გიულენის წვლილი მშვიდობის დამყარებაში

ინტელექტუალები ფეთჰულაჰ გიულენის მიერ მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილის შესახებ მსჯელობენ

ფეთჰულაჰ გიულენის მიერ დიალოგისა და ტოლერანტობის დამკვიდრების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი მსჯელობის საგნად იქცა. მის წიგნში, რომლის სათაურიცაა \"გლობალური მშვიდობისაკენ\", ერთადაა თავმოყრილი ინტელექტუალების მიერ ფ. გიულენის მოღვაწეობის შესახებ თვალსაზრისი.

ფ. გიულენის წიგნი ჟურნალისტებისა და მწერალთა ფონდმა გამოაქვეყნა. მასში შესულია ცნობილი მოღვაწეების სტატიები და რეპორტაჟები, მათ შორის არიან: რელიგიათაშორისი დიალოგის ცენტრის პრეზიდენტი პროფ. თომას მიშელი, ფრანგულ გაზეთ \"მონდიას\" კორესპონდენტი თურქეთში ნიკოლ ჰოპი, ნოტრდამის უნივერსიტეტის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი პროფ. სკოტ აპლები, ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის სოციოლოგიური განყოფილების ლექტორი პროფ. ელისაბედ ოზდალგა, ჟურნალისტი და მწერალი შაჰინ ალფაი და ჟურნალ \"ტემპოს\" გამომცემელი ქერემ ჩალიშჯანი.

წიგნში \"გლობალური მშვიდობისაკენ\" დაბეჭდილია ფ. გიულენის სტატია \"ახალი ათასწლეულის ზღურბლზე\". ამ კრებულში ერთ-ერთი საინტერესო სტატია ეკუთვნის პროფ. თომას მიშელს, რომელიც ფ. გიულენის მისამართით გამოთქმულ კრიტიკული თვალსაზრისის მიზეზს განიხილავს. \"ჩემი აზრით ფეთჰულაჰ გიულენი თან ლაიცისტი, თან მორწმუნე მოღვაწეა, იგი არც მემარჯვენე და არც მემარცხენეა. ფ. გიულენს ამიტომ აკრიტიკებენ რომ, მას ეს ყველაფერი გამოუვალ გზად მიაჩნია\".

ჟურნალისტების და მწერალთა ფონდის გენერალური მდივანი ჯემალ უშშაქი სტატიაში, რომლის სათაურია \"გიულენი და მისი განათლების სფეროში მოღვაწეობა\", მოაზროვნის თურქეთსა და მის ფარგლებთ გარეთ საქმიანობაზე საუბრობს. Uუშშაქის თქმით, ჟურნალისტებისა და მწერლების ფონდი მოკლე ხანში თურქ მკითხველებს გააცნობს მის შესახებ დასავლეთის მრავალი მეცნიერისა და ინტელექტუალის თვალსაზრისს, როგორც უშშაქმა აღნიშნა, დღემდე ფ. გიულენის მოღვაწეობას არაბულ სამყაროში არ იცნობდნენ. ამჟამად იქ რამდენიმე მიმომხილველმა გააანალიზა ფ. გიულენის მოღვაწეობა, ყველა ამგვარ მასალას თურქი მკითხველი ახლო მომავალში მიიღებს, _ დასძინა მან.

იმის გამო, რომ ფ. გიულენი საკაცობრიო მოღვაწეობას ეწევა, ამიტომ მის წიგნს \"გლობალური მშვიდობისაკენ\" უწოდეს.

ახალი ხიდი 2002 წელი (4)

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.