ფეთჰულაჰ გიულენთან ურთიერთობა გვაქვს

დემოკრატიული მემარცხენე პარტიის ყოფილი გენერალური თავმჯდომარე, თურქეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბიულენთ ეჯევითი ამბობს: \"რამდენიმე წელია ფეთჰულაჰ გიულენი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მაგრამ მეგობრების საშუალებით მასთან ურთიერთობა გვაქვს\".

_ ბულენთ ეჯევითთან შეხვედრის წინ ტრადიციული შეხვედრა გვქონდა ჩვენს პატივცემულ ელჩთან სედათ ერგინთან. შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარეთ ეჭვი _ მაგალითად: ბატონ ბიულენთს მეხსიერება წესრიგში აქვს? სიტყვებს ხომ არ ურევს, შეუძლია თუ არა დაუხმარებლად სიარული, დამოუკიდებლად წყლის დალევა და ასე შემდეგ...

Oწარმოიდგინეთ რა მღელვარებას განვიცდით, როდესაც შევედით ორანში, სადაც ეჯევითების სახლია. ეჯევითები ამ სახლში ახალი გადასულები იყვნენ.

და რა ვნახეთ! ბატონი ბიულენთი მარტო დგას მისაღებ ოთახში, რომლის კედლები წიგნების თაროებით არის სავსე და ღიმილით ჩვენ გველოდება. როგორც კი ოთახში შევედით, ჩვენსკენ გამართულად გამოემართა. საუბრის განმავლობაში, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა, ჩაიც თავისით დალია და ალუბლის ნამცხვარიც თავისით მიირთვა. ეზოში კოინდარზე მარტომ გაისეირნა და ქალბატონ რაჰშანისათვის ვარდები დაკრიფა. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი რაჰშანი საავადმყოფოდან ახალი გამოწერილი იყო, თავის მეუღლეზე უფრო მხნედ გამოიყურებოდა. სახლში ყველაფერი გაწკრიალებული იყო. მისაღები ოთახი, სამზარეულო, ნოხები, პარკეტი _ ყველაფერი ელვარებდა. ბატონ ბიულენთის ისტორიულიმ საბეჭდი მანქანა \"ერიკა\" საწერ მაგიდაზე ბრწყინავდა. ამბობენ, ქალბატონი რაჰშანი თავის სტუმრებს ჩაითა და ბისკვიტით უმასპინძლდებაო, აბა ეს შოკოლადი, ალუბლის ნამცხვარი მოჩვენებაა?

ბიულენთ ეჯევითს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორი მიზეზის გამო: პირველი, ორივე 28 მაისს დავიბადეთ. მეორე, დიდი ხნის წინ ორივე გაზეთ \"მილიეთში\" ვმუშაობდით. იგი ცნობილი მწერალი იყო, თქვენი მონა მორჩილი კი კორესპონდენტი, რომელიც ცდილობდა თავი დაეღწია შეგირდობისათვის.

Xემი კითხვები თუ ზედმეტად თამამდ მოგეჩვენებათ, ამის მიზეზი ის არის, რომ პრემიერ-მინისტრს ბიულენთ ეჯევითს სახელმწიფო მოღვაწეზე უფრო მეტად ვუყურებ, როგორც ჟურნალისტს, ჩემს უფროს კოლეგას.

Hაჰშანი ნარდში ყოველთვის მიგებს

_ ჩაის ვსვამ, მაგრამ ძველებურად აღარ ვეწევი. ახალი წლის შემდეგ, სიგარეტი არ მომიწევია, თუმცა მართალი რომ გითხრათ, ზოგჯერ ვეძებ. სახლის შემოსასვლელშიც რომ მოვწიო, რაჰშანს ვაწუხებ, საავადმყოფოშიც არ მომიწევია. საერთოდ, მე აქტიური მშეველი არ ვყოფილვარ. როდესაც ჟურნალისტს ვხვდებოდი ერთ ღერ სიგარეტს აუცილებლად ვეწეოდი.

მართვის მოწმობა არ მაქვს, რადგან ადრეული პერიოდიდანვე სახელმწიფო მანქანა მემსახურებოდა.

ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა, განსაკუთრებით ბაროკოს მუსიკა. თურქულ კლასიკურ და ხალხურ მუსიკას ვუსმენ, პოპ მუსიკისაგან და არაბესკებისაგან სიამოვნება არასოდეს მიგრძვნია. ცეკვებში ყველაზე მეტად ტანგო მიყვარს. მასში არის წარსულის ნოსტალგია, მოდა მას ვერ დაძლევს.

სულეიმან დემირელთან მის პრეზიდენტობის პერიოდში კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ დიდი ხანია ერთმანეთის ნახვის საშუალება არ გვქონია.

