დოგმატიზმის ადგილი ისლამში არაა

კითხვა: როგორ დამოკიდებულებაშია ისლამი დოგმატიზმთან?

პასუხი: სიტყვა „დომატიზმი\" ნიშნავს რომელს ბრმად მიღებას ან კოპირებას, სადაც ადგილი არ ეთმობა თავისუფალ აზრს და არ გამოიყენება საკუთარი აზროვნება\". ასეთ დოგმატიზმს ისლამში ადგილი არ აქვს. დასავლეთში განვითარებული რელიგიის კონცეფცია განასხვავებს ცოდნასა და რწმენას, მაგრამ ისლამში ორივე ავსებს ერთმანეთს.

ყურანი ქადაგებს, რომ თითოეული ვალდებულია გამოიყენოს თავისი გონებრივი შესაძლებლობები (მაგალითად: განსჯა, გონიერი გადაწყვეტილება, გაანალიზება, კრიტიკა და შეფასება).

კითხვა: მაშინ ყურანის აიათები, როგორც გავიგოთ, რომლებიც მტკიცედ ადგენენ კანონიკურ წესებს?

პასუხი: არსებობს ყოფიერებისა და სიცოცხლის დაურღვეველი და უცვლელი ასპექტები, ისე, როგორც არასდროს არ იცვლება ბუნების კანონები, ასევე უცვლელი რჩება ადამიანთა ყოფიერების ძირითადი ასპექტები. მაგ: ბუნება, ძირითადი მოთხოვნილებანი, გრძნობა და სხვა. ასევე რელიგიასაც, რომელიც მიმართავს კაცობრიობას, უნდა ჰქონდეს შეუცვლელი პრინციპები და მუდმივი ფასეულობები.

უფრო მეტიც, ისეთი ზნეობრივი თვისებები, როგორიცაა: პატიოსნება, უმანკოება, ერთგულება (განსაკუთრებით მშობლების), უფროსების პატივისცემა, სიბრალული, სიყვარული და მოკრძალება ყოველთვის იყო საყოველთაოდ მიღებული ფასეულობები. სწორედ ისევე, როგორც ყველასაგან უარყოფილია ალკოჰოლიანი სასმელების მოხმარება, აზარტული თამაშები, ცდუნება, არშიყობა, ტყუილი და უპატიოსნო გზით აღებული ფული.

ამ თვისებებისა და ფასეულობების მიღება და გათვალისწინება კანონის დადგენის პროცესში არ წარმოადგენს დოგმატიზმს. ისლამი, როგორც სხვა რელიგიები, თავს არ არიდებდა დოგმატურ დამოკიდებულებას თავისი, რომელიმე მიმდევრის მიმართ. მაგ: ალის მართველობის დროს ჰარიჯიტული ექსტრემიზმის შედეგად (მოძრაობა, რომელიც მეოთხე ხალიფა ალის წინააღმდეგ იყო მიმართული). გაჩნდა ზაჰირიზმი, მათი მიმდევრებისათვის მისაღები იყო აიათების მხოლოდ შინაგანი მხარე და უარს ამბობდნენ გამოეყენებინათ, ისეთი ძირითადი წესები, როგორიცაა: ანულირება, პარტიკულარიზაცია, და გენერალიზაცია. თავდაპირველად ეს არ იყო ფილოსოფიური სკოლა, მაგრამ ისეთმა ადამიანებმა, როგორიც იყვნენ: დავუდ ალ-ზაჰირი და იბნ ალ-ქაზმი, გააფორმეს ის ანდალუზიის  სისტემის სახით და დაწერეს ამის შესახებ წიგნი, როგორიც იყო იბნ ალ-ტაიმია. მან თავის მხრივ გავლენა იქონია სკოლა მეცნიერებზე: იბნ- ქაიიმ, იმამ ზაჰაბი და იბნ ალ-ქასირი. ყოველივე ეს გახდა შედეგი ვაჰაბიზმის წარმოშობისა, მაგრამ მსგავსი ადამიანები ყოველთვის უმცირესობას წარმოადგენდენ ისლამში.


ეიუბ ჯან. ფეთჰულლაჰ გიულენის ჰორიზონტზე, ზამანი, 1995 წ. აგვისტო

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.