• მთავარი
  • ინფორმაცია
  • ფეთჰულაჰ გიულენი 15 ივლისის მოვლენების შესახებ სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში: ″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″
ფეთჰულა გიულენი: თურქეთის დემოკრატია რატომ დარჩა წარუმატებელი?

ფეთჰულაჰ გიულენი 15 ივლისის მოვლენების შესახებ სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში: ″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″

″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″,-ამის შესახებ ფეთჰულაჰ გიულენმა 15 ივლისის მოვლენების შესახებ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის″ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შვედეთში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრმა″ (Stockholm Center for Freedom) გასულ წელს განხორციელებული საეჭვო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით ვრცელი და სენსაციური ანგარიში გამოაქვეყნა. 191 გვერდიანი ანგარიშის მომზადებისას ფეთჰულაჰ გიულენთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაიწერა, სათაურით -″15 ივლისი: ერდოღანის გადატრიალება″. გიულენმა ინტერვიუში იმაზეც ისაუბრა თუ როგორი იყო მისი პირველი რეაქცია, როდესაც ჯერ კიდევ არაფერი იყო ცნობილი გადატრიალების მცდელობის შესახებ და ერდოღანმა და ხელისუფლებამ აღნიშნულში გადატრიალების მცდელობაში მან და მისი მოძრაობა დაადანაშაულა.

გიულენის თქმით, მის ინიციატივას საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული ნაბიჯები მოჰყოლია.

″მე კვლავ ვითხოვ კომისიის შექმნას. გაერო, ევროკავშირი, ნატო თუ სხვა ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობით შეიქმნას საგამოძიებო კომისია და მე მზად ვარ ამ კომისიას ჩვენება მივცე. რა დასკვნამდეც არ უნდა მივიდეს აღნიშნული კომისია, მე მზად ვარ ვაღიარო მისი შედეგები. როგორც გავიგე, გენშტაბის მეთაური, ჰულუსი აქარი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა გადატრიალების მოსაწყობად და ამ მიზნის მისაღწევად სერიოზულად ემზადებოდა″, - განაცხადა გიულენმა.

″15 ივლისის მოვლენები ერდოღანისა და მისი დამქაშების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულებრივი სცენარი გახლდათ″,- აღნიშნავს ექსკლუზიურ ინტერვიუში გიულენი და დასძენს, რომ ″აქ სიტყვა თეატრსა და სცენარს საკითხის გამარტივების მიზნით არ ვიყენებ. აღნიშნული გადატრიალების მცდელობა თურქეთში წარსულში განხორციელებულ ყველა სახელმწიფო გადატრიალებაზე უფრო სისხლიანი აღმოჩნდა რომელსაც 249 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 50 000 მოქალაქე დააპატიმრეს. საზოგადოება ორად გაიხლიჩა და მასში შუღლმა დაისადგურა. საპრეზიდენტო სისტემის საბაბით ყალიბდება ახლო აღმოსავლეთში გაბატონებული დიქტატორული რეჟიმების მსგავსი წყობა.″

უცვლელად გთავაზობთ ინტევიუს:

პირველად როდის შეიტყვეთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ და რა იყო თქვენი პირველი რეაქცია?

ამის შესახებ მედია საშუალებებიდან შევიტყვე. აქ მყოფმა მეგობრებმა ჩამაყენეს საქმის კურსში. მე, როგორც დღემდე თურქეთში განხორციელებული ყველა რევოლუციის მოწმემ, რომელმაც საკუთარ თავზე ვიწვნიე მათი უარყოფითი შედეგები, განვიცადე აგრეთვე ქვეყნისთვის და ხალხისთვის მიყენებული ზიანი, ჩემი პირველი რეაქცია იყო შემდეგი: ″ალაჰმა დაიფაროს ჩვენი ხალხი ყოველგვარი უბედურებისგან″. მაშინ, როდესაც თურქეთში ზოგიერთი პირი დემოკრატიას ახასიათებდა როგორც ″უღმერთო სისტემას″, მე მაშინაც კი ვამბობდი, რომ დემოკრატია იყო ერთადერთი გზა, საიდანაც გადახვევა მიუღებელი იქნებოდა. როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტი, მე სერიოზულად განვიცადე ყოველივე მომხდარი. ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ქმედებები, როდესაც მე სასტიკად დავგმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

15 ივლისამდე გქონდათ თუ არა იმის განცდა, რომ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო?

