• მთავარი
  • ინფორმაცია
  • ფეთულაჰ გიულენი - სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული
ფეთულაჰ გიულენი - სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული

ფეთულაჰ გიულენი - სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული

ფეთულაჰ გიულენმა, სასულიერო პირმა, რომელიც განმატოებულ ცხოვრებას ეწევა, გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილის მიერ სახელმწიფო გადატრიალება შეიძლება “ინსცენირებული“ იყოს თავად ქვეყნის მთავრობის მიერ.

შაბათს, ჟურნალისტთა მცირე ჯგუფისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სეილორსბურგში, პენსილვანიის შტატში, სადაც მდებარეობს მისი რეზიდენცია, გიულენმა უარყო მისადმი წაყენებული ყველა ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობის თაობაზე.

″არა მგონია, რომ მსოფლიოს პრეზიდენტ ერდოღანის ბრალდებების სჯეროდეს″, - განაცხადა გიულენმა, - ″არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს დადგმული გადატრიალება იყო, რისი მიზანიც უნდა ყოფილიყო შემდეგი ბრალდებები (გიულენისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ).″

გიულენი, ცხოვრობს გადასახლებაში, უძღვება საზოგადოებრივ მოძრაობას სახელით “Hizmet“ (“მსახურება“). ის განუდგა ერდოღანს 2013 წელს კორუფციის სკანდალის შემდეგ. მან ინტერვიუ მისცა მცირე სალოცავ ოთახში რომელიც მოფენილია ხალიჩებით, მორთული ისლამური კალიგრაფიის ნიმუშებითა და ტყავის ყდიანი რელიგიური შინაარსის წიგნებით. ჟურნალისტებს გაუმასპინძლდნენ თურქული ჩაითა და ტკბილეულით მის საცხოვრებელში, რომელიც მდებარეობს პენსილვანიაში, სადაც იგი დასახლდა 1999 წელს თურქეთიდან გადასახლების შემდეგ.

გიულენმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგია სამხერო გადატრიალებებისა და რომ იგი თავად გამხდარა გადატრიალებათა მსხვერპლი 90-იან წლებში.

″სამხედრო გადატრიალებების შემდგომ პერიოდებში ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა და დაპატიმრებულიც ვიყავი. მრავალი ჩაგვრისა და შევიწროების ობიექტი გავმხადრვარ″ - განაცხადა გიულენმა თავის ინტერვიუში. მან დაამატა: “ახლა, როდესაც თურქეთი დემოკრატიულ გზაზე მყარად დგას, მისი უკან შებრუნება შეუძლებელია″.

Guardian-ის ჟურნალისტის შეკითხვას, დაბრუნდებოდა თუ არა იგი თურქეთში იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით დასრულდებოდა, გიულენმა უპასუხა: ″მართლაც, ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო. მაგრამ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორიც, ეს არის თავისუფლება. მე ვიმყოფები აქ, შორს პოლიტიკური მღელვარებისგან თურქეთში და ვაპირებ მომავალშიც თავისუფლად ცხოვრებას″.

შაბათს, სტამბულში საჯარო გამოსვლისას ერდოღანმა მოუწოდა ბარაკ ობამას გიულენის დაკავებასა და დეპორტაციისკენ თურქეთში. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს არასდროს არ უთქვამს უარი თავისი ამერიკელი მოკავშირისთვის ″ტერორისტების″ ექსტრადირებაზე და დაამატა: ″თუკი ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა შეასრულოთ ჩვენი მოთხოვნაც″.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ჯონ ქერის განცხადებით, რომელიც მან ლუქსემბურგში ვიზიტისას გააჟღერა, თურქეთის მხრიდან ექსტრადირების თაობაზე ოფიციალური მოთხოვნა ამერიკულ მხარეს არ მიუღია. ″ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ იქნება გარკვეული სახის კითხვები გიულენთან დაკავშირებით″, - აღნიშნა ჯონ ქერიმ.

″რასაკვირველია, ჩვენ მოვიწვევთ თურქეთის მთავრობას ისე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე იმ მიზნით, რომ მოვისმინოთ მათი არგუმენტები ლეგიტიმური მტკიცებულებების წარდგენის მხრივ, რათა დეტალურად შევისწავლოთ საკითხი და ნათელი მოვფინოთ არსებულ მდგომარეობას. ამის შემდეგ აშშ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას საკითხთან დაკავშირებით″, - განაცხადა ქერიმ.

საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებს ფეთულაჰ გიულენმა ბოლოს 2014 წელს ესაუბრა. იგი იშვიათად ტოვებს თავის ამჟამინდელ საცხოვრებელს სადაც იგი იძლევა რელიგიური შინაარსის დარიგებებს თავისი მიმდევრებისათვის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა. შაბათის ინტერვიუმდე მასთან იმყოფებოდა ექიმი, რომელმაც მას წნევა გაუზომა.

