• მთავარი
  • ინფორმაცია
  • განდის შვილიშვილი: ჩვენ რის გაკეთებაზეც ვოცნებობდით მოძრაობა ″ჰიზმეთ″-ს უკვე გაუკეთებია

განდის შვილიშვილი: ჩვენ რის გაკეთებაზეც ვოცნებობდით მოძრაობა ″ჰიზმეთ″-ს უკვე გაუკეთებია

განდის შვილიშვილი: ჩვენ რის გაკეთებაზეც ვოცნებობდით მოძრაობა ″ჰიზმეთ″-ს უკვე გაუკეთებია

სამხრეთ აფრიკაში მოქმედი თურქუაზ ჰარმონიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მე-9 ტრადიციულ ‘დიალოგისა და ძმობის’ სადილზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინდოეთის ლეგენდარული ლიდერის მაჰათმა განდის შვილიშვილმა ელა განდიმ, ″ჩვენ დღემდე რაზეც ვსაუბრობდით, აქ ამის პრაქტიკაში გატარებული მაგალითები ვნახეთ. მოძრაობა “ჰიზმეთ”-ს ჩვენი ჩანაფიქრი უკვე პრაქტიკულად განუხორციელებია″.

ელა განდიმ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ თურქეთში და ისტანბულში ვიზიტმა, მასზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. ჩვენ როგორც ყოველთვის ‘ვლაპარაკობთ’ მაგრამ მოძრაობა “ჰიზმეთ”-ს რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ პრაქტიკულად გაუკეთებია აღნიშნა განდიმ და იქ მყოფ საზოგადოებას თურქეთში ვიზიტისას დარჩენილი შთაბეჭდილებები გაუზიარა; ″ჩვენ დღემდე რაზეც ვსაუბრობდით, აქ ამის პრაქტიკაში გატარებული მაგალითები ვნახეთ. თურქეთში ვიზიტმა გვიჩვენა რომ ადამიანები რასაც გეგმავენ, ამის პრაქტიკაში გატარებაც შესაძლებელია.″

ჟურნალისტებისა და მწერალთა ფონდის ორგანიზებით გასულ თვეში, გაეროს ჭერ ქვეშ გამართულ სამშვიდობო სამიტზე 50 ქვეყნიდან 800 ინტელექტუალი შეიკრიბა, რამაც ჩემში ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა აღნიშნა განდიმ და ჟენავაში მომხდარი ერთი ინციდენტი გაიხსენა: ″სამშვიდობო სამიტზე ერთი ახალგაზრდა გავიცანი. გაცნობისას 'როგორც სტუდენტი ვაჭრობის სფეროში მუშაობას, წამლების გაყიდვით სიმდიდრეზე ვოცნებობდი, მაგრამ როდესაც მოძრაობა “ჰიზმეთ”-ი გავიცანი მივხვდი რომ სიმდიდრესთან ერთად კაცობრიობაზე მომსახურებაც ძალიან მნიშვნელოვანია' მითხრა რამაც ჩემში დიდი შთაბეჭდილება დატოვა.″

ფიჯი: მოძრაობა″ჰიზმეთ″-ი მთელ მსოფლიოს ემსახურება

სამხრეთ აფრიკის 4 სხვადასხვა ქალაქში გამართული დიალოგის სადილების მთავარმა მომხსენებელმა, მსოფლიო რელიგიების პარლამენტის ყოფილმა პრეზიდენტმა დოქტ. დირკ ფიჯიმ, ფეთჰულაჰ გიულენის ცხოვრებიდან და ანადოლუდან დაწყებულმა მოძრაობა “ჰიზმეთ”-მა გლობალურ მოძრაობად როგორ გადაიქცა ამის შესახებ ისაუბრა. 2011 წლის ნიაგარის მშვიდობისა და დიალოგის ჯილდოს მფლობელი ფიჯი, იოჰანესბურგში პროგრამის მსვლელობისას სტუმრებს მიმართა: ″დღეს ჩვენ აქ თურქუაზის სტუმართმოყვარეობით ჩვენი გამაერთიანებელი სული, ასაკის მიუხედავად პენსილვანიის აღმოსავლეთით მოკრძალებულად ორ ოთახში მცხოვრები ისლამის ინტელექტუალი ფეთჰულაჰ გიულენია. ამერიკაში მცხოვრები ეს სწავლული იქ ღვთისმსახურებაშია, ასწავლის, წერს და კაცობრიობისთვის ღელავს. დღეს გავლენის ქვეშ მყოფი მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში კაცობრიობას ემსახურება. ეს მოძრაობა სანამ გლობალურ დონეს მიაღწევდა ფეთჰულაჰ გიულენი იზმირში იმამი იყო და თავი ახალგაზრდების განათლებას მიუძღვნა. ბიზნესმენების წახალისებით, საერთო საცხოვრებლების აშენებით მხოლოდ ქალაქში მოქმედ სასულიერო სასწავლებლს კიარა ყველა სასწავლებლის სტუდენტებს დაეხმარა. ახლა 50 წლის შემდეგ მსოფლიოს 150 ქვეყანაში ორი ათასამდე სკოლა და უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. მოძრაობა “ჰიზმეთ”-ი ასევე საქველმოქმედო და დიალოგის საქმიანობით მსოფლიო საზოგადოების საკეთილდღოდ იბრძვის.″

ფიჯიმ, დიალოგის სადილზე დამსწრე სამხრეთ აფრიკაში მოქმედი თურქული სკოლის კურსდამთავრებული და ამჟამად ამავე სკოლის მასწავლებელი კანგელანი მალენი მაგალითად მოიყვანა, გიულენი თითოეულ ადამიანს თავისი პოზოციის მიუხედავად ღებულობს და მელანის მსგავსად ათასობით ადამიანს მოძრაობა “ჰიზმეთ”-ში აერთიანებს.

პროგრამის მსვლელობისას გამოსვლაში კარდინალმა უილფრიდ ნაპიერმა ″ამას წინათ რომში ვიყავი. საზოგადოების პრობლემების მოგვარებისთვის ოჯახის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ბედნიერი ქორწინებისთვის და წარმატებული ოჯახური ცხოვრებისთვის შევთანხმდით რომ სამ სიტყვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეს სიტყვებია: გთხოვთ, მადლობა და ბოდიში. თურქუაზის მიერ ჩვენი წელიწადში ერთხელ შეკრება პირნციპში ამ სამი სიტყვის სათქმელის ტოლფასია″,-განაცხადა მან.

იოჰანესბურგის, კეიპი ტაუნის, დურბანის დაბლუმფონტეინის ქალაქებში ჩატარებულ ღონისძიებას; ინდოეთის ლეგენდარული ლიდერის მაჰათმა განდის შვილიშვილი ელა განდი, დურბანის მერი ჯეიმს ნხუმალო, ყოფილი კულტურის მინისტრი პოლ მაშატილე და კარდინალი ნაპიერი ასევე სამხრეთ აფრიკის წამყვანი პოლიტიკოსები, ხელოვნებისა და აკადემიური სამყაროს ასობით მნიშვნელოვანი სახელები ესწრებოდნენ. იოჰანესბურგში დამსწრეთა მრავალფეროვნებით ჩატარებული ღონისძიების მსვლელობისას ებრუს ჩვენებამ და თურქუაზის სარეკლამო ვიდეომ დამსწრეთა ყურადღება მიიპყრო.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.