იყო საუბრები იმის შესახებ, რომ სამხედრო ელიტის გარკვეული ნაწილი ამზადებდა სახელმწიფო გადატრიალებას. ერთერთი ნაცნობი ჟურნალისტის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ანაკარში ჟურნალისტებს შორის პირად საუბრებში ამ თემაზე საუბრობდნენ. მეც ვიცოდი, რომ გენშტაბის მეთაური, მარშალი ჰულუსი აქარი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა სახელმწიფო გადატრიალებისთვის და ამის შესაბამისად მოქმედებდა. აღნიშნული ვერსიების გავლენის ქვეშ მყოფმა პირებმა შესაძლებელია მართლაც დაიჯერეს გადატრიალების რეალურობა და ძალაუნებურად ხელი შეუწყვეს მოვლენათა ამ სცენარით განვითარებას. რა თქმა უნდა, სიმართლე ალაჰმა უწყის, მაგრამ მე ვერასოდეს გავიფიქრებდი, რომ მოძრაობა ″ჰიზმეთ″-ის მოსპობის მიზნით ასეთი სახის სისხლიანი სცენარი დაიდგმებოდა და განხორციელდებოდა.

15 ივლისის შემდგომ უცხოური მედიისთვის მიცემულ ერთერთ ინტერვიუში თქვენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ″ჰოლივუდურ სცენარს″ შეადარეთ. რაზე დაყრდნობით მიხვედით ამ დასკვნამდე? როგორ ფიქრობთ, ვინ დაწერა ეს სცენარი? ვინ დგას 15 ივლისის მოვლენების უკან?

თურქეთში დღემდე განხორციელებული სამი სახელმწიფო გადატრიალების მოწმე გავხდი. ბოლო წლებში მომხდარი სკანდალები და გამოძიებები თითქოს წინ უძღვოდა 15 ივლისის მოვლენას. ეს უკანასკნელი კი არ ჰგავდა მანამდე განხორციელებულ არცერთ გადატრიალებას და იმის გაგება, რომ ეს დადგმული სცენარი გახლდათ, პატარა ბავშვსაც კი შეუძლია. ბევრი რამ ითქვა და დაიწერა ამ დადგმის შესახებ. საქმის მხოლოდ ამ ასპექტზე შეიძლება ცალკე გამოძიების ჩატარება. დეტალებში შესვლამ შეიძლება საათები წაგვართვას, მაგრამ ყოველივე მომხდარში დასაეჭვებლად მხოლოდ შემდეგი ფაქტებიც კი საკმარისია, რომ როდესაც სამხედროები მოქმედებაზე გადავიდნენ, ქალაქი სავსე იყო ხალხით, ხოლო ბოსფორის ხიდის მხოლოდ ერთი მხარე დაიკავა სამხედროთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა, ასევე ათობით სხვა დეტალის ჩამოთვლაც შეიძლება. პოსტ ფაქტუმ, რამოდენიმე გადამდგარმა გენერალმა ამ ქმედებას ″წარუმატებლად დადგმული გადატრიალების მცდელობა″ უწოდა. იმ პერიოდში თურქეთში ჩასულმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა განვითარებული მოვლენები კომპიუტერულ თამაშს შეადარა. აქ სიტყვა თეატრსა და სცენარს საკითხის გამარტივების მიზნით არ ვიყენებ. აღნიშნული გადატრიალების მცდელობა თურქეთში წარსულში განხორციელებულ ყველა სახელმწიფო გადატრიალებაზე უფრო სისხლიანი აღმოჩნდა რომელსაც 249 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 50 000 მოქალაქე დააპატიმრეს. ყოველდღიურად დაჩაგრულებისა და დაზარალებულების შესახებ ახალი ინფორმაცია მოდის. სკოლები, უნივერსიტეტები დაიხურა. ათასობით კომპანია მეპატრონეებს ჩამოართვეს. თურქეთი ნელა-ნელა რომც იყოს მთლიანად გადავიდა დემოკრატიის გზიდან. საზოგადოება ორად გაიხლიჩა და მასში შუღლმა დაისადგურა. საპრეზიდენტო სისტემის საბაბით ყალიბდება ახლო აღმოსავლეთში გაბატონებული დიქტატორული რეჟიმების მსგავსი წყობა.″

