ქალი და ქალის უფლებები

კითხვა: რას ფიქრობთ ქალის უფლებებზე?

პასუხი: ეს ძალიან ფართო თემაა, ამავე დროს ის ღიაა განხილვისათვის. ჩემთვის ძალიან ძნელია შევაჯამო ყველა ჩემი ჩანაფიქრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი მხრივ ჩვენ არ ვყოფთ ერთმანეთისაგან ქალსა და მამაკაცს, მეორე მხრივ, მათ შორის არსებობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური განსხვავება.

ჩემი აზრით ქალი და მამაკაცი უნდა იყოს ჭეშმარიტების ორი მხარე, როგორც მედალიონის ორი მხარე. მამაკაცს ქალის გარეშე და ქალს მამაკაცის გარეშე არ შეუძლია არსებობა. თვით ცა არსებობს ისეთი, როგორიც არის, მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ერთად არიან. სწორედ ამიტომაც დარჩა ადამი თავის მეორე ნახევართან. ქალი და მამაკაცი ავსებენ ერთმანეთს.

ყურანი, ყურანის სწავლება და წმინდა შუამავალი არ ანაწევრებენ ქალს და მამაკაცს. მე ვფიქრობ, რომ პრობლემად გვევლინება ის, რომ ადამიანები ამ საკითხის მიმართ, ხშირად უკიდურესობაში ვარდებიან და ამით არღვევენ წონასწორობას.

კითხვა: მოიყვანეთ მაგალითი ქალის როლის შესახებ?

პასუხი: მუსლიმანური საზოგადოების ატმოსფეროში, სადაც ისლამი არაა „მოწამლული\" არამუსლიმანური ტრადიციებით, მუსლიმანი ქალები ყოველდღიური ცხოვრების სრულუფლებიან მონაწილეებად გვევლინებიან. მაგალითად: ისლამის ადრეულ პერიოდში, აიშა - ალლაჰის წმინდა შუამავლის მეუღლე, მეთაურობდა ჯარს. ის აგრეთვე იყო რელიგიურად განსწავლული, რომლის შეხედულება ყველასათვის პატივსაცემი იყო. ქალები ლოცულობდნენ მამაკაცებთან ერთად მეჩეთში. ასაკოვან მუსლიმან ქალს შეეძლო შეკამათებოდა ხალიფას იურიდიულ საკითხებში. ოსმალურ პერიოდში - XVIII საუკუნეში თვით ინგლისის ელჩის მეუღლე მაღალ შეფასებას აძლევდა მუსლიმან ქალებს და დიდი აღფრთოვანებით მიუთითებდა ოჯახსა და საზოგადოებაში მათი როლის შესახებ.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.