ჰუმანიზმი

კითხვა: როგორია ისლამის შეხედულება ჰუმანიზმზე?

პასუხი: სიყვარული - ეს არის ყველაზე მეტად განსჯადი და აუცილებელი ელემენტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისა. არსებითად სიყვარული არის ჩვენი სარწმუნოების უჭკნობი ვარდი და მას აქვს მარადიული სამეფო ჩვენს გულებში.

მსგავსად იმისა თუ, როგორ შეუქმნა ღმერთმა მაქმანი სამყაროს სიყვარულის თითებზე. სიყვარული ყოფიერების გულში წარმოადგენს ყველაზე მშვენიერ და იდუმალ მუსიკას ადამიანებს შორის. ყველაზე მჭიდრო კვანძს ოჯახში, საზოგადოებასა და ქვეყანაზე ქმნის სიყვარული. მსოფლიო სიყვარული შეიძლება დავინახოთ იმ დახმარებასა და მხარდაჭერაში, რომელსაც უფალი აღმოუჩენს სამყაროს თითოეულ ნაწილაკსაც კი.

ჭეშმარიტად, ჩვენი ყოფიერების ყველაზე დომინირებადი ფაქტორი არის სიყვარული. სამომავლოდ მსოფლიოს ერთიანი გუნდის წევრად მყოფი, პრაქტიკულად ყველა ადამიანი, იქცევა და მოქმედებს იმ მაგიური მელოდიის შესაბამისად, რომელიც მან სიყვარულზე ღვთიური საგალობელით მიიღო ღმერთიდან. თუმცა სიყვარული სამყაროს შემოქმედსა და კაცობრიობას შორის მიმდინარეობს შეუცნობელ დონეზე. იმიტომ, რომ ღვთის ნება დომინირებს იმაზე, ვისაც არ გააჩნია საკუთარი ნება. ამ თვალსაზრისით ადამიანები შეგნებულად მონაწილეობენ სიყვარულის სიმფონიაში და აღვივებენ ამ გრძნობებს თავის ჭეშმარიტ ბუნებაში. ისინი ეძიებენ ადამიანურ გზებს, რომ გამოავლინონ იგი. მაშასადამე თუ არ იქნება უგულებელყოფილი, ადამიანები უნდა იცავდნენ საერთო ჰარმონიას, რომელიც არის მათი სულის ნაწილი და სიყვარული, რომელიც სამყაროს შექმნის ბუნებრივ კანონს წარმოადგენს.

ისლამის უნივერსულური პრინციპების ჩარჩოებში სიყვარულის იდეა ძალზედ ჰარმონიულია, მოძალადეები და მჩაგვრელები მოკლებულნი არიან სიყვარულს, იმიტომ, რომ სიყვარული და შემწყნარებლობა მჩაგვრელებს კიდევ უფრო მეტად აგრესიულს ხდის და აიძულებს დაარღვიონ სხვისი უფლებები. ამ მიზეზით არ შეიძლება შემწყნარებლობა გამოვიჩინოთ მათ მიმართ, ვინც ემუქრება საყოველთაო სიყვარულს. მჩაგვრელის მიმართ გამოჩენილი შემწყნარებლობა არის ყველაზე სასტიკი ქმედება დაჩაგრულთან მიმართებაში. წმინდა შუამავალმა თქვა: „დაეხმარე შენს ძმას მჩაგვრელი იქნება ის თუ მსხვერპლი, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მჩაგვრელს, თუ ის შეწყვეტს სხვების დაჩაგვრას\". შემწყნარებლობა იმ პირობით შეიძლება გამოვიყენოთ მჩაგვრელის მიმართ, თუ ის შეწყვეტს თავის უსამართლო ქმედებებს.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.