ერდოღანმა, რომელმაც სამართლებრივი გზებით ვერ მოახერხა მოძრაობა ″ჰიზმეთ″-ის დაშლა, ბოლოს ასეთ ხერხს მიმართა. თუ გავიხსენებთ, ივლისის მოვლენებამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ″მოძრაობა ჰიზმეთს რამდენიმე პოლიციელისა და პროკურორის მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებდა″. რადგანაც მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმდევრები უაღრესად მშვიდობისმოყვარე, კანონმორჩილი და განათლებული ადამიანები არიან, ზემოაღნიშნული ხერხებით მათი სამართლებრივად გამტყუნება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ერდოღანმა გადაწყვიტა ეს ადამიანები წარმოეჩინა ძალადობის მომხრე ანტისახელმწიფოებრივ სუბიექტებად. ამგვარად, მან დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე წინ წაიწია და მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმდევრების წინააღმდეგ უპრეცენდენტო დევნა წამოიწყო. ერდოღანმა ვერ დაარწმუნა საერთაშორისო საზოგადოება, თუმცაღა შეძლო და ათობით მედია საშუალების დახმარებით თურქეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეაძულა მოძრაობა “ჰიზმეთის“ მიმდევრები. საქმე მხოლოდ მოძრაობა “ჰიზმეთის“ მტრობით არ შემოიფარგლება. საფრთხეში ჩავარდა თურქეთის მომავალი. სახელმწიფოს სტრუქტურა შიგნიდან დაიშალა. სახეზეა პროცესით დაზარალებული ასიათასობით მოქალაქე. უმაღლესი განათლების მქონე ათიათასობით პატრიოტი დაპატიმრებულია ან იძულებული გახდა თურქეთი დაეტოვებინა. შედეგის მიხედვით, 15 ივლისი ერდოღანისა და მისი დამქაშების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულებრივი სცენარი იყო.

საუბრობდნენ იმაზე, რომ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმდევრებმა მოახდინეს სახელმწიფო სტრუქტურების - უსაფრთხოების, სასამართლოსა და თავდაცვის სისტემების ინფილტრაცია. შეესაბამება თუ არა ეს მოსაზრება სიმართლეს, აქვს თუ არა მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ასეთი მიზანი?

მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმართ არაკორექტული იქნებოდა ისეთი ტემრინების გამოყენება, როგორიცაა ″ინფილტრაცია″, ″ხელში ჩაგდება″, ″გავლენის მოპოვება″. თავიდანვე, აღნიშნული მოძრაობის მიზანი იყო განათლების წინა პლანზე წამოწევა, მიმდევრებში მხოლოდ დადებითი ჰუმანური თვისებების გაღვივება და მათი კულტივირება. მოძრაობის მიმდევრები იდეურ დონეზე, თვითმოტივაციის საფუძველზე ერთვებიან სოციალურ აქტივობებში და მათ არანაირი ანტისახელმწიფოებრივი მიზნები არ ამოძრავებთ. ეს არის მოძრაობის ძირითადი მიზანი. მეც, შეძლებისდაგვარად ხაზს ვუსვამდი იმ ფაქტს, რომ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებში მსახურება ნებისმიერი მოქალაქის ბუნებრივი უფლებაა და არა ″ინფილტრაცია″. მე კვლავ ამ იდეის მომხრე გახლავართ.

სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და სკოლებში გაგზავნის პარალელურად საკუთარი შვილები სახელმწიფო სტრუქტურებშიც გააგზავნა ბევრმა მშობელმა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ მოძრაობის მიმდევრები, რომელ სტრუქტურაშიც არ უნდა ემსახურათ მათ, ისინი ყოველთვის ზოგადსაკაცობრიო, ჰუმანურ ღირებულებებს მისდევდნენ და არანაირი ცუდი მოტივები მათ არ ამოძრავებდათ. ვიღაცეებს არ მოეწონათ ასეთი ადამიანების ყოფნა რიგ სახელმწიფო სტრუქტურებში. ბოლო სამი წლის მანძილზე მოძრაობა ″ჰიზმეთის″ წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიები ამ უკმაყოფილების გამოძახილს უნდა წარმოადგენდეს. ვერ გეტყვით თუ რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ დაპატირმებულ პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა თუ სამხედროებს ″ჰიზმეთის″ მოძრაობასთან. მე არ ვიცნობ მათ უმრავლესობას, ვინ მოძრაობის მხარდამჭერია. მოძრაობა წარმოადგენს თვითმოტივირებულ ადამიანთა ერთობას. თქვენის მეშვეობით კვლავ მსურს განვაცხადო შემდეგი: ჩემთვის უცნობია, თუ ჩვენი მოძრაობის რამდენი მხარდამჭერი მონაწილეობდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ შორის არიან მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმდევრები, გამოდის რომ მათ უღალატეს მოძრაობის ფუნდამენტურ ღირებულებებს.

თქვენ ხართ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი. რას მოელით აღნიშნული კომისიისგან? შესაბამისი ანგარიშები გამოაქვეყნეს რიგ სახელმწიფოთა დაზვერვის სამსახურებმა. რა აზრის ხართ აღნიშნულ ანგარიშებზე?

ვერ ვიტყვი, რომ აღნიშნული ანგარიშები სრულად ასახავენ არსებულ სურათს. გადატრიალების მცდელობის მეორე დღიდანვე მე ვითხოვდი საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის შექმნას. დღესაც იგივეს ვითხოვ. გაერო, ევროკავშირი, ნატო თუ სხვა ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობით შეიქმნას საგამოძიებო კომისია და მე მზად ვარ ამ კომისიას ჩვენება მივცე. რა დასკვნამდეც არ უნდა მივიდეს აღნიშნული კომისია, მე მზად ვარ ვაღიარო მისი შედეგები. საინტერესო ის არის, რომ ერდოღანი და მმართველი პარტია აღნიშნულ ინიციატივას არ ემხრობიან. საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პარლამენტში განხილვაც კი მათ მიერ იქნა დაბლოკილი. თვეების შემდეგ შექმნილი ფიქტიური კომისიის შედეგები კი ყველასთვის ცნობილია. მოვლენებთან დაკავშირებულ არცერთ მეტნაკლებად ცნობილ პირს საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ჩართულობას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არ ადასტურებენ ისეთი ქვეყნების დაზვერვის სამსახურები, როგორიცაა აშშ, ინგლისი და გერმანია, ეს არ არის საკმარისი თურქეთის ხელისუფლებისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მოხდეს საკითხის ობიექტურად გამოძიება, ამოტომაც ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას.

როგორც გაირკვა, ამერიკის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი, თურქეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად თქვენს დაკავებასა და თურქეთში დაბრუნებას გეგმავდნენ. რას ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით. ფლობთ თუ არა ამ ტიპის სხვა ინფორმაციას?

ამ ამბის გაგების შემდეგ ყველაზე მეტად საკუთარი ქვეყნის მიმართ სინანული ვიგრძენი. მივხვდი, რომ ასე თუ ისე დემოკრატიის გზაზე შემდგარმა თურქეთმა საბოლოოდ გადაუხვია ამ კურსს ერდოღანისა და მისი მხარდამჭერების ქმედებების შედეგად. დღესდღეისობით თურქეთში სახეზეა სერიოზული უკუსვლა დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის კუთხით. ამჟამინდელი რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მხარდამჭერებს მაფიოზური მეთოდებით ებრძვის და ცდილობს მათ დაბრუნებას თურქეთში მათი გასამართლებისა და დასჯის მიზნით. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ არის სახელმწიფო, სადაც დემოკრატიული სტანდარტები სრულიადაა დაცული და აქ შეუძლებელია ისეთი რამ, რის განხორციელებასაც დღევანდელი თურქეთის ხელისუფლება ცდილობს.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.