სპორტი და დიალოგის წარმართვის პროცესი

მსოფლიოში საკომუნიკაციო ქსელების განვითარებასთან ერთად დემოკრატიის, მშიდობის, დიალოგის წარმართვის, შემწყნარებლობისა და გულმოწყალების ცნების დამკვიდრება რეალობად იქცა. იმისათვის, რომ ეს ცნებები უფრო გავრცელდეს და ადამიანებმა მათი სიკეთით სარგებლობა შეძლონ ყველას ინდივიდუმი იქნება თუ მთლიანობაში საზოგადოება გარკვეული მოვალეობების შესრულება ევალებათ.

ამ საკითხში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალის წყარო და კომუნიკაციის საშუალება, რომელსაც ძალუძს საზოგადოებაზე ზეგავლენა მოახდინოს უეჭველად სპორტია. ყველაფერი მყისვე მსიფლიოს ერთი ბოლოდან მეორეს შეიძლება გადაეცეს. ის დიალოგი და მიმტევებლობის თვალსაზრისი, რომლის აუცილებლობაში ჩვენი ქვეყნის მარადიული არსებობისა და ხვალინდელი დღისათვის მიგვაჩნია სხვა პარალელურად არსებულ საშულაებებთან ერთად ყველას სპორტის მეშვეობითაც ეცნობება.

მაგალითად,ADფეხბურთში შესაძლებელია დადებითად შევაფასოთ ის 90 წუთი, რომელიც საფეხბურთო მოედანხე გადის. ფეხბურთელები მოედანზე მაყურებელს ყველაფერ იმას აჩვენებენ რისი უნარიც აქვთ, ტრიბუნაზე მყოფ გულშემატკივრებს სასიამოვნო წუთებს განაცდევინებენ და ადამიანობის თვალსაზრისითაც იმგვარ სათნოებებს ადვილად წარმოაჩენენ, რომლის უარყოფასაც ვერავინ შეძლებს. დიახ 90 წუთის ამგვარად შეფასება უაღრესად მნიშვნელოვანია. მაგრამ სპორტული სანახაობის გარდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც არსებობს, ეს იმთავითვე ის არის, რომ სპორტულ შეჯიბრებეში დამარცხებული და გამრჯვებული მხარეები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ხელს ართმევდნენ და ეხვეოდნენ და ამგვარად მაყურებლებს ჯელტმენობის მაგალითებს უჩვენებენ. მოვა დრო და მათი ამგვარი საქციელი ტრიბუნაზე მყოფ ადამიანებზეც მოახდენს ზეგავლენას, ეს კი ჭკუის სასწავლებელი იქნება მათთვის ვინც სკამებს წვავდნენ, ერთმანეთს ლანძღავდნენ, ერთმანეთს ერეოდნენ და ხშირად მათი დაპირისპირება სისხლის ღვრით მთავრდებოდა. სწორედაც, რომ მხარეების ერთმანეთთან ჩხუბისა და მუშტიკრივის ნაცვლად სიყვარულითა და ხელის ჩამორთმევით დაშორება, დღეს უმნიშვნელოდაც რომ მოგვეჩვენოს, შუღლსა და სიძულვილს თუნდაც მცირეოდენ გაანეიტრალებს, რაც მსოფლიოს დღეს ძალიან სჭირდება.

ადამიანების ნაწილი რომლებიც ჩხუბს ატეხენ ქვეყნის შიგნით იქნება თუ მის ფარგლებს გარეთ, როგორც ჩანს მაინცდამაინც დიალოგისა და ადამინური ურთიერთობების გზით მოლაპარაკებების წარმოებას არ მოინდომებენ. ამიტომაც ჩვენ ვალდებულნი ვართ თავშეკავებულად მოვიქცეთ. ყველა საკითხში სიღრმე და გულწრფელობა, აზრი და განსჯა ყოველთვის წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ. გარდა ამისა ყველა პროფესიას კუთვნილი უნდა მიეზღვოს და მხოლოდ პროფესიის საჭიროებისა და მიხედვით უნდა მოვიქცეთ. იმამი მეჩეთში საკუთარ ხმას მიმართავს მაგრამ ეს იქნება თეატრისა თუ კინოხელოვანი ან კიდევ მწერალი ამგვარად ვერ მოიქცევა. იგი სხეულის ენას, როლის უნარს, თუ მწერალია კალამს წინა პლანზე წამოწევს და თავის სათქმელს ხელოვანის, ლიტერატორის ენით იტყვის. ამგვარ ქცევას თავისი დადებითი მხარე აქვს და თუ კი არა აქვს თავისი შეტყობინების ეფექტი და გავლენა იმსხვრევა და მის მიერ გზავნილსაც არავითარი სარგებელი აღარ მოაქვს. ეს ვითარება სპორტზეც ვრცელდება. მაგალითად, გატანილი გოლის შემდეგ `მე ეს რწმენით გავაკეთე, ეს ღვთის ნება იყო~ ამგვარი რამ არ უნდა იყოს წარმოთქმული. ამის ნაცვლად სპორცმენი მაყურებელს საკუთარ თავზე საკუთარი წარმატებით, ზრდილობიანი ქცევითა და ცხოვრებით უნდა მოუთხრობდეს.

დიახაც, სამწუხაროდ დღეს სახეზეა ზოგიერთი ღირებულების გაუფასურება. მწამს, რომ რელიგიის მიერ აღქმული სიმშვიდე და ნდობა იმქვეყნიური ცხოვრების უზრუნველყოფა, ყველას წყალსა და პურზე მეტად ესაჭიროება. თუ ამ ყველაფრისაკენ გზას გამოვნახავთ ჩვენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. თითქმის მთელს მსოფლიოში ბევრი ადამიანი რომელსაც მაჰმადიანობის სახელით რაიმეს გაკეთება უნდა ამ მნიშვნელოვან საკითხს უხეშად უდგება, იმის ნაცვლად, რომ შეაყვაროს მათ ხდება საწინააღმდეგო მათში სიძულვილს იწვევს და ადამიანთა შორის გადაულახავ ბარიერებს ქმნის. მაშინ როდესაც მუსლიმანობა ადამიანთა დამაკავშირებელი ხიდი, გზა და უფსკრულის ამომვსები საშუალება უნდა იყოს.

ერთი სიტყვით რომ შევაჯამოთ სპორტი, ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლის ფასი საზოგადოებაში დიალოგის გამართვასა და მიმტევებლობის დამკვიდრებაში აუცილებლად დადებითად უნდა შეფასდეს.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.