გულგრილობა

სიყვარულისა და გულმოწყალების ატმოსფერო
ადამიანის სიყვარული

ადამიანი ისეთი არსებაა, რომელსაც დადებით თვისებებთან ერთად ბევრი უარყოფითი თვისებაც გააჩნია. არცერთ სულიერ არსებაში არ არის იმდენი დაპირისპირებები რამდენიც ადამიანში. იგი ისეთი არსებაა, რომელიც სამოთხის ციდან გაშლის ფრთებს და წრეს შეკრავს, მოულოდნელად გადახვევით ქვესკნელისაკენ დაეშვება. უფსკრულში ამ საშინელ დაშვებასა და აღმასვლას შორის კავშირის ძებნა ამაოა, ვინაიდან ადამიანებში მიზეზები და შედეგები განსხვავებული მიმართულებით მიედინება.

არის ჟამი როდესაც ნათესივით მიწას განერთხმის და კვლავ ფეხზე წამოდგება. ამაყად მდგარი ჭადარიც კი წაიქცევა, რომელიც ვერასოდეს დაიბრუნებს ძველებურ სილაღეს. ისევე როგორც ხანდახან არც ანგელოზების შეგვშურდება, არც იმგვარი შემთხვევებია ცოტა, რომ თავისი საქციელით ეშმაკებსაც კი შეარცხვენენ.

ადამიანისათვის, რომელსაც ძალუძს ამდენი დაცემა და ზეაღსვლა ცოდვის ჩადენა მისი ხვედრია. არც დაჭუჭყიანება არ უნდა იყოს მისთვის მოულოდნელი. ისეთი არსებისათვის მიტევება, რომელიც ხასიათს წაგიხდენს უაღრესად ბევრს ნიშნავს.

პატიების თხოვნა, მოლოდინი და ხელიდან გაშვებულის შესახებ ვაი-ვიშის მოთქმა ამის გაცნობიერება რამდენადაც ფასეულია პატიებაც იმდენად, შეიძლება ითქვას უფრო კეთილშობილური და ამაღლებული საქციელია. მიტევებისა და კეთილშობილურობის ცნების ცალკე მოაზრება შეცდომაა. არ მეგულება ადამიანი, რომლებმაც არ იცის ეს ანდაზა `პატარასაგან შეცდომასა და დიდისაგან პატიებას ელოდე~ აი როგორი ზედგამოჭრილია ეს ანდაზა ახლა.

მიტევება დანაშაულის გამოსყიდვას, საკუთარ თავთან დაბრუნებასა და საკუთარი თავის ხელახლა პოვნას გულისხმობს. აქედან გამომდინარე მოწყალების უსაზღვროდ გაღება ყველაზე სათნო და ღირსეული საქციელია.

ყველა არსებამ სულიერმა თუ უსულომ მიტევება ადამიანისაგან ისწავლა. ღმერთმა ადამიანს აჩვენა რა მიმტევებლობა, მისი სილამაზის აღქმა მას მიანდო.

კაცობრიობამ, რომელმაც თავის წინაპართაგან მიიღო ეს ძღვენი: იმედი, საუკუნეების მანძილზე ნუგეშით ცხოვრობდა. ყოველი დანაშაულის ჩადენისას იგი ჯადოსნურ ტახტზე ჯდებოდა ისე, რომ არ ქენჯნიდა სინდისი ჩადენილი ცოდვების გამო. თითქოსდა მას უსაზღვრო კეთილშობილურობა გამოეჩინოს, დანაშაულზე დიდსულოვნად თვალზე ფარდას დაუშვებდა თითქოს ვერაფერს ამჩნევდა.

ადამიანს, რომელსაც აქვს მიტევების იმედი, დარდით მოცულ ღრუბელთა ჰორიზონტის მოპირდაპირე მხარემდე ამაღლება, მას სამყაროს ნათელი თვლით ხედვა ძალუძს. იღბლიანები, რომელთაც იციან მიტევების ზეციური ფრთების შესახებ ცხოვრების მანძილზე სიხარულის მომგვრელი მელოდიებით ცხოვრობენ.

ადამიანებს, რომელთაც უყვართ მიტევება შენდობის გარეშე ცხოვრება არ ძალუძთ. მას არა მარტო ის უყვარს, რომ მას არ განიკითხავენ, არამედ სხვისი შეწყნარებაც უყვარს. განა შეიძლება არ შევინდოთ ის ვინც იცის, რომ შინაგანი სამყაროს შეცდომებისა და მტანჯველი ცეცხლისაგან გადარჩენა მხოლოდ პატიების სამოთხის წყაროს სისხლ-სისხლად დალევითაა შესაძლებელი.

შეწყალების გზა ამ ადამიანების მიერ სხვების მიმტევებლობაზე გადის. მათ ვისაც ძალუძთ მიტევება პატიებას იმსახურებენ. ადამიანს, რომლებმაც არ იცის მიტევება არასოდეს მიუტევებენ. ისინი ვინც ადამიანებისაკენ მიმტევებლობის გზას გადაკეტავენ ადამიანობა დაკარგული მხეცები არიან. ისინი, რომლებიც საკუთარი ცოდვის გამო წელში ორად არ მოხრილან ვერასოდეს გაიგებენ იმ ამაღლებულ ნეტარებას რომელიც მათ მიმართ მიმტევებლობის დროსაა გაღებული.

