ჯიჰადის შესახებ

ეს ერთ-ერთი არასწორად გაგებული საგანია, როგორც დასავლეთის, ასევე მუსლიმანთა წარმომადგენლების მიერ. ფეთჰულლაჰ გიულენი აანალიზებს ამ თემას თავის ნაშრომებში. ქვემოთ მოცემულია მისი შეხედულებების ძირითადი პუნქტები ამ საკითხთთან დაკავშირებით

რა არის ჯიჰადი?

სიტყვა „ჯიჰადი\", რომელიც ნაწარმოებია ჯ-ჰ-დ ფუძიდან, ნიშნავს „მთელი ძალის გამოყენებას, ასევე, მთელი ძალ-ღონით მიზნისაკენ სწრაფვას და ყოველგვარ სიძნელეებთან დაპირისპირებას. ისლამის წარმოშობისთანავე სიტყვა „ჯიჰადს\", თანდათანობით მიეცა ალლაჰის სახელით ბრძოლის განსაკუთრებული მნიშვნელობა.დღეისათვის პირველ რიგში სწორედ ეს მნიშვნელობა მოსდით თავში აზრად.ეს ბრძოლა ორ - შინაგან და გარეგან ფრონტზე წარმოებს. შინაგან ფრონტი შეიძლება შევაფასოთ, როგორც საკუთარი არსის მოპოვებისაკენ სწრაფვა. გარეგანი კი ეს არის შესაძლებელი გახადო ჩაწვდე შენს არსს ვიღაცის საშუალებით. პირველი ეს არის დიდი ჯიჰადი - მეორე კი პატარა. პირველი დაფუძნებულია შინაგანი წინააღმდეგობების გადალახვაზე, როდესაც ადამიანი, თავისი ბუნების შემეცნების გზით, მიაღწევს ღვთიურ ცოდნას, სიყვარულს და სულიერ ნეტარებას. მეორე კი დაფუძნებულია ხალხსა და რწმენას შორის არსებული ზღუდის აღმოფხვრაზე. რამეთუ ხალხს ჰქონდეთ საშუალება ირწმუნონ და ჩაწვდნენ მარიფათულლაჰს.

ჯიჰადის ნაირსახეობა

პატარა ჯიჰადი არ ნიშნავს მხოლოდ შეჯიბრს ბრძოლას ველზე. სინამდვილეში, მას აქვს ისეთი ფართო მნიშვნელობა და გამოყენება, რომ ზოგჯერ სიტყვა ან დუმილი, შუბლშეკრული გამოხედვა ან ღიმილი, შეკრებებში მონაწილეობა ან არ მონაწილეობა, საკუთარი გრძნობების - სიყვარულისა და წყრომის მართვა, მოკლედ, რომ ვთქვათ, ყველაფერი, რაც გაკეთებულია უფლის სახელით, შეტანილია ამ გაგებაში. ასეთი სახით ყველა მცდელობა ადამიანისა და საზოგადოების გარდაქმნისა, ასევე შეადგენს ჯიჰადის ნაწილს, ისევე, როგორც ყოველივე ძალადობის საკუთარი ოჯახის, ნათესავების, მეზობლებისა და საკუთარი მხარისათვის. ზოგიერთ დონეზე პატარა ჯიჰადი მატერიალურია.

დიდი ჯიჰადი კი სრულდება სულიერ დონეზე, ვინაიდან ეს ბრძოლაა ჩვენს შინაგან და გარეგან სამყაროს შორის. თუ ორივე წარმატებულად თანაარსებობენ, მაშინ მყარდება სასურველი წონასწორობა, წინააღმდეგ შემთხვევაში წონასწორობა ირღვევა. მორწმუნენი პოულობენ მშვიდობას და გაწონასწორებული ჯიჰადიდან იკრებენ ენერგიას.

რამდენი ღვთაებრივი ქმნილებაცაა იმდენი, სხვადასხვა გზაა ალლაჰისაკენ.

