• მთავარი
  • ინფორმაცია
  • ნიგერიის განათლების მინისტრი შაკარაუ: თურქული სკოლების ყოველთვის მადლიერები ვართ

ნიგერიის განათლების მინისტრი შაკარაუ: თურქული სკოლების ყოველთვის მადლიერები ვართ

ნიგერიის განათლების მინისტრი შაკარაუ: თურქული სკოლების ყოველთვის მადლიერები ვართ

ქვეყანაში მოქმედი თურქული სკოლების მუშაობა დადებითად შეაფასა ნიგერიის განათლების მინისტრმა მალამ იბრაჰიმ შაკარაუმ და აღნიშნა რომ, ის ყოველთვის მადლიერი იქნებოდა თურქი პედაგოგების. თურქული სკოლების მოპოვებული ყოველი თეთრი კვლავ ნიგერიის სასარგებლოდ გამოიყენება, სკოლების ამ ფილოსოფიით მუშობას ხაზი გაუსვა შაკარაუმ.

″თკვენთვის შიძლება საინტერესოდ ჟღერდეს, მაგრამ ჩემი სამივე შვილი თურქული სკოლების კურსდამთავრებულია″. ეს სიტყვები ნიგერიის განათლების მინისტრს მალამ იბრაჰიმ შეკარაუს ეკუთვნის. თურქული სკოლები რომლებიც ქვეყნის 7 ქალაქში წლებია ფუნქციონირებენ, შეკარაუმ მათი მუშაობა დადებითად შაფასა და აღნიშნა რომ, სკოლების საგანმანათლებლო სისტემა ″სამაგალითო და სანიმუშოა″. ნიგერიის მინისტრმა, თურქ მეწარმეებსა და პედაგოგებს გულმოდგინე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა, ″მე თურქული სკოლების ყოველთვის მადლიერი ვიქნები″. განაცხადა მან. ქვეყანაში მოღვაწე თურქული სკოლების მიერ მოპოვებული ყოველი თეთრი კვლავ ნიგერიის სასარგებლოდ გამოიყენება, სკოლების ამ ფილოსოფიით მუშობას ხაზი გაუსვა შაკარაუმ. ″მე არამგონია ეს სკოლები ვაჭრობის მიზნით იყოს დაარსებული.″ განაცხადა ნიგერიელმა მინისტრმა და აღნიშნა რომ, თურქულ სკოლებს ნიგერიელი საზოგადოების არსებობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეაქვს. ამ წვლილის პირველი მოწმე მე გახლავართ აღნიშნა მინისტრმა, ″თურქული საზოგადოების მიერ აბუჯაში გახსნილი უნივერსიტეტი რომ დავინახე ძალიან აღფრთოვანებული დავრჩი.″ განაცხადა მან. თავისი ქალიშვილი სამაგისტრო სწავლას დედაქალაქ აბუჯაში მყოფ თურქულ უნივერსიტეტში განაგრძობს აღნიშნა მინისტრმა და განაცხადა რომ, ″ჩემი შვილები ცხოვრების მანძილზე თურქული სკოლების ნაწილი გახდნენ. როდესაც გაიზრდებიან და პასუხისმგებლობის მქონე პირები გახდებიან დარწმუნებული ვარ კარგი მოსაყოლი თავგადასავლები ექნებათ″. თურქულ სკოლებს ″წამახალისებელი და შთამაგონებელი″ უწოდა ნიგერიის განათლების მინისტრმა და ხაზი გაუსვა იმას რომ, ყველაზე საუკეთესო ინვესტიცია განათლებაა, ″რა თქმა უნდა ნიგერიაში თურქული ინვესტიციების ჩადებას განათლების სფეროში, ქვეყნის განვითარებისთვის გაკეთებული ინვესტიციაა″.-განაცხადა მან.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.