სიმპოზიუმისთვის გამოგზავნილი წერილი

მსოფლიოში რელიგიათა და ცივილიზაციათა შორის დიალოგში შეტანილი წვლილით ცნობილი მოაზროვნის ფეთჰულაჰ გიულენის მიერ სიმპოზიუმისთვის გამოგზავნილი წერილი:

\"მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, ვწუხვარ, რომ ჩემი ავადმყოფობის გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას თქვენნაირ რჩეულ ადამიანთა შეკრებაზე.

არ შეიძლება პიროვნულ უფლებებს შეეწიროს საზოგადოებრივი უფლებები. საზოგადოებრივი უფლებები პიროვნულ უფლებებზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამ ათასწლეულში შეუცვლელი პოზიცია უკავია პიროვნების ძირითად უფლებებს, თანამედროვე გაგებით კი ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებას. წმინდა რელიგიების და საბოლოოდ ისლამის მიერ ყველაფრის მოცულობითა და დეტალურობით გამყარებულ ადამიანის ძირითად უფლებებზე საუბარი დასავლეთის სამყაროში მსოფლიო ომების შემდეგ დაიწყო.

ყურანის დებულებაა: \"უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი, ყველა ადამიანის სიკვდილის ტოლფასია, ერთი სიცოცხლის გადარჩენა კი ყველა ადამინის სიცოცხლის გადარჩებას ნიშნავს\". ამ თვალსაზრისით რელიგიის სახელით განხორციელებული ძალადობა, ისევე, როგორც რელიგიური ომები, თვით რელიგიის, განსაკუთრებით კი სამი წმინდა რელიგიის არსს ეწინააღმდეგება. ჭეშმარიტი მორწმუნეები ამგვარი მოქმედებების წინააღმდეგ უკან არ უნდა იხევნენ.

მჯერა და იმედი მაქვს, რომ ახალი ათასწლეული შიშის მიუხედავად, გასულ საუკუნეებზე უფრო ბედნიერ უფრო სამართლიან და გულმოწყალე მსოფლიოს გვპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ისლამი, ქრისტიანობა და იუდეიზმი საერთო ფუძიდან მოდიან, საერთო ძირითადი პრინციპები აქვთ და საერთო წყაროთი საზრდოობენ, საუკუნეების განმავლობაში კონკურენტ რელიგიებად ჩამოყალიბდნენ. ინდური და ჩინური ძველი რელიგიების მონაწილეობით, ამ რელიგიებს შორის დიალოგის მცდელობას დადებითი შედეგები მოაქვს.

მეცნიერება შეუძლებელია რელიგიისაგან განცალკევებული იყოს. მოწმენი გავხდით, რომ მეცნიერების პოზიტივიზმმა და მატერიალიზმმა ურწმუნობას გაუხსნა გზა. ყველაზე მეტად ქრისტიანობა დაზარალდა. იმედი მაქვს, რომ ქრისტიან ღვთისმეტყველთა, მეცნიერთა და მუსულმანთა მიერ წარმოებული სამუშაოები ბოლოს მოუღებენ საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე რელიგიურ-სამეცნიერო ბრძოლას, ან ამ ბრძოლის უსარგებლობას წარმოაჩენენ.

ამის ფარგლებში განვითარებული და მასზე დამოკიდებული განათლების შედეგად აღიზრდებიან ჭეშმარიტად განათლებული თაობები, რომელთა გულები რელიგიური მეცნიერებითა და ზნეობით იქნება სავსე, გონება მეცნიერებით ექნებათ განათებული, იქნებიან დღევანდელი ეკონომიკური და პოლიტიკური პრინციპების კარგი მცოდნენი, ზნეობრითი ფასეულობების მქონენი, და ამით ჩვენი მოხუცი დედამიწა კიდევ ერთ გაზაფხულს შეეგებება.

ეს გაზაფხული შეავიწროვებს უფსკრულს, რომელიც მდიდრებსა და ღარიბებს შორის არის, დედამიწის სიმდიდრეს გადაანაწილებს შეუძლებისდაგვარად შრომის, კაპიტალისა და საჭიროების მიხედვით, არ განასხვავებს ადამიანებს ერთმანეთისაგან რასის, ფერის, ენისა და მსოფლმხედველობის მიხედვით, დაიცავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებას, წინ წამოწევს პიროვნულობას და შედეგად იპოვის ნიჭიერების განვითარების გზას, იმოგზაურებს ადამიანური უნკალობის ზღვარზე სიყვარულისა და აღფრთოვანების ფრთებით, ურწმუნობას ისტორიას ჩააბარებს და ყველა საზის უზნეობას ადამიანის თვალსაწიერიდან გააქრობს.

ურთიერთსიყვარულის, გულმოწყალების, დიალოგის, ეს გაზაფხული, რომელიც ყველასათვის მისაღებია, კაცობრიობის ჭეშმარიტ სახეს იპოვის. სიკეთე, სილამაზე და სათნოება მსოფლიოს საფუარია. რაც არ უნდა იყოს, ადრე თუ გვიან, მსოფლიო დაკარგულ შეგნებამდე მივა და ამას ხელს ვერავინ შეუშლის.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მოაზროვნენი საქართველოში განიხილავენ გლობალიზაციისა და დიალოგის მსგავს დღის წესრიგში მდგარ მნიშვნელოვან საკითხებს. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც დავით აღმაშენებელი და მსგავსი ლიდერები გაიზარდნენ, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის წარმომადგენელთა შორის დიალოგის კარგი ტრადიციაა.

პატივისცემას გამოვხატავ ბატონი პრეზიდენტისა და დამსწრე საზოგადოებისადმი, რათა საშუალება მომცეს გამეზიარებინა მათთვის ჩემი მოკრძალებული შეხედულებები.

მეგობრობა, ივლისი 2004 წელი

No 7 (16) მეგობრობა, ოქტომბერი, 2004 წელი

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.