ფეთჰულაჰ გიულენი ცნობილი მოაზროვნე

თანამედროვე თურქეთში მოღვაწე ცნობილმა მოაზროვნემ ფეთჰულაჰ გიულენმა, რომელსაც საზოგადოებაში ბატონ მასწავლებელს (ჰოჯაეფენდის) ეძახიან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა საზოგადოებებისა და კაცობრიობის სიმშვიდესა და ბედნიერებიშათვის. მისი ცნობილი პრინციპებია: “ყველას მიღება თავიანთი მდგომარეობით”, “დიალოგი” და “შემწყნარებლობა”. ამ პრინციპებს იყენებს ურთიერთობაში. ამ თავისებურების გამო გიულენმა მთელი მსოფლიოს ინტერესი და პატივიცემა დაიმსახურა. ახალგაზრდობის პირველივე წლებიდან შეიძინა მრავალი ახლო მეგობარი, რომლებიც სხვადასხვა რელიგიას, საზოგადოების ძალზე განსხვავებულ ფენებს მიეკუთვნებიან და სხვადასხვა შეხედულებები გააჩნიათ. მან ამგვარი დამოკიდებულებით ყველა რელიგიის, ერის და შეხედულების ადამიანს დიდი სარგებლობა მოუტანა. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებული იყვნენ და მტრობდნენ, მისი წყალობით მოხდა მათი დაახლოება.

ფეთჰულაჰ გიულენმა, რომელსაც არცერთი პიროვნებისა თუ საზოგადოებისათვის ბრძოლა არ გამოუცხადებია, რომელსაც ერთი ცუდი სიტყვაც კი არ დასცდენია კრიტიკოსების მიმართაც, მტრად მხოლოდ უვიცობა, განხეთქილება, სიღარიბე და გაჭირვება მიიჩნია.

ფეთჰულაჰ გიულენი, როგორც სასულიერო მოღვაწე, საზოგადოების ყოველი ფენის ადამიანებთან ახლო და თბილ ურთიერთობას ამყარებს. მისი მოყვარული საზოგადოების წრე ძალიან ფართოა და რაც უფრო დრო გადის მით უფრო მატულობს. ჯანსაღად მოაზროვნეთა დიდი ნაწილი მას მხარს უჭერს და უწონებს მოღვაწეობას. ზოგიერთმა ანგარებით შეპყრობილმა პატარა ჯგუფმა, რომელიც მედიის გარკვეული წრის მხარდაჭერას იყენებს, სამიზნედ გაიხადა გიულენი. ეს მარგინალური ჯგუფები, რომლებიც ყოველ შემთხვევას იყენებენ ხელისუფლებისა და სიმდიდრის ხელში ჩასაგდებად, გიულენს ყოველგვარ ცილს სწამებენ და მათ ხელთ არსებული მედიის მხარდაჭერით, ზოგიერთი პატიოსანი და გულმართალი ადამიანის დარწმუნებას ცდილობენ. მიუხედავად ამისა, თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი ტელე არხი NTV-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, თურქული საზოგადოების 86 პროცენტს უყვარს გიულენი და მიაჩნიათ სამაგალითო პიროვნებად. ასეთ მარგინალურ და საწინააღმდეგო თვალსაზრისზე მდგომი ჯგუფების არსებობა ყველა საზოგადოებაში ნორმალურად უნდა ჩაითვალოს.

გიულენის მიმართ უსაფუძვლო ეჭვებით შეპყრობილ მარგინალურ წრეებს კარგად უნდა შევახსენოთ ერთადერთი რამ: პიროვნება, რომელიც მის მიმართ ეჭვს გამოთქვამს, ისეთივე დიდი უნდა იყოს, როგორიც გიულენია, რომელსაც არ გააჩნია თავისი პირადი ცხოვრება, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება საზოგადოებას მიუძღვნა და მსოფლიოში გაითქვა სახელი.