უფალიწინ უძღვება გადარჩენისათვის მებრძოლთ ერთ ან რამდენიმე გზაზე. ის ყველას სიკეთისკენ მიმავალ გზას უჩვენებს და იცავს მანკიერებისაგან. ყოველი ვინც პოულობს გზას უფლისაკენ, პოულობს ოქროს შუაგულს. ასევე ის ხალხი, ვინც მათ ინარჩუნებს თავიანთ რისხვაში, შეხედულებასა და გატაცებაში შუალედურ მდგომარეობას. ამავე დროს ისინი ირჩევენ შუაგულს თავიანთ ჯიჰადში და ღმერთის თაყვანისცემაში. ეს იმას ნიშნავს, რომ უფალმა კაცობრიობას მიმართულება მისცა გადარჩენისაკენ.

პატარა ჯიჰადი - ეს არის ჩვენი აქტიურობა ალლაჰის მცნებების შესრულებაში. დიდი ჯიჰადი - ეს ომის გამოცხადებაა, დამანგრეველი და უარყოფითი ემოციებისა და ფაქტების წინააღმდეგ, რომლებიც იმარჯვებენ ჩვენს „ეგო\"-ზე და რომლებიც ხელს გვიშლიან მივაღწიოთ სრულყოფილებას. (მაგ: სიძულვილი, ბოროტება, შური, ეგოიზმი, ქედმაღლობა, ამპარტივანება დაპატივმოყვარეობა. ვინაიდან ეს რთული და მკაცრი ჯიჰადია, მას უწოდებენ დიდ ჯიჰადს. ის ვინც ითმენს წარუმატებლობას დიდ ჯიჰადში, წარმატებული ვერ იქნება პატარა ჯიჰადში.

აიშა, ღრმადპატივცემული მეუღლე მუჰამმედისა, მოგვითხრობს, რომ ერთ საღამოს ალლაჰის წმინდა შაუმავალმა სთხოვა მას ნებართვა, რათა მთელი ღამე უფლისათვის ლოცვაში გაეტარებინა. მისი ეს თხოვნა მიგვანიშნებს თუ, როგორი თავაზიანი და ნაზი გრძნობის ადამიანი იყო იგი. კეთილშობილება და სიწმინდე სხვებთან დამოკიდებულებაში იყო ის მნიშვნელოვანი თავისებურება, რითაც გამოირჩეოდა ჩვენი შუამავალმა. აიშამ უპასუხა: „ო, ალლაჰის წმინდა შუამავალო, მე მაქვს სურვილი შენთან ყოფნისა, მაგრამ უფრო მეტად ვისურვებდი მას, რაც შენ გნებავს\". შუამავალმა შეასრულა განბანვაა და დაიწყო ლოცვა.  „ჭეშმარიტად, მიწისა და ცის შექმნაში და დღის და ღამის მონაცვლეობაში დაფარულია ნიშანი მათვის, ვინც ფლობს მიხვედრი უნარს\"  (წმ.ყურანი 3:19.) მან წაიკითხა ეს აიათი და ტიროდა დილამდე. ეს მიგვანიშნებს მის სულიერ სიღრმეზე და შუამავალის დიდ ჯიჰადზე.

ჯიჰადი, ეს არის ძალთა წონასწორობა შინაგან და გარეგან ბრძოლას შორის. სულიერი სრულყოფის მიღწევა და სხვების დახმარება არის ის, რისთვისაც ღირს დაფიქრება. შინაგანი სრულყოფილების მოპოვება ეს არის დიდი ჯიჰადი, სხვებზე დახმარება სრულყოფის მიღწევაში - ეს არის პატარა ჯიჰადი, როდესაც თქვენ განაცალკევებთ მათ, ჯიჰადი კარგავს თავის მნიშვნელობას და მაშინ პირველი წარმოშობს უსაქმურებს, ხოლო მეორე - ანარქიას. რა ბედნიერნი არიან ისინი, ვინც ეძიებს, როგორც თავისი თავის, ისე სხვების გადარჩენის გზას და რა ბედნიერია ის ვინც გადარჩა და სხვების გადარჩენაზეც ზრუნავს.