დიალოგი მორწმუნეებთან

მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მორწმუნე ადამიანებმა რწმენის შესაბამისად მოქცევა კარგად იციან და თუ შეტყობინებებს საჭიროების შემთხვევაში გამოგზავნიან, ჩვენს ქვეყანაში და მთელი მსოფლიო მაშტაბით დილაოგის გამართვის საუკეთესო გარემო შეიქმნება. სწორედ ამის გამოა, რომ ისევე როგორც ყველა საკითხში ამ საკითხშიც ყველაფერი ყურანისა და ღვთის მოციქულის შესაბამისად უნდა შევასრულოთ.

ბაქარის სურის ცნობილ თავში უზენაესი ღმერთი შემდეგნაირად ბრძანებს: ყურანი ღვთისმოსავთათვის თავის თავად ჭეშმარიტი გზაა (2.2) მოგვიანებით განმარტავს თუ ვინ არიან ღვთისმოსავები: `ისინი ვისაც ჭეშმარიტად სწამთ ღმერთის და რომლებიც ნამაზს პირნათლად ასრულებენ, ისინი ვინც ჩვენს მიერ გაღებული მოწყალებით იკვებებიან, იმავდროულად ვისაც სჯერათ შენი და შენზე ადრე მოვლენილი წინასწარმეტყველების. ისინი იმქვეყანაზე აუცილებლად ჭეშმარიტი გზით იცხოვრებენ~ ბაქარის სურა (2-3-4)

მაღალი ღმერთი სხვა ტაეპში ასე ბრძანებს: საღვრთო წერილის მქონე ხალხთან კამათისას ყველაზე კარგი ფორმითა და მეთოდით იკამათეთ. (სურა 29-46) ყურანის ამ ტაეპით უფალი ჩვენ ამპარტავნობასა და იმ ზრდილობის შესახებ გვაუწყებს, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ. ისლამში დისკუსიის ფორმა და მეთოდის შესახებ ბედიუზამანის ნათქვამები უაღრესად საყურადღებოა. `ადამიანს რომელიც მოწინააღმდეგეებს დისკუსიაში დაამარცხებს და ამით კმაყოფილებას განიცდის უმოწყალოა და ამ გარემოების მიზეზს ამგვარად განგვიმარტავს:P `მისი დამარცხებით თქვენ ვერაფერს მოიგებთ თქვენ, რომ დამარცხებული ყოფილიყავით და ის გამარჯვებული ასეთ შემთხვევაში თქვენ შეცდომას გამოასწორებდით. დიახ, ადამიანი დისკუსიის დროს საკუთარი თავის სახელით კი არა რეალური ვითარებიდან გამომდიანარე უნდა იქცეოდეს. ყურანის ამ ტაეპით ჩვენ ძალიან რბილი და შეიძლება ცოტა ოდენ სტილითაც წარსულის წინასწარმეტყველთა და მათთვის მოულოდნელი გზავნილების მისაღებად მოგვიწოდებს. ჯერ ერთი ყურანის დასაწყისშია მოხმობილი პირობა, რომელიც გვაუწყებს იმის შესახებ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მორწმუნეებთან დიალოგის გამართვა. როდესაც იმგვარ დებატებთან გვაქს საქმე როდესაც ერთი მხარე მოწინააღმდეგე მხარის დამარცხებაზე ფიქრით მართავს კამათს ასეთ შემთხვევაში ცხადზე ცხადია, რომ ასეთ კამათს დადებითი შედეგები არ მოჰყვება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უგულველყოფილ იქნას ის გარემოება, რომ ამგვარი აზრთა ჭიდილისას, რომლის შედეგადაც ჭეშმარიტება იშვება მხოლოდ და მხოლოდ ერთერთი გაგების, პატივისცემის, სიმართლისსიყვარულის მსგავსი წესებით უნდა წარმოებდეს. ესეც როგორც ყურანის წესი მხოლოდ კარგი დიალოგის სიტუაციაში შეიძლება იქნას განხორციელებული.

