ფეთჰულლაჰ გიულენი, ევროპულ პრესაში გაკეთებულ განცხადებაში: “ისლამური სახელმწიფო“ კაცობრიობის წინაშე დანაშაულს ჩადის

ფეთჰულლაჰ გიულენი, ევროპულ პრესაში გაკეთებულ განცხადებაში: “ისლამური სახელმწიფო“ კაცობრიობის წინაშე დანაშაულს ჩადის

ფეთჰულლაჰ გიულენმა, ევროპის წამყვან 5 გაზეთში განცხადება გაავრცელა და „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩადენილი დანაშაული დაგმო.

მსოფლიოში ცნობილ ბრიტანულ გაზეთ „გუარდიან“-ში გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს„ უკანასკნელი მსხვერპლნი ბრიტანელი ალან ჰენინგი, ჰერვე გოურდელი, ჯეიმს ფოლეი, დეივიდ ჰეინსი და სტივენ სოუთლოფის მიმართ მწუხარება გამოთქვა. „ისლამური სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაული უმკაცრესად უნდა დაიგმოს“ დასათაურებული სტატია, 2 ოქტომბერს საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ გაზეთში ‘ლე მონდი’, 22 სექტემბერს ბელგიის ‘დე მორგენ’ და ჰოლანდიის ‘დე ვოლქსქრანთ’ და ‘ნრც ჰენდელსბლად’-ის გაზეთებში დაიბეჭდა.

“„ისლამური სახელმწიფო“ კაცობრიობის წინაშე დანაშაულს ჩადის, ნებისმიერი უმცირესობის ან უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ზეწოლა ან და დევნა, ყურანის ძვირფას აფორიზმებსა და მუჰამმედ შუამავალის (ს.ა.ვ.) სუნნეთს სრულიად ეწინააღმდეგება. „ისლამური სახელმწიფოს„ წევრები თუ, გარკვეული ძალების ინტერესებიდან ან მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ მაშინ შეიძლება ითქვას რომ, მათ ისლამი როგორც საჭიროა ის ვერ გაუგიათ და ისლამური სულისკვეთების არმცოდნე საცოდავები არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ნამოქმედარი ტერორიზმია და ისინი ვინც ამ საშინელ დანაშაულში მონაწილეობას ღებულობენ, ყველამ კანონის წინაშე უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი“, - აღნიშნა ფეთჰულლაჰ გიულენმა.

“ისლამი მშვიდობის, ადამიანის უფლებების, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას იცავს. ვინც ამის საპირისპიროს მტკიცებას შეეცდებიან, განსაკუთრებით რელიგიური კონფლიქტების გამწვავების ფონზე, ისინი თან საკუთარ თავს მოიტყუებენ, თანაც კაცობრიობას მოატყუებენ. ისევე როგორც “ელ ქაიდა„ და “ბოკო ჰარამი„ ტერორისტული ორგანიზაციები, ასევე “ისლამური სახელმწიფოც„ ერთი და იგივე ტოტალიტარული აზროვნების მქონე დაჯგუფებები არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფეთჰულლაჰ გიულენის მიერ, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში გამოქვეყნებულმა განცხადებამ და სამძიმრის წერილმა სოციალურ მედიაშიც დიდი გავლენა იქონია. ჰოლანდიის ყველაზე რეიტინგულ ‘დე ვოლქსქრანთ’ და ‘ნრც ჰენდელსბლად’ გაზეთებში გამოქვეყნებული განცხადება ადგილობრივ პრესაშიც დღის წესრიგში იყო. ‘ნოს არხმა’ და ‘დე ვოლქსქრანთ’ გაზეთმა განცხადებასთან დაკავშირებით დასკვნითი ინფორმაციაც გაავრცელა.