12 სექტემბრამდე გაცილებით მეტი დრო შემეძლო დამეთმო ხელოვნებისთვის. ბოლო პერიოდში ლიტერატურულ ჟურნალებს ვეღარ ვეცნობი, მაგრამ წიგნების კითხვას მაინც ვახერხებ.

გიულენის სკოლებში ლიციზმის საწინააღმდეგო ვერაფერს ვხედავ, ფეთჰულაჰ გიულენისა და ბულენთ ეჯევითის მეგობრობა ძნელი წარმოსადგენია, რადგანაც ბატონი ბიულენთი წლების განმავლობაში აცხადებს, რომ ათათურქის რევოლუციის უშიშარი დარაჯია.

_ ბატონ ფეთჰულაჰ გიულენთან ჩვენი ნაცნობობა დაიწყო მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ვნახეთ სასწავლებლები, რომლებიც გიულენის დააარსეს. ამ სასწავლებლებმა რაჰშანზეც და ჩემზეც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს სასწაულები ძალიან მაღალი დონის განათლებას იძლევა და ამავე დროს ძალიან ბევრ მოსწავლეს იზიდავს. გონებაშიც, რომ ვერ გაივლებთ, ისეთ ქვეყანაშია გახსნილი თურქული სასწავლებლები. ყველა სწავლობს თურქულ ენას, ეცნობიან თურქეთს. ამ სასწავლებლების პროგრამაში ლაიციზმის საწინააღმდეგო არაფერია. ეს სასწავლებლები სასარგებლო საქმედ მიმაჩნია. ამ სასწავლებლებში ასწავლიან ადგილობრივ, თურქულ და ინგლისურ ენებს. ჩემი პრემიერ-მინისტრის დროს ლაპარაკობნენ, რომ ეს სასწავლებლები ლაიციზმის საწინააღმდეგო გზაზე დგანან. მოდიოდა მოხსენებები ამის შესახებ, მაგრამ მე მათგან განსხვავებული აზრი მქონდა. ფეთჰულაჰ გიულენი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მაგრამ მეგობრების საშუალებით ჩვენ ურთიერთობა გვაქვს.

სექტანტი არ ვარ

_ მე სექტანტი არ ვარ. მაგრამ საჭიროა გაირკვეს საკითხები იმის შესახებ, თუ ვინ არის სექტანტი, რას წარმოადგენს სექტანტობა. რამდენიმე მოკლე საუბარი გვქონდა ფეთჰულაჰ გიულენთან, მაგრამ სექტანტობის საკითხებზე არ გვისაუბრია, არ ვისაუბრია აგრეთვე ნურჯუების მიმდინარეობის შესახებაც. ჩვენ შევჩერდით, მხოლოდ თურქეთის იმჟამინდელ პრობლემებზე, განსაკუთრებით კი განათლების საკითხებზე. მხოლოდ ერთ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ამ თემაზე, ისიც ჩემ სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემი ლექსების კრებულში დაიბეჭდა სათაურით \"თურქული მისტიციზმი\". უსამართლობაა ამ შეხვედრების გამო ჩემზე და ფეთჰულაჰ გიულენზე ცუდის თქმა.

ლაიციზმი უნდა გაძლიერდეს

_ მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე თურქეთში დაიციზმის გაძლიერებისათვის, რაც შემეძლო გულწრფელად გავაკეთე. ძველ რესპუბლიკურ-სახალხო პარტიის (და არა დღევანდელი მოჩვენებითი რესპუბლიკურ-სახალხო პარტიის) პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ხალხს, მაგრამ ხალხთან დიალოგი და კავშირი ვერ დამყარდა. მაშინ რელიგია-საზოგადოების ურთიერთობამ თავისი ადგილი ვერ იპოვა. ჩვენ ამ საკითხებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. ლაიციზმი, რომელიც სარწმუნოებათა მიმართ პატივისცემას იჩენს, ჩვენი მსოფლმხედველობა იყო და იგი ჩვენ გულწრფელად ავითვისეთ. ხალხთან ჩვენი ურთიერთობის გამოსწორებაში იგი ძალიან ეფექტური იყო. თუ ხალხთან კარგი დიალოგი დამყარდა, ლაიციზმის დაცვა უფრო ადვილი იქნება.

ბოლო პერიოდში ეს საკითხი თითქოს გვერდზე გადავდეთ, ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი, როდესაც გარკვეული მიზეზების პიპისპირ აღმოვჩნდით. როდესაც ვამბობთ, რომ ლიციზმი უნდა გავაძლიეროთ, დავიცვათ, ყოველთვის მწამდა, რომ არ არის საჭირო ჩვენი თანამემამულეების გაღიზიანება.


No 7 მეგობრობა, აგვისტო, 2003

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.