ფეთჰულაჰ გიულენი და ევროკავშირი

ცნობილმა თურქმა მოაზროვნემ ფეთჰულაჰ გიულენმა გაზეთ \"მილიეთთან\" ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება თურქეთის ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით. იგი აღნიშნავს, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებით ევროპა რეგიონში დასაყრდენს შეიძენს. მისი აზრით, აშშ-ს არ სურს ისეთი მოკავშირის დაკარგვა, როგორც თურქეთია.

წერილში აღნიშნულია: ევროპელებისათვის ისეთივე სასიხარულო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს თურქეთის ევროკავშირში ინტეგრირება, როგორც ჩვენთვის. მსოფლიოში არსებობენ სხვა ძალებიც, რომელთაც სურთ რეგიონში გავლენის დამყარება. ჩინელებმა სავაჭრო კონკურენტუნარიანობითა და მოქნილი პოლიტიკით დიდი ხანია შემოაღწიეს რეგიონში. არც ამერიკასა და არც ევროპას არ შესწევთ მასთან ბრძოლის უნარი. მომავალში ეკონომიკურ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანი გარდაქმნები გარდაუვალია. მსოფლიოს ჩინეთის საფრთხე ემუქრება.

ევროკავშირი მხოლოდ თურქეთის შემოერთებით შეძლებს რეგიონში გავლენის მოპოვებას. ამერიკასაც სურს რეგიონში ძალაუფლების შენარჩუნება.

ამერიკის შეერთებული შტატების მმართველები ავრცელებენ აზრს, რომ ისინი მხარს უჭერენ თურქეთის ევროკავშირში გაერთიანებას. თუმცა დღეს ეს საკითხი შესაძლოა სადაო გახდეს აშშ თურქეთის მსგავსი მოკავშირის დაკარგვას ან კიდევ მის ნაცვლად სხვა ძალის გაბატონებას არ დაუშვებს.

გერმანიაში ასიმილირებულმა თურქულმა საზოგადოებამ შეინარჩუნა საკუთარი ეროვნულობა და თვითმყოფადობა. ეთნოსი, რომელიც ოდესღაც სხვის გავლენას განიცდიდა, პროგრესულ საზოგადოებად ჩამოყალიბდა. სხვადასხვა არხებით ვგებულობთ, რომ სხვა მუსლიმურ საზოგადოებებთან შედარებით ამერიკასა და ევროპაშიც თურქული ეთნოსისადმი ძალიან თბილი დამოკიდებულება შეინიშნება. თურქებს სხვა მუსლიმებთან შედარებით ლმობიერად მიიჩნევენ. შესაძლებელია ეს გამოწვეულია ქვეყნის დამოუკიდებლობითა და ეროვნულობით, რაც შეიძლება მნიშვნელოვან ფაქტორად მივიჩნიოთ. გარდა ამისა, ამერიკასა და ევროპაში მცხოვრებს თურქ მუსლიმებზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე თვით თურქეთის მოსახლეობაზე.

ფ. გიულენის წერილი ბრიუსელში გამართულ აბანტის მე-8 ყრილობისადმი

2004 წლის 3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა აბანტის მე-8 ყრილობა. ყრილობის მუშაობაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტთა და მწერალთა კავშირის, ბელგიის ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის, სტამბოლის ბაპჩეშეჰირის უნივერსიტეტის და ევროპარლამენტის წარმომადგენლები.

გთავაზობთ ფ. Gგიულენის წერილს ყრილობისადმი.

XX საუკუნის დასაწყისში ყველაზე კრიტიკულ და გადამწყვეტ პერიოდში მუსტაფა ქემალ ათათურქმა უპირატესობა ხალხის ნება-სურვილის გამომხატველ მმართველობის ფორმას _ რესპუბლიკას მიანიჭა. Mმმართველობის სისტემის შეცვლა თანამედროვე ცივილიზაციისაკენ მართებულად გადადგმული ისტორიული ნაბიჯია, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის შემდგომ განვითარებას. ათათურქის მიერ ნაჩვენები გზა _ \"თანამედროვე ცივილიზაცია\" ევროკავშირში გაერთიანების გზაზე, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.

ამ თვალსაზრისით დაარსების დღიდან ჩვენს მიერ განვლილ დროში ყველამ შეძლო დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულება. წინა მთავრობის მიერ გატარებულმა კურსმა და ახალი მთავრობის მიერ წარმატებით განხორციელებულმა რეფორმებმა, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სხვადასხვა დაწესებულებებმა თუ ორგანიზაციებმა, ევროკავშირის სამიტამდე მიგვიყვანა.

ამასთანავე არ უნდა დავივიწყოთ თურქეთის შეიარაღებული ჯარების ისტორიული მნიშვნელობა. სამიტმა სრულიად გააქარწყლა გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ თითქოსდა ევროკავშირის გზაზე დიდ ბარიერს ჯარი წარმოადგენს. თურქეთის შეიარაღებულმა ჯარებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ იგი ათათურქის მიერ ნაჩვენებ \"თანამედროვე ცივილიზაციისაკენ\" მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

თურქეთის სამომავლო იმედებს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ასაზრდოებს. პირობითად შეიძლება ითქვას, რომ რეგიონი აყვავების პროცესშია. თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება განამტკიცებს მას, როგორც ევრაზიის გულში არსებულ მშვიდობიან კუნძულს.

დღეს მსოფლიოს ბევრი მოაზროვნე თვლის, რომ თურქეთს ცივილიზაციათა შეჯახების თავიდან აცილების პოტენციალი გააჩნია. თურქეთი როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა ისლამურ სამყაროსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდის როლს წარმატებით შეასრულებს.

თურქეთისა და ევროპის ურთიერთობას საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. მართლაც, ევროპის ისტორიის დაწერა თურქეთის ფაქტორის გამორიცხვით შეუძლებელია.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია ვიქონიოთ იმედი იმისა, რომ 17 დეკემბრის სამიტზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც განამტკიცებს თურქეთის პოზიციებს ევროპაში. ვიმედოვნებ, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.

გისურვებთ წარმატებით ჩაატაროთ კონფერენცია.

ახალი ხიდი 2004 წელი (4)

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.