UNESCO–საგან ჯილდო

UNESCO-მ ფეთჰულაჰ გიულენს შემწყნარებლობაში და დიალოგში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცა

ფეთჰულაჰ გიულენი, UNESCO-ს ჯილდოთი გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის რუმინეთის კომისიამ დააჯილდოვა, მსოფლიო მშვიდობაში შეტანილი წვლილისთვის.

ჯილდო გადაეცა UNESCO-ს და ფონდ ტუნას მიერ ერთობლივად გამართულ შეხვედრაზე \"საერთო ფასეულობების\" იფთარის _ რამაზანის მარხვის საღამოზე. რუმინეთის კომისიის წარმომადგენელმა ვიქტორ ნითელეამ გიულენის სახელზე ჯილდო გადასცა ჟურნალისტთა, მწერალთა ფონდის წარმომადგენლებს. ფეთჰულაჰ გიულენს, ეს ჯილდო გადაეცა, მსოფლიო საზოგადოებებს შორის დიალოგის, თანამშრომლობის და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მიზნით გაწეული შრომისათვის.

ვიქტორ ნითელეას განცხადებით: დღეს, სოციალური კუთხით კი ხდება ის, რაც შუა საუკუნეებშიც არ ხდებოდა. მისი აზრით, ომები და ტერორი ტყუილად არის წარმოქმნილი. ნითელამ გამოაცხადა, რომ დღევანდელ დღეს დიდი მოაზროვნეები იპოვიან ბოროტების წყაროს, გვთავაზობენ ამის თავიდან აცილებისა და განკურნების გზებს, მიუთითებენ, რომ ამ ყველა უბედურების განკურნება შესაძლებელია რელიგიათა, ხალხთა და კულტურათა შორის დიალოგში. მან საუბრისას ხაზი გაუსვა ფეთჰულაჰ გიულენის პიროვნებას და განაცხადა, რომ გიულენი დიალოგის თვალსაზრისით სამაგალითო პიროვნებაა. ჯილდოსთან დაკავშირებით UNEშჩO-ს წარმომადგენლებმა წიგნი მოამზადეს, სადაც დაბეჭდილია ფეთჰულაჰ გიულენის მიერ თურქეთში და მსოფლიოში დიალოგების ქმედებების და მის მნიშვნელობაზე.


No 11 (28) მეგობრობა, ნოემბერი-დეკემბერი, 2005 წელი

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.