. მისმა წერილმა ძალიან ამაღელვა. სამადლობელ წერილს მეც გავუგზავნი\".

გასულ კვირას ჩატარებულ დემოკრატიული მემარცხენეთა პარტიის ყრილობაზე ბიულენთ ეჯევითმა თავისი 47 წლიანი პოლიტიკური მოღვაწეობა დაამთავრა. ეჯევითმა გაზეთ ზამანისთვის გაკეთებულ განცხადებაში ისაუბრა ფეთჰულაჰ გიულენზე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ამერიკაში იმყოფება.

ეჯევითის განცხადებით, ის გიულენს ორჯერ შეხვდა და საშუალება მიეცა ესაუბრა მასთან თავის შეხედულებებზე.

ეჯევითმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გიულენი თურქების უმრავლესობის მსგავსად პრობლემას არ წარმოადგენს. მან საქებარი სიტყვებით ისაუბრა ფეთჰულაჰ გიულენის ხელშეწყობით მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებზე.

\"სხვადასხვა ქვეყნებში დაარსებულ სკოლებში რეაქციული რაღაცეები არ ხდება. ამ ქვეყნებში აკრედიტებულ ჩვენს ელჩებს და ატაშეებსაც ვესაუბრე ამის თაობაზე. უმნიშვნელო რეაქციული მოღვაწეობაც, რომ იყოს ამ ქვეყნების პრეზიდენტები და მთავრობები სკოლებს არსებობის ნებას არ მისცემენ, გააკეთებენ იმას, რაც საჭიროა. ეს სკოლები თურქული კულტურის გავრცელებას უწყობენ ხელს\", _ განაცხადა ეჯევითმა.

ჩემი თბილი დამოკიდებულება ეუცხოვათ

_ ჩემს განცხადებებს, რომლებიც ფეთჰულაჰ გიულენთან და საზღვარგარეთ გახსნილ სკოლებთან დაკავშირებით გავაკეთე ზოგიერთი წრეების წარმომადგენლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათი უკმაყოფილება გამოიწვია ბატონ გიულენისადმი ჩემმა თბილმა დამოკიდებულებამ, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ვაგრძელებ ჩემი აზრებისა და შეხედულებების გადმოცემას.

თურქეთში უნდა განასხვავონ მორწმუნე და ღვთისმოშიში ადამიანები. ათათურქთან და რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ღვთისმოშიში ადამიანების რეაქციონერებად აღქმა შეცდომაა. მე ლაიციზმის მომხრე ვარ. რელიგიურობის წინააღმდეგი, ღვთისმოშიშობას კი პატივს ვცემ. თურქეთში უმრავლესობა რელიგიური კი არა ღვთისმოშიშია. რესპუბლიკასთან და ათათურქთან პრობლემა არ არის. პატივცემულ ფეთჰულაჰ გიულენშიც ეს დავინახე. ღვითსმოშიშსა და რელიგიურ ადამიანს შორის განსხვავება უნდა დავინახოთ. ღვთისმოშიში ადამიანები პოტენციურ რეაქციონრებდა არ უნდა მივიჩნიოთ.

1960 წლიდან სარწმუნოებას პატივს ვცემ, მაგრამ ვიცავ ლაიცისტურ პრინციპეებს. დაიცისტები უნდა ვიყოთ, რელიგია და პოლიტიკა უნდა განვასხვაოთ, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ სხვების რწმენას.

ამ მოსაზრებას, რომელიც 1960 წელს პირველად დავაფიქსირე, მწვავე რეაქცია მოჰყვა. ამ პერიოდში მეტს ვერ ვლაპარაკობდი. უფლებამოსილება შეზღუდული იყო, თანაც ახალგაზრდა პოლიტიკოსი ვიყავი. ამ დროს ფანატიკოსობა სექტა იყო. ლამის თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. ახლა სახელს ვარაუდით არ ასახელებენ. ჩვენს მეგობრებს ეს საკითხი მუდამ დღის წესრიგში შეჰქონდათ. პარტიის სხდომაზე ვთქვი: \"ესე ბრძოლა არ შეიძლება\".

რა თქმა უნდა, ამ სიტყვებზე ყველა დაიბნა. აწ განსვენებული ინონუ მე დამეთანხმა. ექსპერიმენტი დავიწყეთ და ჩვენი პოლიტიკა შევცვალეთ. ამის შედეგად პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობაც გაიზარდა. თურქეთში რელიგიურობასა და ლაიციზმის გადაკვეთაში ერთმანეთთან შეუთანხმებლობაა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მათი შეთანხმება შესაძლებელი გახდეს, _ აღნიშნა ეჯევითმა.

ბიულენთ ეჯევითის განცხადებით, დაბრუნდება თუ არა გიულენი თურქეთში ეს თავად მისი გადასაწყვეტია. \"ცხადია, რომ გიულენს პრობლემები და სიძნელეები ჰქონდა. ახლა ამბობენ, რომ კარგად არის. არ ვიცი დაბრუნდება თუ არა. ეს მხოლოდ მის ხვედრზეა დამოკიდებული\".

ვაცილებთ ბატონ ბიულენთს

სახელმწიფო მოღვაწეს, რომელმაც ღირსეულად იცხოვრა და ღირსეულად მიდსი პოლიტიკიდან:

პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყების დღიდან რწმენით იცხოვრა. პოლიტიკისთვის დამახასიათებელი თვისებებიდან შორს იდგა. კერძოდ, პატივისცემას გამოხატავდა ჩვენი ეროვნული ღირებულებების მიმართ, რომლებიც ბოლო დროს უსაფუძვლოდ თავხედურ თავდასხმებს განიცდიდა. იგივეს მოუწოდებდა სხვა ხელმძღვანელებსაც.

მაშინაც არ დამფრთხალა, როდესაც ძალებს, რომლებიც ზეწოლას ანხორციელებენ, უთხრა ის, რაც იცოდა. ნეტა სხვა სახელმწიფო მოღვაწეებიც ასე მოქცეულიყვნენ.

მაშინაც კი, როდესაც უნდოდათ, რომ დამფრთხალიყო ხელი მაგიდაზე დაარტყა და თქვა: \"მე ეს სწორედ არ მიმაჩნია\". იმედი მაქვს, რომ მისი ზნეობრიობა მომავალშიც გამოჩნდება.

მ. ფეთჰულაჰ გიულენი


# 5 (14) მეგობრობა, ივლისი, 2004