• მთავარი
  • ფიქრები
  • საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი წელი მიულოცა მთელ საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი წელი მიულოცა მთელ საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი წლის შემოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მთელ საქართველოს მიულოცა დამდეგი ახალი წელი.

მან აღნიშნა, რომ გასულ წელს ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე იდგა: მსოფლიო ფინანსური კრიზისი, ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა, ასევე პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელმაც თვეების განმავლობაში მოიცვა ჩვენი დედაქალაქი. ყოველივე ამას უნდა მოჰყოლოდა მომაკვდინებელი შედეგები, მაგრამ საქართველო გადარჩა, ვითარდება და დგება ფეხზე. საქართველოს მტერს სურდა ჩვენი ქვეყნის დაჩოქება, მაგრამ თუ ეს მან ვერ მოახერხა, ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის დამსახურებაა. საქართველოს გადარჩენის საიდუმლო ხალხის ერთიანობაშია. სწორედ ამ ერთიანობის გამო გადაუხადა მიხეილ სააკაშვილმა მადლობა ქვეყნის ყველა მოქალაქეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი წელი მიულოცა მთელ საქართველოს

პრეზიდენტმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად წარმოშობისა და რელიგიური მრწამსისა, თანაბრად უყვარს ჩვენი ქვეყანა, თანაბრად ეთაყვანება მის წარსულს და სჯერა მომავლის. ჩვენი გადარჩენის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ყველა შვილი ყოველთვის მზად იყო და მზად არის ქვეყნის აღმშენებლობისათვის და საჭიროების შემთხვევაში მისი დაცვისათვის. როგორც ეს ათასწლეულების განმავლობაში ხდებოდა, უნდა ვიყოთ მზად, რომ ერთ ხელში თოხი გვეჭიროს და მეორეში იარაღი. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი მომავალი არის ჩვენივე თავდადების, დიდი შრომისა და დიდი გმირობის პირდაპირი შედეგი.

დასასრულ, მიხეილ სააკაშვილმა ყველას მოგვილოცა ახალი წელი, ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატებები გვისურვა.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.