ადამიანთა მისამართით, რომელთა საქმე და სიტყვა ერთმანეთს სცილდება, ამბობენ: “ადამიანის სარკე საქმეა, ლაპარაკს ყურადღებას ნუ მიაქცევ”. ჰოდა, ფეთჰულაჰ გიულენის სიტყვაც და საქმეც სანიმუშოა. იგი ადამიანთა წინაშე დგას თავისი სიტყვით და საქმით, რომელიც თვალს ახარებს და გულს ამშვიდებს.

ფეთჰულაჰ გიულენი იღვწის, რომ მთელი მსოფლიო ადამიანებისათვის თავისუფალ მშვიდობის კუნძულად იქცეს. მას დიალოგის, შემწყნარებლობისა და აღიარების საფუძვლები მსოფლიო განზომილებაში გადაჰყავს, ყველა რელიგიის წარმომადგენლებს ხვდება და შეაქვს თავისი წვლილი მსოფლიო მშვიდობის დამყარებაში.

ფეთჰულაჰ გიულენი, რომელიც საზოგადოებრივი შემწყნარებლობისკენ მიმართული კავშირების დასამყარებლად ყველაზე მეტად იღვწის, ამ მიზნით მეგობრულ ატმოსფეროში თურქეთში მუსლიმ და არამუსლიმ მორწმუნეებს დიალოგი გაამართვინა. პატრიარქ ბართოლომეოსმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიებაში, დიდი მხარდაჭერა გამოაცხადა. ამ შეხვედრებზე ფეთჰულაჰ გიულენმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რელიგიებში მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი და, რომ ამჟამად, მსოფლიო ყველაზე მეტად მშვიდობას საჭიროებს. იესო ქრისტე და სხვა წმინდა რელიგიების მოციქულები მუსლიმებისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებია. ადამიანი, რომელსაც თქვენ დიდ პიროვნებად მიიჩნევთ, ჩვენთვისაც დიდია და ამ სიტყვებს ჩვენ გულწრფელი და ღრმა გრძნობებით წარმოვთქვამთ. მორწმუნე ადამიანებმა მსოფლიოში შემწყნარებლობისა და სიყვარულის გაბატონებისათვის უნდა იღვაწონ, მათი ძალისხმევა ბოღმისა და სიძულვილის აღმოსაფხვრელად უნდა იყოს მიმართული. დღეს, ისე როგორც არასდროს, მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა და მათ მისაღწევად საზოგადოებას ისეთი ადამიანები უნდა წარუძღვნენ, რომლებსაც ერთი ღმერთის რწმენა აქვთ.

ისრაელის რელიგიური თემის ხელმძღვანელმა ელიაჰე ბაქში დორიონმა ფეთჰულაჰ გიულენთან შეხვედრისას განაცხადა: “ჩვენ შემწყნარებლობასა და სიმშვიდეში უნდა ვიცხოვროთ, როგორც ამას რელიგია გვავალდებულებს. რელიგიურმა მოღვაწეებმა უნდა ვიღვაწოთ, რომ ჩვენს შორის პატივისცემამ, სიყვარულმა დაისადგუროს, როგორც ამას ღმერთი ბრძანებს. რელიგიურმა მოღვაწეებმა მშვიდობა უნდა გავავრცელოთ მსოფლიოში. ამიტომ იმ ადამიანებს უნდა შევხვდეთ, რომლებსაც მსოფლიოში ძლიერი გავლენა აქვთ. თქვეთანაც შეხვედრა იმიტომ მოვინდომეთ, რომ ვიცით, ამგვარი კავშირების თვალსაზრისით ძლიერი ბრძანდებით.”

ფეთჰულაჰ გიულენმა რომის პაპთან საუბრისას დასძინა: “მსოფლიოში მშვიდობის მისაღწევად ჩვენს საუკუნეში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს შორის დიალოგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ ერთობლივი ამოცანის გარშემო, რომელიც თორას, სახარებასა და ყურანს აქვს”.

