რელიგიათა შორის დიალოგისა და თანამშრომლობის შესახებ

ფეთჰულაჰ გიულენი რელიგიათა შორის დიალოგსა და თანამშრომლობას მხარს მტკიცედ უჭერს და სტიმულს აძლევს. იგი ამბობს: \"წინასწარმეტყველი ყველა ადამიანს სავარცხლის კბილების მსგავსად თანასწორებად აღიარებს. ისლამში არ არსებობს დისკრიმინაცია რასის, ფერის, ასაკის, ეროვნებისა და სხვა ფიზიკური ნიშნების მიხედვით, წინასწარმეტყველი ბრძანებს: \"თქვენ ყველა, ადამისაგან მოდიხარს, ადამი კი _ მიწისაგან, მონებო ღვთისა, იყავით ძმები\".

გიელნის მიხედვით, რელიგია საფუძვლებში პოლიტიკური პრობლემა ანდა სახელმწიფო პრობლემა კი არ არის, არამედ პიროვნული ან საზოგადოებრივი პრობლემაა.

გიულენი აცხადებს, რომ ყველა რელიგია ერთი საფუძვლიდან მომდინარეობს. მუსლიმანი ამავე დროს აბრაამის, მოსეს, დავითის, იესო ქრისტეს და სხვა წინასწარმეტყველების ჭეშმარიტი მაღიარებელია. ამით აიხსნება ის, რომ ქრისტიანები და ებრაელები ისტორიის მანძილზე, როდესაც ისინი თურქული მმართველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, თავისუფლად სარგებლობდნენ თავიანთი რელიგიური უფლებებით.

გიულენი მტრობას უარყოფს. კონფრონტაციისა და პიროვნული ინტერესების ნაცვლად ურთიერთობები აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს რწმენას, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთდახმარებას და ურთიერთგაგებას.

ამ მიზნით გიულენი 1994 წელს სათავეში ჩაუდგა \"ჟურნალისტებისა და მწერალთა ფონდს\", რომლის საპატიო პრეზიდენტი გახდა და თავისი საქმიანობით საზოგადოების ყველა ფენაში ხელს უწყობს დიალოგსა და შემწყნარებლობას. ფონდმა 1995 წლის თებერვლის თვეში რამაზანის გახსნილების დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთ-ერთ გრანდიოზულ სასტუმროში დიდი წვეულება გამართა, 1000-ზე მეტ მოწვეულთა შორის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ.

ფონდმა 1997 წელს \"ცივილიზაციათაშორისი დიალოგის\" სახელწოდებით გამართა საერთაშორისო კონფერენცია. ამ ორგანიზაციის მიზნად გამოაცხადეს ცივილიზაციათაშორის კონფლიქტების დიალოგების მეთოდით შეცვლა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეუსმა, სტამბოლში ვატიკანის წარმომადგენელმა მონსინიორ ჯორჯ მოროვიჩმა, კათოლიკური თემის ლიდერმა, თურქული პროტესტანტული პრესვიტერიანული თემის წარმომადგენელმა და საბერძნეთის გენერალურმა კონსულმა. ფონდის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებებს მომავალში ცივილიზაციათა შორის კონფლიქტის წარმოშობის შესახებ.

ფ. გიულენი 1998 წელს ვატიკანში რომის პაპს და უფრო მოგვიანებით, იერუსალიმში მთავარ ხახამს შეხვდა. ფონდმა 2000 წლის აპრილში განლიურფასა და სტამბოლში გამართა სიმპოზიუმი სახელწოდებით \"დიალოგი _ იმედის სიმბოლო და რწმენის კავშირი: \"წინასწარმეტყველი აბრაამი\" (წინასწარმეტყველ აბრაამის სამშობლოდ ითვლება თანამედროვე თურქეთის ქალაქი ურფა _ მთარგმნ.).

გიულენის მოღვაწეობასა და მის შეხედულებებს დიალოგის შესახებ მთელი რიგი პირები და ჯგუფები სისტემატურად აკრიტიკებენ. ეს ჯგუფები შედგებიან პოლიტიკური სპექტრის ორი უკიდურესი ფრთისაგან ულტრამემარცხენე და ულტრაკონსერვატორი მუსლიმანებისაგან. როგორც ფონდის გენერალური მდივანი ჯემალ უშაკი აღნიშნავს, გიულენისა და რომის პაპის შეხვედრამ რადიკალების და ფანატიკოსების მკაცრი შეფასება გამოიწვია, მაგრამ უმრავლესობა, რომელიც ზომიერებას უჭერს მხარს, გიულენს ულოცავს.

