გულმოწყალება

სიყვარული ადამიანის არსში
სიყვარულისა და გულმოწყალების ატმოსფერო

გულმოწყალება სამყაროს საფუძველია. ამ გრძნობის გარეშე ამქვეყნად ქაოსი დაისადგურებდა. სამყაროში ყველაფერი გულმოწყალების მეოხებით წესრიგდება.

ზეციური სამყაროდან გამოგზავნილი შემწყნარებლობის გზავნილით ჰარმონია ისადგურებს და ყველაფერს თავისი ადგილი მიეჩინება. იმქვეყნიური სამყაროდან ამქვეყნიურამდე ყველაფერი საოცარი დიდსულოვნებითა და ჰარმონიით სწორედაც, რომ შემწყნარებლობის მეშვეობით აღწევს.

ყველაფერი თავისებურ რეპეტიციას გადის, რის შედეგადაც იგი მარადიულ ყოფიერებაში შეიძენს ფორმასა და დაიმკვიდრებს ადგილს. ყველა სულდგმული ამ მიმართულებით ძალისხმევას ავლენს. ამ ძალისხმევის დროს ის ვინც წესსა და რიგს გამოავლენს ყველა მოწყალებას იმსახურებს.

განა შეიძლება სათანადოდ არ დავაფასოთ მთრთოლვარე ამინდის მშვენიერება. კამკამა წყლის კლაკნად მიმოქცევა და ჩვენს თვალწინ გაცოცხლებული გულმოწყალება? ღრუბელი, რომელსაც მოწყალების ფრთები შეუსხავს ზემოდან გვიმზერს. მშობლიურ წიაღს მოწყვეტილი წვიმა წელზე სარტყელშემორტყმული მხედარივით ჩვენს საშველად მოეშურება. ელვა თუ მეხი ქუხილით `უსაზღვრო მოწყალებით~ ღაზის მკითხველად იქცევა. მიწაა თუ ზღვა, ხეა თუ ბალახი, პირისპირ მუხლმოდრეკილნი სხვადასხვა სიტყვებითა და მელოდიებით შემწყნარებლობის სიმღერას მღერიან.

აბა ამ ჭიაყელას დამიხედეთ! ისიც კი ცდილობს, რომ მოწყალება მიიღოს. იგი ის დაუღალავი მგზავრია, რომელიც ამ მიმართულებით ბევრ ქმნილებას წყალობას მიაგებს. მოწყალე მიწა უშურველად მკერდს გადაუშლის მას. ისიც ამ ცხელი კალთის თითოეულ მიწის მტკაველზე ასობით ნაყოფს ტოვებს. თვით მიწასაც კი ამგვარად ჰაერის ნაკადი დაჰკრავს ამიტომ გაღვივდება კიდევაც და ამგვარად უფრო ბარაქიანი ხდება. მიწა ჭიაყელასათვის, ჭიაყელა კი მიწისათვის წყალობაა. იმ უვიცებს რა უნდა ვუთხრათ, რომლებიც ბალახსა და ფესვებს წვავენ? რა საბრალოა ეს ადამიანი! იგი იმასაც კი ვერ აცნობიერებს, რომ მიწასაც და ჭიაყელასაც უმოწყალოდ მოექცა!

ერთიც ამ ფუტკარს, რომელიც ათასობით ყვავილს ეკეკლუცება და აბრეშუმის ჭიას დამიხედეთ, რომელიც აბრეშუმის ჭიის პარკის ტუსაღად ქცეულა. რას არ იტანენ და რას არ ეგუებიან იმისათვის, რომ შემწყნარებლობის ორკესტრს ხმა შეუწყონ. განა შეიძლება არ დავაფასოთ ამ წარმოსადეგ ვაჟკაცთა თავდაუზოგავი შრომა იმისათვის, რომ ადამიანი თაფლით უზრუნველყონ და მატყლით შემოსონ.

ოდესმე გიფიქრიათ თუ რაოდენ გმირია ქათამი, რომელიც თავისი წიწილისათვის ძაღლსაც კი თავს შესწირავს, როგორი გულადია მშიერი მხეცი, რომელიც დაძლევს შიმშილის გრძნობას და ყველაფერს რასაც კი ხელთ იგდებს პირმშოს აპურებს? ამქვეყნად ყველაფერი, დიახ ყველაფერი გულმოწყალებაზე გვაფიქრებს და მასზე მეტყველებს. ამის გამოა, რომ სამყაროს შეიძლება ამ გულმოწყალების სიმფონიით შევხედოთ. ნაირნაირი ხმა და სუნთქვა, ცალკე იქნება თუ წყვილად, ისე რიტმულად მიედინება, რომ შეუძლებელია ეს არ დავინახოთ და არ გავაცნობიეროთ. უფრო ძნელია ვერ შევიცნოთ, რომ ამ ნაწილ-ნაწილ შეცოდებისა და ალერსის მიღმა ის უკიდეგანო წყალობაა, რომელიც ყველაფერს გარს შემოხვევია და ამ ფარულ გუნდს განაგებს.

