გიულენს მშვიდობაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდო გადაეც

ყირგიზეთის სულიერების ფონდმა, ფეთჰუდაჰ გიულენს, რომელმაც წვლილი შეიტანა განათლების სფეროში მოღვაწეობითა და მოსაზრებებით საერთაშორისო მშვიდობაში \"ხალხთაშორისი ჰარმონიისა და მშვიდობაში შეტანილი წვლილისთვის\" ჯილდო გადასცა.

ჟურნალისტთა და მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ჰარუნ თოქაქმა ბიშკეკში ჩატარებულ ღონისძიებაზე გიულენის მაგივრად ჯილდო აიღო. ყირგიზეთის სულიერების ფონდის თავმჯდომარემ აქუნ თოქთასართოვმა, რომელიც 1992 წლიდან დღევანდელ დღემდე მშვიდობისა და დიალოგის განვითარებისთვისაა მოწადინებული, თქვა, რომ ფეთჰულაჰ გიულენს ჯილდო მსოფლიო მშვიდობაში გაწეული წვლილისთვის გადაეცა. თოქთასართოვმა, ფეთჰულაჰ გიულენი დაახასიათა როგორც მეცნიერი, დიდი მოაზროვნე ადამიანი და თქვა, რომ: \"ბატონ ფეთჰულაჰ გიულენის მოსაზრების საფუძველია ეროვნული ღირებულებების დაცვის მსოფლიო ცივილიზაციის პარალელური გზის მიდევნები, სხვა ეროვნებების ღირებულებებისადმი ზარალის მიუყენებლად მშვიდობაში წვლილის შეტანა\".

თოქთასართოვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჯილდოს გადაცემის ცერემონია თურქი და ყირგიზი ხალხის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შემდეგი სიტყვები თქვა: \"ჩვენი დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე, თურქი ხალხი, რომელიც ათათურქის ანდერძს ითვალისწინებს, ჩვენ გვფარველობს. გიულებმა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მშვიდობის დაფუძნებისა და ახალგაზრდების კარგი განათლების მიღებისათვის მნიშვნელოვანი აზრები და წინადადებები წამოსწია. დღეს მისი რეკომენდაციის გახსნილი სკოლები ამ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი საგანმანათლებლო დაწესებულებებია\".

ჰარუნ თოქაქმა, რომელმაც ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის თავმჯდომარის გიულენის ნაცვლად ჯილდო აიღო, სამადლობელ გამოსვლაში აღნიშნა, რომ გიულენი ადამიანებს რელიგიის, რასისა და ენის განურჩევლად მხოლოდ ადამიანობისთვის ანიჭებს ღირებულებას.

\"მას სჯერა, რომ დედამიწაზე კვლავ დაამყარებს მშვიდობას და ეს მოხდება განათლების გზის მეშვეობით.

მისი წახალისებით გახსნილი სკოლები მსოფლიოში მშვიდობისა და სიყვარულის პროექტების გამავრცელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებია\", _ განაცხადა თოქაქმა.

ეს ჯილდო წინა წლებში თურქეთის მე-9 პრეზიდენტს სულეიმან დემირელს, ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს, ყირგიზეთის პრეზიდენტს ასქარ აქაევს, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ბილ ქლინთონს და აზერბაიჯანის ყოფილ პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევს გადაეცა.


No 8 (17) მეგობრობა, დეკემბერი, 2004

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.