როგორიც არ უნდა იყოს ეთნიკური, იდეოლოგიური, რელიგიური და კულტურული ფონდი, მოძრაობა მიზნად ისახავს ერთმანეთს შეახვედროს ყველა მოაზროვნე და ინტელიგენტი. აბანთის პლატფორმის კონფერენციები, რომელსაც ყოველ წელს ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდი თურქეთის პრობლემებზე მართავს, სხვადასხვა თვალსაზრისის მქონე ინტელიგენტისა და მოაზროვნისათვის ამ პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთი საშუალებაა. ეს ფონდი არის ადგილი, სადაც ინტელიგენტები ლაიციზმის, სეკულარიზმის, რელიგიისა და ლოგიკური ურთიერთობის სხვა საკითხებზე ურთიერთგაგებას აღწევენ. ეს არის ისეთი ქმედება, რომლის მსგავსს თურქეთის ისტორიაში ვერ ვხვდებით.

გიულენის შეხედულებებმა და პრაქტიკამ მხარდაჭერა მოიპოვა ცნობილ მოაზროვნე ლიბერალურ ინტელიგენტებს შორის, რომლებსაც სწამდათ, რომ თურქეთის პრობლემების გადაჭრა დამოკიდებულია კონსენსუსის მიღწევაზე. ასეთ ინტელიგენტთა წრეში შედიან ჟურნალისტები მეჰმეთ ალთანი, ასალი ბაირამოღლუ, მეჰმეთ ბარლასი, ეთიენ მაჰჯუფიანი, მეჰმეთ ალი ბირანდი, გულაი გოლქთურქი, თაჰა აკიოლი, ჯუნეით ულსევერი, ჯენგიზ ჩენდარი და სხვ.

გიულენის ინიციატივებმა რელიგიათაშორისი დიალოგის თაობაზე თურქეითს რელიგიათა საქმეების სამმართველოს როლიც კი შეცვალა. როდესაც გიულენი ინტენსიურად მუშაობდა რელიგიათაშორისი დიალოგების საკითხებზე და რომის პაპს შეხვდა რელიგიათა საქმეების სამმართველოს პასიურობა გაკრიტიკებული იქნა. ცოტა ხნის შემდეგ სამმართველომ თავისი შეხედულებები სავსებით შეცვალა და რელიგიათაშორისი დიალოგის ელემენტები ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის დიალოგის ჩათვლით, თავისი საქმიანობის დღის წესრიგში შეიტანა.

რელიგიათა სქამეების სამმართველოს თავმჯდომარე მეჰმეთ ნური ილმაზი, რომელიც გიულენის გაკვალული გზით მიდის, 2000 წლის 16 ივნისს ვატიკანში ჩავიდა და რომის პაპს შეხვდა. ამ მოვლენამ თურქეთში მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია. ჟურნალისტები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ სხვადასხვა რელიგიებს შორის დიალოგის გამართვა მისასალმებელია.

თანამშრომლობა დასავლეთთან

ფ. გიულენის გაგებით ტერმინმა უმმეთ-მა (თურქულად უმმეთ _ რელიგიური თემი _ არაბულად უმმათ _ ერი, ხალხი _ მთარგმნ.) გადალახა ეროვნული საზღვრები და სოციალურ-კულტურულ მოვლენად იქცა, იგი არ არის პოლიტიკურ-სამართლებრივი მოვლენა; გიულენი იმედს გამოთქვამს, რომ ეს სოციალურ-კულტურული მოვლენა ზოგადსაკაცობრიო მშვიდობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტად იქცევა.

მსოფლიო მშვიდობის მიღწევის მიზნით გიულენი ზუსტად აყალიბებს თანამშრომლობის პროექტს ისლამსა და დასავლეთს შორის. რადგანაც მსოფლიო თანდათან გლობალიზაციის პროცესს განიცდის, დასავლეთი და ისლამი ურთიერთგაცვლითი ურთიერთობების საჭიროებას გრძნობენ. დასავლეთს გააჩნია სამეცნიერო, ტექნოლოგიური, ეკონომიკური და სამხედრო უპირატესობა. ისლამსაც გააჩნია მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო ფაქტორები. დედნის მდგომარებაში დაცული ღვთაებრივი წიგნი და წინასწარმეტყველის სუნა, რწმენის საფუძვლების სიახლე, სულიერი არსი, კარგი შრომა და სათნოება, რაც 1400 წლის მანძილზე ნათლად გამოჩნდა.

გიულენის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში და უსაფრთხო ვითარებაში დასავლეთის საქმიანობასა და ცხოვრებაში მონაწილეობა, დასავლეთის მიერ მიღწეული პროგრესის გადმოღება დასაძრახისი არ არის.

გიულენი გლობალიზაციის პრობლემებზე სწრაფად ახდენს რეაგირებას. მხარს უჭერს ევროპის კავშირში თურქეთის შესვლას. ამ საკითხზე ის შემდეგს ამბობს: \"თუ ევროპა და თურქეთი მიაღწევენ ორივე მხარისათვის მისაღებ შეთანხმებას, მომავალი იმედის მომცემი იქნება. მაგრამ ეს მოითხოვს ისეთ ჭკვიან ადამიანებს, რომლებიც ერთი თვალით ფართო სამყაროს შესცქერიან, მეორეთი კი საკუთარ სამყაროს\".