ამ მოვლენების წინაშე ადამიანი ნებითა და ცნობიერებით, მოსაზრებითა და ფიქრით `კონცენტრირებულად~ ამ უსაზღვრო ღვთისმოწყალებითა და სუნთქვით მოვალეა ხმა აუწყოს ამ მელოდიას. თითოეული ადამიანი საზოგადოების, რომელშიც ცხოვრობს, კაცობრიობისა და მთელი სულიერი არსებების წინაშე ვალდებულია მოწყალება გაიღოს. ის იმდენად მაღლდება რამდენადაც ამ გზაზე მოწყალებას გაიღებს, თუკი იგი ამ გზაზე ძალადობას, ტირანიას, ჩაგვრასა და უსამართლობას ჩაიდენს იგი კაცობრიობის ლაქად იქცევა. ასეთ არაკს გვეუბნებიანL: ერთი მორწმუნე, რომელსაც წყურვილისაგან შეწუხებული საცოდავი ძაღლი შეცოდებია და წყალი დაულევინებია სამოთხემდე ამაღლებულა ხოლო ის ადამიანი, რომელმაც თავის სახლში კატა მშიერი მიატოვა, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია ჯოჯოხეთში მოქცეულა.

მიუტევეთ და მიტევებული იქნებით! იმ ადამიანს, რომელიც ამქვეყნად შემწყნარებელია იმქვეყნად ერთი ასად მიეზღვება.

ჩვენი წინაპრები, რომლებიც ამ საიდუმლოს ჩასწვდნენ ყველგან ათასობით მოწყალების ცეცხლი დაანთეს, ადამიანების გარდა ისინი ცხოველების გადარჩენისა და დაცვის კერას აარსებდნენ. ამგვარი საქმიანობა ღრმა შემწყნარებლობით ხასიათზე მეტყველებს, რომელიც შინაგანად მათ კარგად ჰქონდათ გათავისებული. ვინ უწყის ფრთამოტეხილმა ყარყატმა და ფეხმოტეხილმა ფრინველმა რომელ გულმოწყალე ადამიანზე იმოქმედა, რომ შთააგონა იგი იმ უცხო ფრინველების მსგავსად რომელთაც თავისი სამკვიდრებლისათვის ვერ მიუღწევიათ ცხოველთათვის თავშესაფარი მიეჩინა.

ნეტავი შეგვეძლოს ისეთი შემწყნარებელნი ვიყოთ ადამიანთა მიმართ როგორც ისინი ცხოველთა მიმართ! როგორ დაუნდობლადაც საკუთარ თავს მოვექეცით, ჩვენს თაობასაც ისევე ამ უმოწყალობით დავღუპავთ. ამ დამღუპველ შემთხვევებისა და გაუსაძლის ატმოსფეროში ყოფნის მიზეზი სწორედაც, რომ ჩვენ ვართ. ისიც აღსანიშნავია, რომ შემწყნარებლობის უსაზღვროდ გამოხატვა და ჩვენში ბოროტად გამოყენება შეუწყნარებლობის ტოლფასია, უფრო მეტიც დანაშაულიც კია.

შემწყნარებლობა, რომელიც დროულადაა გაღებული, სიცოცხლის წყაროა, ხოლო ელექსირი, მისი გამოყენება კი საწამლავია, ჯოჯოხეთის ხეა. მთავარია ჩასწვდე ამ შენაერთის არსს. ჟანგბადი და წყალბადი გარკვეული დამოკიდებულებით ერთ შენაერთს, ცხოვრებისეულ ელემენტს ქმნიან, ხოლო მაშინ როდესაც ეს კავშირი ირღვევა და ერთმანეთს გამოეყოფიან ისინი ძველ სახეს იღებენ. ამგვარი შემწყნარებლობა კი მნიშვნელოვანია რა ზომით და ვის მიმართ იქნება გაღებული. მტაცებელი ცხოველის მიმართ შემწყნარებლობის გამოვლენა მასში მადას აღძრავს, ხოლო შემდგომ კი იგი თავის სარჩოს მოინადირებს. შემწყნარებლობა თავნებას აგრესორად აქცევს და სხვებზე თავდასხმისაკენ უბიძგებს. არ შეიძლება მიეტევოს მას ვინც სხვისი მოწამვლით ნეტარებას განიცდის. ამ ადამიანების დანდობა მსოფლიო ბატონობის შხამიანი გველთათვის ხელში ჩაგდებას ნიშნავს.

ეს კი იმ დაზარალებულთა მიმართ რომელთაც ხელები სისხლით აქვთ გასვრილი, გულიც დასისხლიანებული აქვთ და თვალიც შემზარავი დაუნდობლობაა. ამგვარი საქციელი იმას გავს, რომ მგელი შევიცოდოთ და უდანაშაულო კრავის სამართალი არაფრად ჩავთვალოთ. ასეთი საქციელი მგლებსაც გააცინებს და მთელს ზეცას ვაებასა და ოხვრას მოუტანს.

*ეპოქა და შთამომავლობა გვ. 53-56 ( სტატია დაწერილია 1980 წლის ნოემბერში)

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.