რუმინეთში მოქმედ თურქულ სკოლებს ჯილდო გადაეცა

რუმინეთში მოქმედ თურქულ სკოლებს ჯილდო გადაეცა

რუმინეთში მოქმედი თურქული სკოლების ლუმინას საგანმანათლებლო დაწესებულებების, დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება რუმინეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის რემუს პრისოპის მიერ მიცემული 'ბრწყინვალების ჯილდოთი' დაგვირგვინდა. მინისტრის შვილიც ლუმინას სკოლაში სწავლობს. განათლების მინისტრი პრისოპი ″მე როგორც მასწავლებელი და მშობელი, თან განათლების მინისტრი ყოველთვის ამ სკოლებს მხარს დავუჭერ და გვერდში დავუდგები. ლუმინა, განათლების დარგში სერიოზული მაგალითია და ყველა დანარჩენი სკოლებისთვისაც სამაგალითო უნდა იყოს″.-განაცხადა მან.

ლუმინას საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 20. წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გუშინ საღამოს ბუქარესტში კროვნე პლაზაში გამართული გრანდიოზული მიღებით აღინიშნა. ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრმა რემუს პროსპიმ, ას დაწესებულებები საქმიანობით მოწონებას იმსახურებენ. ″განათლების სფეროში წარმატებას რომ მიაღწიო ამისათვის დიდი დრო და ძალისხმევაა საჭირო. მაგრამ როგორც ვხედავთ ლუმინას საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 20 წლის განმავლობაში ამას მიაღწიეს.″ აღნიშნა მინისტრმა. ასევე იქ მყოფ სტუმრებს პრისოპიმ: ″წელს საერთაშორისო კონკურსებზე წარმატებას მიღწეულთა სიას გადავხედე. სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ამ სკოლებიდან არიან. ეს მიუთითებს, თუ რამდენად სერიოზულად ამზადებენ სტუდენტებს″.

ლუმინას საგანმანათლებლო დაწესებულებები, რუმინეთისთვის განსაკუთრებულ განათლების მოდელს წარმოადგენენ აღნიშნა მინისტრმა და გამოსვლის დასასრულს; ″ვიმედოვნებ რომ, სხვა დაწეებულებებიც ამ მოდელს სამაგალითოდ აიღებენ. ამ სამაგალითო წარმატების დასაფასებლად, 'საუკეთესო ხარისხის დიპლომი მინდა გადმოგცეთ' რომელსაც ჩემი ხელმოწერა აქვს.

რუმინეთში მოქმედ თურქულ სკოლებს ჯილდო გადაეცა

თავისი გამოსვლის ბოლოს რუმინეთის განათლების მინისტრმა რემუს პრისოპი, ლუმინას საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ფათიჰ გურსოის, ქვეყნის განათლების სისტემაში შეტანილი წვლილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების სიგელის მიცემით მიულოცა.

თურქულმა სკოლებმა რუმინეთს 530 მედალი მოაგებინა

ჯილდოსთვის მინისტრ პრისოპის ლუმინას საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ფათიჰ გურსოიმ მადლობა გადაუხადა და თავის გამოსვლაში საგანმანათლებლო საქმიანობისა და მიზნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

თურქულმა სკოლებმა 20 წლის განმავლობაში რუმინეთს 530 მედალი მოუტანა აღნიშნა გურსოიმ. ასევე აღსანიშნავია ისიც რომ, ″20 წლის წინ კონსტენში საფუძველი ჩაეყარა ამ საქმეს და ეს ყველაფერი ჩვენ, ეხლა დარბაზში დამსწრე ან არ დამსწრე მეგობრების სიყვარულით, ნდობითა და დახმარებით შევძელით და აი შედეგიც სახეზეა″.-განაცხადა გურსოიმ.

გურსოიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ, ლუმინას საგანმანათლებლო დაწესებულებებს დღეს დღობით 1491 კურსდამთავრებული ყავს და ასევე აღნიშნა ისიც რომ, დღს 5 სხვადასხვა ქალაქში 10 სკოლა, ერთი უნივერსიტეტი, 700-მდე პერსონალი და 40 სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით მოსწავლით საგანმანათლებლო სისტემაში ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას.