ზემოთხსენებულ ტაეპში, რომელიც საღვრთო წიგნთან საუკეთესო სახით კამათის გამართვას გვავალებს ასეთ წესს ვხვდებით: `მხოლოდ მჩაგვრელები ნუ იქნებიან~ ჩაგვრა ენამის თავში (6-82) ნათქვამია: სამართალი მათ მხარეზეა რომლებიც მორწმუნეებს არ ჩაგრავენ, ჭეშმარიტი გზით მავალნიც ისინი არიან. მოციქულის განმარტების თანახმად, კერპთაყვანისმცემლობა და სამყაროს აბუჩად აგდება მკრეხელობასთანაა გაიგივებული. ყველაზე დიდი ჩაგვრა ადამიანის მორალში არის, ის რომელიც ღვთის მოსაუბრე ბაგეებს დაადუმებს. ამასთანავე ჩაგვრა სხვების მიმართ უსამართლობის ჩადენის, კაცობრიობის წნეხში მოქცევისა და გაჯიუტების მნიშვნელობითაც შეიძლება იქნეს გაგებული. ამ თვალსაზრისით დაცინვა, ერთის მხრივ მოიცავს აბუჩად აგდებასაც და უგულვებელყოფასაც. აქედან გამომდინარე დაცინვა კერპთაყვანისმცემლობასა ან კიდევ უღმერთობაზე უფრო დიდი ცოდვაა. ვინაიდან ყველა კერპთაყვანისმცემელი ან კიდევ ურწმუნო შეიძლება არ იყოს ის Dმჩაგვრელი ვინც სხვებს უსამართლოდ ეპყრობა ადამიანებს მარწუხევბში აქცევს. ხალხში მიღებულია ჭეშმარიტება, რომ მჩაგვრელებს ბოროტი ზრახვით შეიარაღებულთათვის როგორც ადამიანის უფლებისა და სამართლის ასევე ღმერთის უფლების გათელვის გამო პასუხის გაცემა მოეთხოვებათ.

საღვრთო წიგნში ჩაგვრა, უხეშად მოპყრობა და მათი დაძაბუნება ისლამური თვალსაზრისი და ქცევა არ არის. ამგვარი აზრი და საქციელი ისლამის გარდა ისლამური წესებისა და პრინციპების საწინააღმდეგო გადახრას ნიშნავს.

 სხვა ადგილას კი გამოცდის სურაში შემდეგს ვკითხულობთ: ` ღმერთი თქვენ ვერ აგიკრძალავთ სიკეთე მიუზღათ, სამართლიანად მოექცეთ მათ რომლებიც სარწმუნოების გამო არ გებრძვიან და თქვენი სამშობლოდან არ გაძევებენ ~ვინაიდან ღმერთს უყვარს სამართლიანები (სურა 60-8) ამ აიეთის გზავნილად მიღებასთან დაკავშირებით ნათქვამია იმის შესახებ, რომ ჩვენმა დედამ წმინდა ესმამ ერტ კერპთაყვანისმცემელ ქალს უნდა შეხვდეს. წმინდა ესმა ალაჰთან მივა და ჰკითვავს შეხვდეს თუ არა პოლითეისტ დედას. ამ კითხვის შემდეგ ციდან ღვთის აიეთით ჩამოვიდა მიწად და არამცთუ მარტო შეხვედრა არამედ ესაც ეუწყა, რომ არა თუ შეხვედრა, არათუ არანაირი აკრზალვა არ არის იმისა, რომ მას სიკეთე მიეზღას. ქალი, რომელზედაც ჩვენ საუბარი გვქონა პოლითეიტია. თქვენი მოქმედების განსაზღვრა ღვთის განკითხვის დღისა და იმ ადამიანის მიმართ რომელთაც ღვთის განკითხვის დღისა და მოციწულების სჯერათYთქვენთვის მომინდია.

კურთხეულ ყურანში ასობით აიეთი შეიძლება ვიპოვოთ, რომელშიც საუბარია საზოგადოებრივი დიალოგისა და მიმტევებლობის შესახებ მაგრამ ის თავისაბურება რაზედაც უნდა გავამახვილოთ ყურადღება არის ის, რომ შემწყნარებლობისას და გულმოწყალებისას უნდა შევინარჩუნოთ ზომიერება. კობრის დანდობა იმ ადამინთა სიმართლის ხელყოფაა რომელსაც უხსენებელმა უკბინა. ვინაიდან შემწყნარებლობა და დიალოგის გამართვის მცდელობა არავითარ შემთხვევაში არ ჰბადებს იმის საჭიროებას, რომ თითქოს უკან ვიხევთ. დიახაც ყურანისა და მუჰამედის ცხოვრებისა და საქმეთა ჭეშმარიტი გადმოცემის ზოიერთი განსაკუთრებული მდგომარეობის გამოკლებით იქ ყოველთვის გულმოწყალებას ვხედავთ. ამ მიმტევებლობის ძაფები საღვრთო წიგნისაკენ უფრო მეტიც გარკვეული აზრით ვინაც არ უნდა იყოს მთელი მსოფლიოს ადამიანებს წვდება.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.