კოფი ანანი: ისლამის სახელით ადამიანის მოკვლა არ შეიძლება

აშშ-ში ქალაქ ჰიუნსტონში მოქმედ გიულენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი. სასტუმრო “Hყატტ ღეგენცყ Hოტელ”–ში მან მიმართა რჩეულ საზოგადოებას.

FOX 26 თV-ის “ახალი ამბების” წამყვანის მელისა უილსონის მიერ მომზადებული პროგრამა დაიწყო რიცის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის პროფ. ირა გოლბის მისასალმებელი სიტყვით, რასაც მოჰყვა კოფი ანანის საუბარი იმის შესახებ, რომ თურქეთში ბევრი რეფორმა გატარდა იმისთვის, რომ ქვეყანა შევიდეს ევრო-კავშირში. თურქეთისთვის სრული წევრის სტატუსის მინიჭება არა, მაგრამ განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაა საჭირო. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ისაუბრა იმ თემაზე, რომ შუა აღმოსავლეთში, ავღანეთში, ერაყსა და სირიაში ძალიან ბევრი პრობლემაა. ამ რეგიონში თურქეთს აქვს მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა. ასეთი ქვეყანა უკიდურესად საჭირო იყო წარსულში და ასევე საჭირო იქნება მომავალში. კოფი ანანმა აღნიშნა, რომ თურქეთის ხელისუფლებასთან უმუშავია კვიპროსის, ერაყისა და შუააღმოსავლეთის საკითხებთან დაკავშირებით და თვლის, რომ თურქეთს ყოველთვის აქვს კონსტრუქციული პოზიცია და მზად არიან დახმარებისთვის.

კოფი ანანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაუახლოვდნენ ხალხები ერთმანეთს: “ჩემი აზრით, გიულენის ინსტიტუტი ახერხებს იმას, რომ განსხვავებული გრძნობების, განსხვავებული აზროვნების ადამიანებს ერთად მოუყაროს თავი. ის ჩვენ შეგვახსენებს, რომ ყველანი ერთი საერთო მსოფლიო გემით ვმოგზაურობთ. დღევანდელ მსოფლიოში შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის უნდა გასწირო სხვისი კეთილდღეობა და უსაფრთხოება.”

გარდა ამისა, კოფი ანანმა ისაუბრა იმ პატარა დაჯგუფებებზე, რომლებიც რელიგიას არ წარმოადგენენ, მაგრამ რელიგიის სახელით კი მოქმედებენ. “გნებავთ იუდაიზმი, გნებავთ ქრისტიანობა, გნებავთ ისლამი – ყველა მათგანი ზნეობის გაკვეთილებს იძლევა. ისლამი საუბრობს მოწყალე ალაჰზე და მავანი კი ალაჰის სახელით ადამიანს კლავს და თვლის, რომ რელიგიის ინტერესებიდან გამომდინარე იქცევა ასე” – განაცხადა ანანმა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი რელიგიას თავისი ინტერესებისთვის იყენებს.

ანანმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ იგი მუშაობს ადამიანის უფლებების, განათლების, სოლიდარობისა და სხვა მნიშვნელოვან მსოფლიო პრობლემებზე. და რომ ამ სფეროში გიულენის ინსტიტუტის საქმიანობა სრულად ემთხვევა მის საქმიანობას. შემდეგ კოფი ანანმა უპასუხა კითხვებს და მას გიულენის ინსტიტუტმა გადასცა პატარა ხალიჩა, რომელზეც კოფი ანანის სურათი იყო გამოსახული.

ვები: მე ვამაყობ იმით, რომ გიულენის მოძრაობის ნაწილი ვარ

კოფი ანანის შემდეგ გიულენის შესახებ ისაუბრა ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგემ პროფესორმა მარკ ვებმა: “ბატონ გიულენს პირადად არ ვიცნობ. მაგრამ იესო ქრისტე ამბობს: “ხე მისი ნაყოფის მიხედვით იცნობაო”. მე იმისათვის, რომ გამეცნო გიულენი მისი ნაყოფი გავსინჯე. თქვენც, ახლა, ამ დარბაზში მის მიერ გამოღებული ნაყოფის მოწმეები ხართ. მე ამაყი ვარ იმით, რომ გიულენის მოძრაობის ნაწილი ვარ.”

ღონისძიებას ესწრებოდნენ ტეხასის შტატის დეპუტატი დოქტორი ალმა ალენი, რიცის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფ. ლინ რაგსდალი, მისისიპის სენატორები ჰილმან ფრაზიერი და ჰანკ ზუბერი, Fოხ 26 თV-ის გენერალური დირექტორი დ’არტაგნან ბებელი, Hოუსტონ Lიმან საწარმოების გენერალური დირექტორი ჯეიმს ედმონდსი, ნორვეგიის მთავარი კონსული ლას სეიმი, აშშ-ის ყოფილი ელჩი კატარში ჩეიზ უნთერმეიერი, ინგლისის მთავარი კონსული პოლ ლინჩი, ჰიუსტონის პოლიციის განყოფილების წარმომადგენელი სტეფან დანიელი, მასწავლებლები, მთავარი კონსულები, წარმატებული ბიზნესმენები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.