რუმინეთში მოქმედ თურქულ სკოლებს ჯილდო გადაეცა

20 წლის წინ; სამეცნიერო, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული ძვირფასი ღირებულებების მქონე ადამიანების აღზრდის მისიით დავადექით გზას გაიხსენა ლუმინას საგანმანათლებლო დაწესებულებების თავმჯდომარემ და აღნიშნა რომ; ″მსოფლიოს მინიმუმ 150 ქვეყანაში მოქმედი მრავალი სკოლით სოციალური, სამეცნიერო, ჰუმანიტარული ღირებულებების მქონე შუდარებელ ძმობისა და მეგობრობის ხიდებს დგამენ ეს სკოლები და რუმინეთიც ამ მხვრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. ჩატარებული სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებით, მრავალი ქვეყნიდან მოსწავლეებს ვმასპინძლობთ რუმინეთში და ამით კულტურულ ინტეგრაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს.″

მინისტრმა 20. წლისთავის საიუბილეო ტორტი მოსწავლეებთან ერთად დაჭრა

პროგრამის მსვლელობისას სკოლების წარდგენითი სლაიტ-შოუს ყველა დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. რუმინეთის გნათლების მინისტრმა რემუს პრისოპიმ, 20. წლისთავის საიუბილეო ტორტი, ოლიმპიადაზე გამარჯვებულ მოსწავლეებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად დაჭრა.

მინისტრმა, საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებულ ლუმინას სკოლების მოსწავლეებს წარმატებები თითოეულს მიულოცა.ქების სიგელების გადაცემის შემდეგ ერთობლივად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. მედლებში სკოლის რეკორდსმენ ახალგაზრდა ნიჭიერებს, მედლების დათვლა გაუჭირდათ.

რუმინეთში მოქმედ თურქულ სკოლებს ჯილდო გადაეცა

სკოლებს ქება-დიდება არ დააკლეს

ლუმინას საგანმანათლებლო დაწესებულებების 20.წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე მაღალჩინოსნებმა, სკოლების მიერ მიღწეული წარმატებები დადებითად შეაფასეს. ლუმინას სკოლების შუდარებელი წარმატებების მოწმე ვარ განაცხადა კონსტენსის სენატორმა მარიან ვასილემ და ასევე აღნიშნა რომ, ″კულტურა და განათლება თუ გვაქვს ნიშნავს რომ მომავალიც კარგი გველოდება. ამიტომ ეს სკოლები ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ რომ ოლიმპიური ნიჭის მქონე ათასობით კურსდამთავრებული გეყოლებათ.″

″20 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ამ დონეზე მოვიდოდა ეს ყველაფერი მე მგონი არავინ არ დაიჯერებდა.″ თქვა ბუქარესტის გუბერნატორმა პოლ ნიკოლაი პეტროვმა და იუბილესთან დაკავშირებით შფასებები გააკეთა, ″თქვენ განათლებითა და კულტურით ადამიანებს აერთიანებთ. აშენება რთულია, ნგრევა კი ადვილია. თქვენ, თქვენი საქმიანობით, ბოროტებასთან ბრძოლაში სიკეთეს აძლიერებთ.″-აღნიშნა მან.

რუმინეთში მოქმედ თურქულ სკოლებს ჯილდო გადაეცა

ლუმინას საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 20. წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უამრავი სტუმარი ჰყავდა. სენატორები, პარლამენტარები, ბუქარესტის გუბერნატორი პოლ ნიკოლაი პეტროვი, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, ინდონეზიის, ნიგერიის და არგენტინის ელჩები და 15 ქვეყნის მისიის წარმომადგენლები, ასევე ბიზნესის, ხელოვნებისა და მსოფლიო მედიის სახელგანთქმუნლი სახელები, მოსწავლეების მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

რუმინეთში მოქმედ თურქულ სკოლებს ჯილდო გადაეცა

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.