მოსაზრება ალჟირის ტერორის შესახებ

ალჟირში ცოტათი განსხვავებული ვითარებაა. ალჟირშიც ისევე როგორც ჩვენთან დემოკრატიამ ეხლახანს შეაღწია. დემოკრატიის გზით მავალთათვის გზა გახსნილად გამოცხადდა. შემდეგ კი დემოკრატიას გზა გადაუჭრეს. მე ამ მდგომარეობის შესახებ ასე ვიტყოდი, თუ ისინი დემოკრატიის შემოსვლას გზას გადაუკეტავდნენ მაშინ სჯობდა, რომ თავიდანვე არ გაეხსნათ მისთვის გზა. მათ მორწმუნე ადამიანების რელიგიის სახელით ხელისფელბისაკენ მიმავალი გზა უნდა გადაეკეტათ. ის რაც მათ ამ გზის გახსის შემდეგ ჩაიდინეს დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების თვალსაზრისით სამარცხვინოა. დასაგმობი ქმედებებისა და მცდარი პოზიციების შედეგად გრძნობები მოქმედებაში გადადის და ადგილი აქვს წაქეზებებს რის შედეგადაც წაქეზებულებმა შესაძლოა არასასურველი რამ ჩაიდინონ. ასეთ შემთხვევაში მათი საქციელის მსგავს ქმედებებს უფრო სპეცსამსახურები ჩადიან და თავის ნამოქმედარს სხვას მიაწერენ ხოლმე.

ალჟირში ტერორს ამვარი განსხვავებული პარამეტრები გააჩნია. თუკი იქ ერთ ორ კაცს რისხვა მოჭარბება და ზოიერთი მცდარი ქმედება ჩაუდენია ამ შემთხვევაშიც კი სინამდვილე სხვავარადაა:ისლამურ სამყაროში კაცთაკვლის შესახებ არ შეიძლება საუბარი თუნდაც იგი მაჰმადიანთა ინტერესებისათვის იქნას ჩადენილი. არაფერი ისე არ ეწინაარმდეგება ისლამის ბუნებას როგორც ტერორიზმი.

დავიმოწმოთ ღვთით კურთხეული ყურანი სადაც ტყუილუბრალოდ ერთი ადამიანის მოკვლა მთელი კაცობრიობის მოკვლის ტოლფასად არის მიჩნეული. (მაიდე 5-32) იბნი აბასიდან დაწყებული ყურანის მრავალი კომენტატორი იმ თვალსაზრისისაა, რომ კაცის მკვლელის ადგილი სამუდამოდ ჯოჯოხეთშია. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ ისლამური სამყაროს გულისათვის ჩაიდენთ რაიმეს თქვენთვის იმქვეყნიურ უბედურებას შეამზადებთ. ანუ იმგვარ დანაშაულს ჩაიდენთ, რომლის საფასურადაც თქვენ მარადიულ ჯოჯოხეთს დამახურებთ. ეს ყურანის სარწმუნოების სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ გასარისხებლად მზა ადამიანებს აგულიანებენ. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან წილად ისევე როგორც თურქეთში ხდება უდანაშაულო ისლამურ საზოგადოებში გამოჩნდება რამოდენიმე ადამიანი, რომელიც აქეზებს საზოგადოებას რაც შედგომში დიდი მოვლენების გამომწვევი ხდება. ალჟირში მომხდარი მოვლენების სხვა განზომილებაც ეს არის. ნეტავ ამგვარი მოვლენებისთვის გასაქანი არ მიგვეცა! მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, რომ მიეცა. ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ ემოციების ამგვარ გამოვლინება კიდევ ერთხელ უნდა იქნეს გადახედილი რათა იგი ჭეშმარიტ მუსულმანობასთან იქნეს თანაფარდობაში მოსული. ტერორით ვერაფერ სასიკეთოს ვერ მივიღებთ. ჭეშმარიტებას კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი: მუსლიმები ტერორის გზით ვერაფერს გახდებიან. ტერორით რაიმეს მიღწევის შემთხვევაში ქვეყანა მხოლოდ უბედურებამდე მივა. ეს გზა იმ ქვეყნად ჯოჯოხეთისაკენ მიემართება.

ისლამურ სამყაროში მუშტი-კრივი და შეხლა-შემოხლა დაუშვებელია. თუკი ისეთი ადამიანის დასჯის მიზნით, რომელიც სასჯელს იმსახურებს მათ იარაღშესხმული თავს დავესხმით, ამას ბევრი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი მოყვება. ეროვნული განძი გათელილ იქნება. ამგვარი ქცევით ადამიანებს ვხოცავთ, მინიმუმ მათი სიკვდილის მიზეზს ვქმნით და ყველაფერი ამის შემდეგ თქვენს უბედურებას ვამზადებთ. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ სისხლის სამართლის დამნაშავეები არამედ უდანაშაულო ადამიანებიც ზიანდებიან. ეს გარემოება ისლამით ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული.

* იბნი ქესირ ყურანის განმარტება 2,335

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.