• მთავარი
  • ინფორმაცია
  • აშშ-ის ყოფილი ელჩი ანკარაში რიჩიარდონე: თურქეთის მთავრობას, მოძრაობა ჰიზმეთთან დაკავშირებით მტკიცებულება ვთხოვეთ, ვერ გვაჩვენეს

აშშ-ის ყოფილი ელჩი ანკარაში რიჩიარდონე: თურქეთის მთავრობას, მოძრაობა ჰიზმეთთან დაკავშირებით მტკიცებულება ვთხოვეთ, ვერ გვაჩვენეს

აშშ-ის ყოფილი ელჩი ანკარაში რიჩიარდონე: თურქეთის მთავრობას, მოძრაობა ჰიზმეთთან დაკავშირებით მტკიცებულება ვთხოვეთ, ვერ გვაჩვენეს

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ანკარაში რიჩიარდონემ აღნიშნა რომ, თურქეთის მთავრობამ, ვაშინგტონს ″მოძრაობა ჰიზმეთის″ გამო ჩივილით მიმართა მაგრამ დღემდე რაიმე მტკიცებულება ვერ აჩვენა. მოძრაობა, რომელსაც ორმხვრივ ორთიერთობებში ამდენი წვლილი შეაქვს, როგორ შეიძლება ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს ამის გაგება ძნელია, ″აშშ-ის მთავრობა, ″მოძრაობა ჰოზმეთს″ სასტიკ ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს. წერტილი.″-განაცხადა მან.

აშშ-ის ყოფილი ელჩი ანკარაში ფრანსის რიჩიარდონე, რომელმაც რამდენიმე თვის წინ სამსახურეობრივი მოვალეობის ვადის ამოწურვის შემდეგ ატლანტიკურ საბჭოში გადავიდა, ″მოძრაობა ჰიზმეთის″ მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე და თურქულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. ტრანსატლანტიკურ აკადემიაში, ვაშინგტონში ოთხშაბათს გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით, 'ახალ თურქეთში ისლამი და საგარეო პოლიტიკა' სიტყვით გამოსვლისას რიჩიარდონემ, ″თურქეთის მთავრობამ, მოძრაობა ჰიზმეთის გამო საჩივრით მომმართეს მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღემდე ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოგვიდგინეს.″-აღნიშნა გამოსვლაში. გამოცდილმა დიპლომატმა, ″ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, ″მოძრაობა ჰოზმეთს″ სასტიკ ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს. წერტილი.″-განაცხადა მან. თურქეთის ხელისუფლება ″მოძრაობა ჰიზმეთს″ 'ეროვნული უსაფრთხოების მუქარად' ხედავს, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და თურქეთის ხელისუფლებას ჰგონია რომ, როგორც მათ სჯერათ ამ ყველაფრის ამერიკელებიც სერიოზულად მიიღებენ და დაიჯერებენ აღნიშნა რიჩიარდონემ, ″თუმცა, დღემდე თურქულ-ამერიკული ურთიერთობისათვის ამდენი კარგის გამკეთებელი, პატივსაცემი რელიგიური მოძრაობა სახელმწიფოსთვის საფრთხეს როგორ წარმოადგენს ამის გაგება ინტელექტუალურად რთულია.″-აღნიშნა მან.

რიჩიარდონე, დაახლოებით სამი და ნახევარი წელის განმავლობაში ანკარაში მუშაობდა. ხელისუფლების წარმომადგენლები რომლებიც აცხადებენ რომ ″ჰიზმეთმა″ სახელმწიფოს შიგნით სახელმწიფო შექმნა, ″კარგი, მაგრამ, თქვენი ან ჩვენი კანონების მიხედვითაც რომ იყოს, სად არის დანაშაული?″. ამერიკაში პოლიტიკური პარტიის გარდა, სხვა არაპოლიტიკურ ძალას სახელმწიფო მართველობაში რომ ხელი მიწვდეს, საზოგადოება განაწყენდება და გაბრაზდება, ″მაგრამ ჩვენ აქ, ამ შემთხვევაში დანაშაულს ვერ ვხედავთ″.-განაცხადა მან.

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, როდესაც ჩემთან თურქეთის ხელისუფლების უფიციალური პირები მოდიოდნენ და ფეთჰულაჰ გიულენის შესახებ მიჩივოდნენ, მე მათ ასე ვპარუხობდი: ″მაჩვენეთ ამერიკის ან და თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით დანაშაულის ჩადენის რაიმე მტკიცებულება თუ არსებობს. ძალადობრივი დანაშაული ან და სხვა რომელიმე დანაშაული არის? ფულის გათეთრება მოახდინა? ადამიანებით ვაჭრობს? სავიზო პრობლემები აქვს? სხვა რომელიმე დანაშაული აქვს ჩადენილი? ″ რიჩიარდონე, დღემდე ოფიციალურ შეხვედრებზე მთავრობის არცერთ მაღალჩინოსანს ასეთი ბრალდებებიდან არცერთი არ უხსენებია, ამის ნაცვლად ზოგჯერ ″უცნაურ″ ბრალდებებს უყენებენ განაცხადა მან.

″ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, ″მოძრაობა ჰოზმეთს″ სასტიკ ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს. წერტილი.″ აღნიშნა რიჩიარდონემ და აქვე ისიც გაიხსენა რომ, ანკარაში მუშაობის პერიოოდში მისი რეზიდენციის კარები ″მოძრაობა ჰიზმეთის″ წარმომადგენლი სტუმრებისთვისაც ღია იყო. თურქეთის სხვადასხვა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელებს შემდეგნაირად ვეუბნებოდი: ″მე ამ ხალხს ვხვდები. ისინი დამნაშავენი არიან? თქვენ ეხლა მე მეუბნებით რომ ეს თურქეთის მოქალაქეები კრიმინალები არიან და ჩემს ქვეყანაში ან და სახლში არ უნდა შემოდიოდნენ? არა? მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ მათთან ურთიერთობას.″ აშშ-ის ყოფილი ელჩი ანკარაში რიჩიარდონე დარწმუნებულია იმაში რომ, ანკარის საელჩოში ეს ტრადიცია დღემდე შეუცვლელად გრძელდება.

დღეისათვის თურქეთისა და ამერიკის ღირებულებებს შორის შეუსაბამობა არსებობს

აშშ-ის და თურქეთის ურთიერთობების შესახებ 'საერთო ღირებულებების' ტერმინს კი არა 'საერთო ინტერესებს' გამოვიყენებდი თქვა რიჩიარდონემ და აღნიშნა რომ, ″ნათლად ჩანს რომ დღეისათვის ღირებულებების შეუსაბამობა არსებობს″. პრესის თავისუფლებასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას ხაზი გაუსვა და აღნიშნა რომ, ″სამწუხაროდ პრეზიდენტთან ახლოს მყოფი ადამიანები, მკაფიო ბალანსისა და კონტროლის საჭიროების არ არსებობაზე საუბრობენ. კითხვაზე, აშშ-მა ბოლო დროს პრესის თავისუფლების მიმართ დარღვევები უფრო მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან რატომ არ დაგმო პასუხის გაცემისას აღნიშნა რომ, ზოგჯერ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭების გარეშე დაგმობის ნაცვლად შეთავაზების მეთოდს იყენებენ. ისეთი დიდი ქვეყნები როგორიც თურქეთია თავისი სტრატეგიული გეოგრაფიით და მოსახლეობის რაოდენობით ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც აშშ-ს და თურქეთს რეგიონში ერთმანეთი სასიცოცხლოდ სჭირდებათ აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ანკარაში.

სადაზვერვო მონაცემების ურთიერთგაცვლა შემცირდა

მიუხედავად იმისა, რომ ანკარიდან ანტიდასავლური რიტორიკა მოდის პრაქტიკულად ორი ქვეყნის დაწესებულებებს შორის ურთიერთობები იმაზე უფრო უკეთესია ვიდრე ეს გარეთიდან ჩანს აღნიშნა რიჩიარდონემ და ხაზი გაუსვა იმას რომ ინსტიტუტებს შორის მუშაობა ყველანაირი შესუსტების გარეშე უნდა გაგრძელდეს. ასევე კანონის უზენაესობაზე გააკეთა აქცენტი, კანონი არუნდა იყოს 'ფარულ ჯგუფზე' მიმაგრებული, სასამართლო სისტემისთვის ეს მიუღებელია. ბალიოზის (შტურმი) მსგავსმა საქმეებმა ჯარი დაასუსტა და პენტაგონთან ურთიერთობებზე ცუდად იმოქმედა, მსგავსი პრობლემა კორუფციული სკანდალის შემდეგ ათასობით პოლიციელის განთავისუფლებით ამ სფეროშიც წარმოიშვა. პოლიცია თავის თავშია ჩაკეტილი, ტერორისტების წინააღმდეგ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებით უფრო ნაკლებად არის დაინტერესებული აღნიშნავს რიჩიარდონე და მისი თქმით 'ცუდი' განთავისუფლებით ან და ადმინისტრაციული ცვლილების დროს ბიუროკრატები ნორმალურზე უფრო მეტად კონსერვატიულები ხდებიან.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.