მისი საცხოვრებელი, რომელიც მდებარეობს პენსილვანიის პოკონოს რეგიონში, არაფრით არ ჰგავს კონსპირატორის ადგილსამყოფელს. გიულენი ცხოვრობს მცირე ზომის ოთახში, რომელიც მდებარეობს ორსართულიან აგურის სალოცავში, რომელსაც მნახველები სტუმრობენ ღვთისმსახურებისთვის და დარიგებების მისაღებად. ერთ კედელს მთლიანად ფარავს სურათი სტამბულის ხედით.

დერეფნის ბოლოს მდებარეობს მცირე ზომის საძინებელი, რომელიც აჩვენეს ორ რეპორტიორს -ის მიუთითებს ცხოვრების სპარტანულ წესზე: მცირე საწოლი, აგრეთვე მცირე თაროები არაბული კალიგრაფიის ნიმუშებით, მაღვიძარა საათი და კრიალოსანი ლოცვისთვის. ხის თაროზე ჩანს წიგნები სათაურებით: ″სულიერი სამყაროს შესწავლა″ და ″ისლამის განახლება მსახურების მეშვეობით″, მათთან ახლოს კი ნელსაცხებელთა ბოთლებია განთავსებული.

საძინებლის პირისპირ მცირე ″ფიტნეს″ ოთახია სარბენი ბილიკითა და ორთოპედიული საწოლით.

შენობის გარეთ დაცვის პუნქტი მდებარეობს. ფართო ასფალტის გზა კი მიუყვება დიდი საცხოვრებელი სახლების ქუჩას. ინგლისურ და თურქულენოვანი წარწერები მიანიშნებენ, თუ სად შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების პარკირება.

ალფ ასლანდოღანის, ფეთულაჰ გიულენის მედია მრჩეველისა და საერთო ღირებულებათა ალიანსის (Alliance for Shared Values) აღმასრულებელი დირექტორის, მოძრაობა ″Hizmet″ (″მსახურება″) ამერიკის განყოფილების უფროსის თქმით, დაცვის პერსონალი მობილიზების რეჟიმში იქნა გადაყვანილი სოციალურ მედიაში გიულენის მისამართით გაჟღერებული მუქარების გამო.

საცხოვრებლის ახლოს შეიკრიბა დემონსტრანტთა მცირე ჯგუფი, რომლებიც თურქეთისა და ამერიკის დროშებს აფრიალებდნენ.

″თქვენ მისი მომხრეები ხართ; ჩვენ არ გვსურს თქვენთან საუბარი″ - განაცხადა ერთერთმა დემონსტრანტმა, რომელმაც არ ისურვა საკუთარი ვინაობის დასახელება და დაამატა: ″ის არის მეორე პოტენციური ბინ ლადენი და ამერიკა მას მფარველობს″.

ერთ-ერთი ქალბატონი დროშას აქნევდა, რომელზეც ერდოღანის სურათი იყო დატანილი. მან შემდეგი რამ თქვა: ″სენატორები მისგან (გიულენისგან) თანხებს იღებენ″.

შაბათს, გიულენის საცხოვრებელში შესვლამდე რეპორტიორები გააფრთხილეს არ გადაეღოთ იქ მაცხოვრებელთა სახეები.

″ისინი ან მათი ოჯახების წევრები შეიძლება გახდნენ დევნის ობიექტები, თუკი მათ ამოიცნობენ თურქეთში″ - განაცხადა ასლანდოღანმა.

ერდოღანის მიერ გიულენის ექსტრადირების მოთხოვნასთან დაკავშირებით ასლანდოღანმა განაცხადა: ″ამერიკის მთავრობის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ თუკი არსებობს ბატონი გიულენის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საქმე შესაბამისად განიხილება. აქამდე თურქეთის მთავრობას ამ მხრივ არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია. მადლობა ღმერთს, ამერიკაში კანონის უზენაესობის პრინციპი მოქმედებს და ჩვენც სწორედ ამის იმედი გვაქვს″.

ერდოღანის მიერ სახელმწიფო გადატრიალების ინსცენირების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ასლანდოღანმა აღნიშნა, რომ პარასკევს განვითარებული მოვლენები არ ავლენენ მსგავსებას წინა გადატრიალებებთან, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ თურქეთში.

″როგორც ჩანს, გადატრიაება ცუდად იყო დაგეგმილი და ცუდად შესრულდა. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ერდოღანის ინტერესებს ემსახურება. ჩნდება ბევრი კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ იქნა ჩატარებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა″, - განაცხადა მან.

გიულენის მიმდევრები გაოცებით შეხვდნენ მათი ლიდერის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს.

″ეს არის ჩვეულებრივი შეთქმულება გიულენის წინააღმდეგ″ - განაცხადა ჰარუნ გულთექინმა რომელიც მოხალისედ მსახურობს გიულენის ცენტრში და ცხოვრობს მახლობელ დასახლებაში.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.