ფეთჰულლაჰ გიულენმა პარიზში მომხდარი ტერაქტი დაგმო

ფეთჰულლაჰ გიულენმა პარიზში მომხდარი ტერაქტი დაგმო

საფრანგეთში, ფრანგულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას კატეგორიულად ვგმობ.

ეს საშინელი ტერორისტული ინციდენტები ძალიან სამწუხაროა. ასეთი მცდელობები, მხოლოდ განადგურება, მწუხარებასა და ტკივილს ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო რომ, ვისგან და საიდანაც გინდა მოდიოდეს და რა მიზნითაც არ უნდა კეთდებოდეს, ყველა სახის ტერორს ვგმობ.

დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებსა და ფრანგ ხალხს ვუთანაგრძნობ.

გარდა ამისა თურქეთში, ნიგერიაში, იემენში, პაკისტანში, ერაყში, სირიასა და ლიბანში ბოლო დროს ტერორისტული თავდასხმებისას გარდაცვლილების ოჯახებსაც მინდა მივუსამძიმრო. მსოფლიო ლიდერებისგან, არა აქვს მნიშვნელობა ეს სად მოხდება, ასეთი ინციდენტის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა მიმართ იგივე მგრძნობიარობის გამოხატვას ველოდებით.

ყოვლისშემძლე ღმერთს ვთხოვ, მთელ კაცობრიობას მშვიდობა და მშვიდობიანი მსოფლიო გვარგუნოს.

ფეთჰულაჰ გიულენი

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.