საძაგელი საბოტაჟი

ფეთჰულაჰ გიულენი: ტერორისტული აქტი მსოფლიო მშვიდობის წინააღმდეგ მოწყობილი საძაგელი საბოტაჟია

თურქეთის ცნობილმა მოაზროვნემ და მოღვაწემ ფეთჰულაჰ გიულენმა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის რელიგიათა შორის დიალოგში, გამოხატა თავისი მწუხარება ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თავდასხმა წარმოადგენს საძაგელ საბოტაჟს, რომელიც მოწყობილია საყოველთაო მშვიდობის წინააღმდეგ.

ფეთჰულაჰ გიულენმა, რომელიც მკურნალობის მიზნით რამდენიმე წელია აშშ-ში იმყოფება, განაცხადა, რომ აშშ-ში მომხდარი ტერორისტული აქტები, მხოლოდ აშშ-ის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს საბოტაჟია მსოფლიო მშვიდობის წინააღმდეგ. გიულენმა აღნიშნა, რომ ტერორიზმი ისლამს ვერ შეუთავსდება, მორწმუნე მუსულმანი ტერორისტი ვერ იქნება.

მუსულმანი შეიძლება მხოლოდ მშვიდობის, თანხმობისა და სიმშვიდის სიმბოლო იყოს. გიულენმა განაცხადა შემდეგი: ტერორიზმის გამართლება არ შეიძლება, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. ნებისმიერი ტერორისტული ქმედება საიდანაც და ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, წარმოადგენს უდიდეს დარტყმას მშვიდობისა და სიმშვიდის წინააღმდეგ. ნებისმიერი ტერორისტული ქმედება აბსოლუტურად გაუმართლებელია, რა მიზეზი და რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს.

ტერორი ვერ იქნება განმათავისუფლებელი ბრძოლის ფორმა. ტერორს ეწირება ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე. ტერორისტული ქმედებები, რომლებიც კაცობრიობის ისტორიის მეორე ნახევარში გახშირდა, თითქოს ზიანს აყენებს იმ მხარეს, რომლისაკენაც მიმართულია. ასე ჩანს დასაწყისში, მაგრამ საბოლოოდ ტერორისტებისათვის სავალალოდ მთავრდება.

ამიტომ ტერორისტული მოქმედება, რომელიც აშშ-ში მოხდა, მხოლოდ ამ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი მოქმედება არ არის. ეს შეიძლება ჩაიდინოს ბოროტმოქმედმა, რომელსაც არაფერი აკავშირებს ადამიანობასთან. ტერორი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იქნეს გამოყენებული ისლამური რელიგიის სახელით.

მაჰმადიანი ტერორისტი ვერ იქნება. მაჰმადიანი მხოლოდ მშვიდობის თანხმობისა და სიმშვიდის სიმბოლო შეიძლება იყოს. გემში ცხრა დამნაშავე და ერთი უდანაშაულოც რომ იყოს, ცხრა დამნაშავის მოსაკლავად, იმ ერთი უდანაშაულოს ჩაძირვის უფლებასაც არ იძლევა ისლამი. ისლამში სიმართლეა. არ არსებობს დიდი და მცირე სიმართლე.

ერთი უდანაშაულოს სიმართლე საზოგადოებისათვისაც კი არ შეიძლება შეწირული იქნეს. ამის გამო ვისგანაც და, რა მიზნიდანაც არ უნდა იყოს მოწყობილი აშშ-ში, ქვეყნის ისტორიაში ეს უდიდესი ტერორისტული თავდასხმა, მას სასტიკად ვგმობ. ეს თავდასხმა მხოლოდ ზიზღსა და გაკიცხვას იმსახურებს, ყველამ უნდა დაგმოს და გაკიცხოს იგი. ამ საძაგელ თავდასხმაში დაღუპულთა ახლობლებს და ამერიკის შეერთებული შტატების ყველა წარმომადგენლებთან ერთად ამერიკელ ხალხს სამძიმარს ვუცხადებ და მათ ტკივილს ვიზიარებ.


#1 \"იმედი\" ოქტომბერი, 2001

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.