რუმი ფორუმის მშვიდობისა და დიალოგის მონაწილეება თავიანთი ჯილდოები მიიღეს

რუმი ფორუმის მშვიდობისა და დიალოგის მონაწილეება თავიანთი ჯილდოები მიიღეს

ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) დედაქალაქ, ვაშინგტონში დაფუძნებული რუმი ფორუმის ტრადიციული მშვიდობისა და დიალოგის მონაწილეები დაჯილდოვდნენ.

ვაშინგტონის პრესტიჟულ მედია ასოციაციის ეროვნულ პრეს კლუბში გამართული დაჯილდოების ცერემონიალი წელს მე-8 ჩატარდა. ცერემონიალს, აშშ საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ძალიან ბევრი ბიუროკრატი და ცნობილი აკადემიკოსები ესწრებოდნენ.

ჯილდოები როგორც გასულ წელებში ხდებოდა, ქალთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ინიციატივა პური მსოფლიოსთვის და განათლების სფეროში შეტანილი წვლილი, ამ სამ დარგში დანაწილდა. რუმი ფორუმის პრეზიდენტმა ემრე ჩელიქმა მისასალმებელ სიტყვაში გამოსვლისას აღნიშნა რომ, რუმი ფორუმი წელს დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჩელიქმა ასოციაციის მიერ ჩატარებული ღონისძიებები გაიხსენა და ასევე აღნიშნა რომ, რუმი ფორუმის მიზანია, სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებმა ერთობლივად ემსახურონ საზოგადოებას. ″ჩვენი მიზანია სხვადასხვა პორექტების, განათლებისა და დიალოგის მეშვეობით, ყველა დონის უცოდინრობის და წინასწარი განწყობის დაძლევა″.- აღნიშნა ჩელიქმა.

რუმი მიერ ფორუმის დიალოგისთვის ჩატარებული სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია

ცერემონიალზე დაჯილდოვებულებმა სიტყვით გამოვიდნენ. განათლებში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა, ბრუკინგსის ინსტიტუტის გლობალური განათლების ცენტრის დირექტორს დოქტ. რებეკა უინთროპს. როგორც რებეკა უინთროპმა აღნიშნა, რუმი ფორუმის მიერ დიალოგის მხვრივ ჩატარებული აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია. ″როდესაც ორეგონში საკითხზე მუშაობა დავიწყე მაშინ მხოლოდ ახალგაზრდა გარემოსდაცვითი აქტივისტი ვიყავი, ადამიანის სიცოცხლეში გადამწყვეტ როლი განათლებას უკავია″.- განაცხადა უინთროპმა. ძალადობისა და ტერორის მყოფ ადგილებში ადამიანებთან საუბრისას ″ჩვენ ასეთ დღეში იმიტომ ვართ რომ, არანაირი განათლება არ გვაქვს მიღებული.″ ასეთი პასუხი მივიღე აღნიშნა უინთროპმა და დასძინა რომ, განსაკუთრებით გოგონების განათლების მიღბებასთან დაკავშირებით ადგილობრივ ლიდერებს დიდი როლი აკისრიათ.

ქალთა და ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში დაჯილდოვდა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მუსლიმ ქალთა იურისტთა კავშირის თავმჯდომარე დოქტორი აზიზაჰ ელ-ჰიბრი რომელმაც განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფოს მიერ ჩადენილი სისასტიკე ისლამს შურაცყოფას აყენებს. როდესაც ქალებს როგორც მონებს ისე იყენებენ, იტაცებენ და მონებად იყენებენ, ასეთ დროს ჯილდოს აღების გამო ვერ იზეიმებდა აღნიშნა ელ-ჰიბრიმ, ″ყველაზე მთავარი და სამწუხარო ის არის, რომ ეს ბოროტება და მკვლელობები ისლამის სახელით კეთდება″.-განაცხადა მან.

საზოგადოებრივი მომსახურეობის ჯილდო გადაეცა ინიციატივა პური მსოფლიოსთვის თავმჯდომარეს დეივიდ ბექმანს რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ-ში და მსოფლიოს ყველა სხვა რეგიონში შიმშილობის ზღვარზე მყოფი ადამიანების დასახმარებლად მუსლუმანებმა, ქრისტიანებმა და ებრაელებმა ერთად უნდა იმუშაონ. თითქმის 80 წელი და უფრო დიდი ხანის განმავლობაში შიმშილობის საკითხი აშშ-ში პირველი დღის წესრიგში არ დამდგარა აღნიშნა ბექმანმა და დასძინა რომ, ″ჩვენ თვითონ როცა ამის არ გვჯერა მსოფლიოში შიმშილობის დასაძლევად რისი გაკეთება შეგვეძლება? ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ″.