მესიამ, ცოდვილმა რომელიც მიჰყავთ დამნაშავეებს, ხელში ქვა აღებულ ბრბოს მიმართა `პირველი ქვა უცოდველმა მესროლოსო~. ვინ გაბედავს ისეთ საქმეს მოჰკიდოს ხელი, რომელიც მის ძალებს აღემატება? ნეტავ ეს ჩვენს უიღბლოებს ესმოდეთ, რომლებმაც ცხოვრება სხვის ხარჯზე გაატარეს!

ვერცერთი მაღალი გრძნობა წინ ვერ აღუდგება უმაღლესი განაჩენის მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას. ესაა, რომ არ არსებობს სასჯელი მათი ჩაქოლვის შესახებ, ვინც ჩვენს სიძულვილსა და რისხვას იმსახურებს. საქმე სინამდვილეში ის გახლავთ, რომ ჩვენს ეგოიზმში არსებულ კერპს, როგორც აბრამმა ვერ დაამსხვრია ეს კერპი, არც ჩვენი სულისა და არც სხვისი სახელით ვერასოდეს მიზანმიმართულ განაჩენს ვერ გამოვიტანთ ...........

პატიება ადამიანის რძესთან ერთად იშვა და მასთან ერთად მიაღწია სრულყოფილებას. ამ თვალსაზრისით ჩვენ ყველაზე მაღალი მოწოდებისას უსაზღვრო მიტევების მოწმენი ვხდებით.

შუღლი და სიძულვილი კი ავი სულების მიერ ადამიანთა შორის მიმოფანტული ჯოჯოხეთის მარცვლებია. სიძულვილი და შუღლი ამქვეყნიურ ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს. გასაჭირში ჩავარდნილ უცხო ადამიანსაც კი დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ და შევიწყნაროთ. გასული ერთი-ორი საუკუნე, შეუწყნარებელთა და არადიდსულოვანთა შემაშფოთებელი ქცევის გამო ყველაზე კრულ და პირქუშ საუკუნედ ჩაითვლება. თავზარი მეცემა როდესაც ვფიქრობ, რომ მომავალიც ამ უკუღმართთა მიერ წარიმართება.

ამიტომაცაა, რომ დღევანდელი თაობისათვის, შვილებისა და შვილიშვილებისათვის, ყველაზე დიდი საჩუქარი `მიტევების~ სწავლება უნდა იყოს. ყველაზე საშინელი, აღმაშფოთებელი საქციელის ჩამდენის მიმართაც კი მიმტევებლბის გამოჩენა უნდა შეგვეძლოს. ადამიანი, რომლებიც სულს აკვნესებს ისე, რომ სინდისის ქენჯნასაც კი არ განიცდის და მეტიც, ამისაგან სიამოვნებასაც კი იღებს, ასეთი ადამიანის შენდობაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ვინაიდან მისი შეწყალება პატიების ინსტიტუტის წინაშე უპატივცემულობა იქნება. სწორედაც, რომ მათი პატიება არ ძალგვიძს და თანაც ამგვართათვის მიტევება კაცობრიობის წინაშე უპატივცემულობა იქნება. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ამგვარი უპატივცემულობა გონივრულად იქნეს მიჩნეული. შთამომავლობამ, რომელიც წარსულში გარკვეულწილად მტრების რჩევა დარიგებით გაიზარდა ბნელი სამყაროს ყველა ვერაგული და მუხანათური მხარე ნახა, მაშინ როდესაც ჰორიზონტზე უნდა ერიჟრაჟა და მამლებს ყივილი უნდა დაეწყოთ ისინი მხოლოდ სისხლს და ბალღამს ხედავდნენ. Aშეუძლებელია მას იმ საზოგადოებისაგან, სადაც ხმა, აზროვნება, ღიმილი სისხლით იყო გაჟღენთილი რაიმე ესწავლა. მათი მისწრაფებები აღნიშნული საზოგადოების მიერ შემოთავაზებულისაგან სრულიად განსხვავდებოდა. ნეტა, თუნდაც ახლა მაინც შეგვეძლოს ამ თაობის, რომელმაც წლების განმავლობაში უგულებელყოფისა და მცდარი შთაგონების გავლენით მეორე ბუნება შეიძინა მის მიერ გამოვლენილი გახრწნილობისა და უზნეობის გაგება.

ჩვენ გვჯერა, რომ მიმტევებლობა და ტოლერანტობა ჩვენს ჭრილობათა დიდ ნაწილს განკურნავს. უმჯობესია, რომ ეს ზეციური იარაღი იმ ადამიანთა ხელში იყოს, ვისაც ესმის მისი ენის. მკურნალობის მეთოდები, რომლებიც განკურნებად მიგვაჩნდა და დღემდე ასე მოვიტანეთ ჩვენს წინაშე ბევრ პრობლემას შექმნის და არაერთხელ გაგვაოცებს.

*ეპოქა და თაობა გვ. 57-60 ( სტატია დაიწერა 1980 წლის მარტს)

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.