ბენინის პრეზიდენტმა, თურქულ სკოლას ″სახელმწიფო ღირსების ორდერი″ გადასცა

ბენინის პრეზიდენტმა, თურქულ სკოლას ″სახელმწიფო ღირსების ორდერი″ გადასცა

2006 წელს დასავლეთ აფრიკის ქალაქ ბენინში გახსნილმა თურქულმა სკოლამ, მიღწეული წარმატებები ″სახელმწიფო ღირსების ორდერით″ დააგვირგვინა. ცერემონიაზე გამოსვლისას სკოლის გენერალურმა დირექტორმა აბდულლაჰ იუჯამ, მიღწეული წარმატებების გამო პრეზიდენტ თომას იაი ბონისგან სახელმწიფო ღირსების ორდერის აღებას დავაფასებთ და დამსახურებისათვის უფრო მეტს ვიმუშავებთ,-აღნიშნა მან.

დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან ქალაქ ბენინში მოქმედ თურქულ სკოლას სახელმწიფო ღირსების ჯილდო გადაეცა. პრეზიდენტ თომას იაი ბონიმ, ბენინში მოქმედი თურქული სკოლის გენერალურ დირექტორს აბდულლაჰ იუჯას, სკოლის წარმატებების გამო სახელმწიფო ღირსების ორდერით დააჯილდოვა.ღირსების ორდერი, პრეზიდენტის სახელით ცერემონიალზე დიდმა კანცლერმა მამათო მ.მება ბიო დჟოსსომ გადასცა. ცერემონიალს ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრი ნასსირო არიფარი ბაქო, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საზღვაო, საოჯახო, საგარეო, გარემოს დაცვის, მიკრო საფინანსო სამინისტროდან მაღალი რანგის ჩინოვნიკები, სახელმწიფო დაზვერვის მოადგილე, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად ადგილობრივი და უცხოური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცერემონიალზე გამოსვლისას აბდულლაჰ იუჯამ, ″სახელმწიფო ღირსების ორდერი რომ დავიმსახუროთ, ამისათვის ვიმუშავებთ. ″- განაცხადა მან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელებულ განცხადებაში თურქულ სკოლას სახელმწიფო ღირსების ორდერის მიცემის მიზეზი,″ბენინში დასახლებული და განათლების სფეროში ინვესტიციის ჩამდები ერთადერთი თურქი ინვესტორები არიან, რომლებმაც მოდმივმოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულება დაარსეს, ბენინში ყოველწლიურად ტარდება მათემატიკის ოლიმპიადა, ამ ოლიმპიადაში წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდიას აძლევენ და უფასოდ ასწავლიან, საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობით სხვადასხვა ხარისხის მედლებით ჯილდოვდებიან, საზღვარგარეთ ბენინის გაცნობას ხელს უწყობენ, კურსდამთავრებულ სტუდენტებს თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში უმაღლესი განათლების მიღებაში ხელს უწყობენ″.- ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა ყოველწლიურად ყურბნის და რამაზნის ბაყრამის დღსთან დაკავშირებით, რელიგიის, რასის, კანის ფერის მიუხედავად, ყოველგვარი დისკრედიტაციის გარეშე გაჭირვებულებს ხორცით, ჰუმანიტარული დახმარებით, იფთარზე (მარხვის თვეში საღამოს პირის გახსნა) საჭმლის დარიგებით, მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, გაჭირვებულებს, ობლებს, უსახლკაროებს, მოხუცებს ტანსაცმლით და სასურსათო საკვებით ეხმარებიან, ყეველ წელს წარმატებულ, ნიჭიერ 100 მოსწავლეს საერთო საცხოვრებელში დარჩენის და სტიპენდიით ეხმარებიან, დანარჩენი სხვა მიზეზები რის გამოც ეს ჯილდო გადაეცა.

ბენინში მოქმედი თურქული პირველი სკოლა რომელსაც ამჟამად 200-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს, ფუნქციონირება 2006 წელს დაიწყო. სკოლაში, ბენინის განათლების სისტემის ოფიციალური ენის ფრანგულის გარდა, ინგლისურად, თურქულად და ესპანურად ისწავლება კომპიუტერის გაკვეთილები. სკოლას პირველი კურსდამთავრებული 2012 წელს ჰყავდა. სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად ძირითადად თურქეთში და აშშ-ში საზღვარგარეთ სხვადასხვა უნივერსიტეტებში აგრძელებენ უმაღლესი განათლების მიღებას. სკოლამ, 2012 წელს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ნიგერია და თურქეთი გამართულ ოლიმპიადებში მოგებული მედლებით მრავალ წარმატებას მიაღწია.