გიულენი თურქებს, მათ შორის თურქეთის წარმომადგენლებსა და ელჩებს, ურჩევს, რათა გადასახლდნენ საზღვარგარეთ. გიულენის შეხედულებებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რეალიზმს. იგი ხშირად იმეორებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო ლიდერია და რუსეთისა და ჩინეთის მსგავს ანტიდემოკრატიულ ქვეყნებთან შედარებით საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს.

მოძრაობის გლობალური ხედვა ყალიბდება გიულენის ზემოთ გადმოცემული შეხედულებების მიხედვით. გიულენის გლობალური ხედვის შესაბამისად გაზეთი \"ზამანი\", ზოგიერთი ნომერი _ ორ ენაზე. გიულენის შეხედულებების შესახებ სამანიოლუს ტელეარხი გადაცემებს აკეთებს ევროპაში, გუა აზიასა და კავკასიაში. გიულენის წიგნები თურქულენოვან ენებზე ინგლისურად, რუსულად და ალბანურად ქვეყნდება და სხვადასხვა ქვეყნებში იყიდება.

მოძრაობის დღის წესრიგში დგას რელიგიათაშორისი დიალოგი ყოველ მხარეში. ქვეყნებში ქმნიან რელიგიათაშორის ორგანიზაციებს, საზოგადოებებს, მრევლებს, ანდა მჭიდრო კავშირს ამყარებენ სასულიერო პირებთან. ასე მაგალითად, კორეაში მყოფმა თურქმა ბიზენსმენებმა თურქეთში ჩამოიყვანეს ბუდისტი ბერები, რათა ნახონ ისტორიული ადგილები, სადაც სხვადასხვა სარწმუნოებების აღმსარებლები ერთმანეთთან მშვიდობიანად ცხოვრობენ. ტაილანდში ფათიჰის კოლეჯის ხელმძღვანელები სისტემატურად სტუმრობენ ბუდისტთა ადგილსამყოფელებსა და ბერებს ინფორმაციას აწვდიან ტაილანდელი მოსწავლეების წარმატების შესახებ. რუსეთში, რუმინეთში, სამხრეთ აფრიკაში, სენეგალში და სხვაგან ანალოგიური ღონისძიებები ტარდება. ყველას სწამს, რომ რელიგიათაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგი მსოფლიოში მშვიდობას აუცილებლად მიაღწევს. ამის პირველი ნაბიჯი იქნება წარსულში არსებული რელიგიური დაძაბულობის გაქრობა და საერთო ღირებულებებისათვის პრიორიტეტების მინიჭება.

მასწავლებლები, ხელმძღვანელები და საცხოვრებლად ჩამოსული ბიზნესმენები ხაზგასმით იმეორებენ, რომ მათი მიზანი არის \"შემწყნარებლობისა და ურთიერთგაგების საუკუნისათვის მომზადება, რომელიც ადამიანს მიიყვანს ცივილიზაციათა თანამშრომლობამდე და მსოფლიოს ყველა ადამიანებს შორის კავშირების გაძლიერებამდე\". საერთო ღირებულებები, რომლებსაც ადამიანები შეითვისებენ არა მხოლოდ ერთი ერის ფარგლებში, არამედ მთელ მსოფლიოში ეროვნულ-პოლიტიკური საზღვრების გადალახვის გზით უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც მათ აცალკევებს და ანაწევრებს\".

სხვადასხვა ქვეყნებში დაარსებული სასწავლებლები არის ერთადერთი გამორჩეული თურქული მოვლენა. ეკონომიკური და სოციალური გამოკვლევების ფონდის დირექტორი და ლონდონში თურქეთის ყოფილი ელჩი ოზდენ სანბერგმა თურქი ლიბერალი ინტელიგენციის დამოკიდებულება ამ სკოლების მიმართ მოკლედ ასე გადმოგვცა: \"თუ მხედველობაში მივიღებთ სტრატეგიულ თვალსაზრისს, რომ ეს სკოლები წარმოადგენენ ერთადერთ თურქულ მოვლენას მათ სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს\". ყველა სკოლა მხარს უჭერს ევროპის კავშირში თურქეთის შესვლას.

გიულენი ამჟამად თურქეთში აღიარებულია როგორც მოაზროვნე ლიდერი. გაზეთები მას ზოგჯერ მოიხსენიებენ თურქეთის არაოფიციალურ სამოქალაქო-რელიგიურ ლიდერად. მილიონობით ადამიანებზე გავლენის მოპოვებამ, დაწესებულებების შექმნამ, თავისი შეხედულებების ცხოვრებაში დანერგვამ, ოქროს თაობის აღზრდამ, გლობალური მშვიდობის განმტკიცების იდეალების განხორციელების რწმენის დანერგვამ და აქტიურმა მოღვაწეობამ იგი ორიგინალური პიროვნება გახადა.

 

იჰსან ილმაზი,
ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი

ახალი ხიდი, 2003 წელი (3)

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.