მშვიდობისა და დიალოგის არქიტექტორები

`დიალოგ ევრაზიის პლატფორმა-საქართველოს~ კომიტეტმა `შერატონ მეტეხი პალასში~ გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე: `მშვიდობისა და დიალოგის არქიტექტორები ევრაზიაში: დავით აღმაშენებელი და ფეთჰულაჰ გიულენი –ტოლერანტობა, როგორც გადარჩენის აუცილებელი პირობა.~

`დიალოგ ევრაზიის პლატფორმა-საქართველოს~ კომიტეტის თავმჯდომარემ გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ მათი ორგანიზაცია დაფუძნდა 1998 წელს სტამბოლში და მიზნად ისახავს ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას, დიალოგს. არსებითი კი ქველმოქმედებაა.

`ჩვენთვის მნიშვნელოვანია განათლება და კულტურა,-განაგრძო ალასანიამ,-ჩვენ არა ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გვაწუხებს პოლიტიკის საკითხები. ვფიქრობ, საზოგადოების ხმა ყოველთვის უნდა ისმოდეს და იმედია, ამას პოლიტიკოსებიც ანგარიშს გაუწევენ.~

M მრგვალმა მაგიდამ იმსჯელა ოთხ თემაზე: განათლება, კულტურის ძეგლთა შენახვა-დაცვა, ტოლერანტობა, ცივილიზაციათა და კულტურათა დიალოგი.

`დიალოგ ევრაზიის პლატფორმის~ პრეზიდენტმა, თურქმა მწერალმა ჰარუნ ტოკაკმა ისაუბრა დავით აღმაშენებლისა და ფეთჰულაჰ გიულენის ღვაწლზე ტოლერანტობის თვალსაზრისით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ აღნიშნა, რომ კულტურათაშორისი დიალოგი განათლების საზღვარზე გადის, ხოლო განათლება ტოლერანტობის, შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის საწინდარია.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა აჰმედ ჩეთინმა ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის მიერ ქართველ და თურქ ერებს შორის დიალოგში შეტანილ წვლილზე.

P პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ ამ ფორუმს საეტაპო უწოდა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო ურთიერთობებს. ოთარ თოიძემ მნიშვნელოვნად მიიჩნია საქველმოქმედო აქციები, რომელშიც თავადაც მონაწილეობს. მან მადლობა გადაუხადა ბატონ მესუთ ბოზქირს არა მარტო საქველმოქმედო სტიპენდიებისთვის, არამედ იმისთვისა, რომ კულტურის ეს ნაწილი მასში ჩანერგა. Mმისი თქმით, აღსანიშნავია შავი ზღვის უნივერსიტეტისა და ჩაღლარის საგანმანათლებლო სკოლების მეგობრული სული, რაც საქართველოს მოქალაქეებს განათლების მეტ საშუალებას აძლევს. ოთარ თოიძემ ყურადღება გაამახვილა იმ დიდ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რაც შარშან აგვისტოში ამ სკოლებმა გაუწიეს საქართველოს.

M მრგვალი მაგიდის მნიშვნელობას მშვიდობისა და დიალოგის განვითარების თვალსაზრისით ხაზი გაუსვა ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მესუთ ბოზქირმა.

საქართველოს მეცნიერებათ აკადემისს სახელით ფორუმს მიესალმა აკადემიკოსი, პროფესორი როინ მეტრეველი. Mმან ხაზი გაუსვა კონფერენციის მნიშვნელობას – ცივილიზაციათა და, საერთოდ, დიპლომატიური დიალოგი ახალმა ვითარებამ დღის წესრიგის აუცილებელ კომპონენტად დააყენაო. როინ მეტრეველმა ისაუბრა ძველი საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე, იმ ხერხებსა და საშუალებებზე, რითაც ქართული სახელმწიფო საგარეო-პოლიტიკური მიზნებს აღწევდა. `მე გავეცანი ფეთჰულაჰ გიულენის საქმიანობას და მის შრომებს. ჩემთვის საამაყო იყო, რომ ცხრა საუკუნის შემდეგ დავით აღმაშენებლის იდეებს მაჰმადიან წარმომადგენლებში გიულენის სახით ღირსეული გამგრძელებელი ჰყავს.~

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით ფორუმს მიესალმა მეუფე დანიელი. Mმისი თქმით, საქართველოს ეკლესია განაგრძობს იმ დიდ სამშვიდობო მისიას, რომელსაც ყოველთვის აღასრულებდა ისტორიის მანძილზე. Mმან ხაზი გაუსვა შემწყნარებლობის ტრადიციას ქართველ ხალხში, რომლის ერთ-ერთი უდიდესი გამოვლინება იყო ჩვენი დიდი მეფის - დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა. Eეს სულისკვეთება და ცხოვრების წესი ქართულ მოსახლეობაში საუკუნეების მანძილზე ინერგებოდა ეკლესიის ხელმძღვანელობითო.

`შემწყნარებლობა და მშვიდობა-ეს არის ბიბლიის უმთავრესი ჭეშმარიტება. Bბიბლია ქადაგებს ყოველთა მშვიდობას, ყოველთა სიყვარულს. საქართველომ, იმყოფება რა გეოგრაფიულად ევრაზიის საზღვარზე, შეძლო ისტორიის მანძილზე ჰარმონიული შეთანხმება როგორც დასავლური ისე აღმოსავლური კულტურებისა თავის კულტურასა და მსოფლმხედველობაში. ეს მოახერხა ისე, რომ არ დაეკარგა უნიკალური სახე. Eეს არის ქართველი ერის დიალოგის დიდი ისტორიული გამოცდილება. ვფიქრობ, ქართველ ერს მსოფლიოს საერთაშორისო ურთიერთობებსა და ხალხებს შორის შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს. Eეს არის დიალოგის კულტურა, რომელიც დღეს ასე სჭირდება მსოფლიოს,~-დაასრულა მეუფე დანიელმა.

გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მრგვალი მაგიდა ხელს შეუწყობს ცივილიზაციათა და, საერთოდ, დიპლომატიურ დიალოგს. მრგვალ მაგიდას ლაიტმოტივად გასდევდა ლიდერის პრობლემა, თუ რა შეუძლია ლიდერს ისტორიაში. ამიტომაც განსაკუთრებულად აღინიშნა დავით აღმაშენებლისა და ფეთჰულაჰ გიულენის ღვაწლი ამ თვალსაზრისით. E

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.