ფეთჰულაჰ გიულენთან, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად მსოფლიო ეკლესიათა კავშირის წევრების სტუმრობისას, კავშირის პრეზიდენტმა უოლტერ იუენბიმ განაცხადა: “ჩვენ კარგად ვიცით თქვენი მოღვაწეობის შესახებ, რომელსაც ინტერესით ვადევნებთ თვალყურს. ჩვენ ვფლობთ აგრეთვე ინფორმაციას თქვენს მიერ ა.შ.შ მუსლიმებთან გამართული შეხვედრების შესახებ. ჩვენ ერთიანი მიზნები გვაქვს. სხვადასხვა კულტურის ადამიანების შემწყნარებლობისაკენ მოწოდება რეგიონში პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ჩვენ ამ ამოცანას წარმატებით გადავჭრით. რელიგიის მოღვაწეები სარწმუნოებიდან გამომდინარე, მოვალეობებს უფრო ნათლად ჩამოვაყალიბებთ და ამგვარად, სამშვიდობო პროცესი შეიძლება დავაჩქაროთ.”

გიულენმა მუსლიმების, ებრაელების და ქრისტიანების მიერ წმინდა ქალაქად მიჩნეული იერუსალიმის სტატუსის პრობლემის გადასაჭრელად ამ წმინდა ადგილისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებამოითხოვა, რათა იერუსალიმი ყველა სარწმუნოებისათვის და მთელი მსოფლიოს ადამიანებისათვის “ღია იყოს.”

ფეთჰულაჰ გიულენი შეხვდა ნიუ-იორკში კათოლიკეთა ერთ-ერთ ცნობილ ლიდერს კარდინალ ჯონ ოძკონორს, რომელიც რომის პაპის მარჯვენა ხელი იყო და ა.შ.შ ხელმძღვანელობასა და გაეროში დიდი გავლენითა და პატივისცემით სარგებლობდა. ამ შეხვედრის დროს ჯონ ოძკონორმა, რომელიც დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს გიულენის მოღვაწეობას, განაცხადა: “თქვენს შესახებ ბევრი რამ მაქვს წაკითხული, თქვენ პატიოსანი და შემწყნარებელი ადამიანი ბრძანდებით. დასავლეთს დიდ იმედს აძლევთ”. ფეთჰულაჰ გიულენმა მოსაუბრეს შეახსენა მომავალში ცივილიზაციების შეჯახებების შესახებ თავისი მოსაზრება. თუ კი ამგვარი რამ არის მოსალოდნელი, მის აღკვეთას თქვენი უწმინდესობისაგან ველით. შეჯახების აღსაკვეთად მეჩეთმა, ეკლესიამ, სინაგოგამ ერთობლივად, ხელიხელჩაკიდებულებმა უნდა იმოღვაწონ. აქ ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ ფეთჰულაჰ გიულენი ისლამურ სამყაროში პირველი პიროვნებაა, რომლითაც ამ დონეზე დაინტერესდნენ.

ფეთჰულაჰ გიულენმა 1998 წელს ვატიკანში ვიზიტის დროს, კათოლიკური სამყაროს რელიგიურ ლიდერს პაპ იოანე პავლე II-ს განუცხადა: “ჩვენ დღემდე სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობების ლიდერებთან გვქონდა შეხვედრები. ჩვენი მიზანია ამ სამი დიდი რელიგიის ადამიანებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთგაგების გზით ძმობის დამყარება. ჩვენს გზააბნეულ და საეჭვო პიროვნებებს, რომლებსაც სურთ გაერთიანდნენ და ე.წ. ცივილიზაციათა შეჯახება განახორციელონ, წინ აღვუდგებით როგორც ტალღის შემაჩერებელი ჯებირი.” ფეთჰულაჰ გიულენმა ამგვარი ურთიერთობების განვითარების მიზნით, კონკრეტული წინადადებებიც წამოაყენა.

ფეთჰულაჰ გიულენი რომელსაც ყველა პარტიულ ლიდერთან პირისპირ შეხვედრები ჰქონდა და რომელიც პოლიტიკოსებმა კარგად მიიღეს. ფეთჰულაჰ გიულენი პირველი რელიგიური მრევლის წინამძღოლია, რომელიც პირისპირ ესაუბრა ადნან მენდერესს, თანსუ ჩილერს, რეჯებ ტაიპ ერდოღანს, ჰიქმეთ ჩეთინს, ნეჯმეთინ ერბაქანს, ბიულენთ ეჯევითს, ალფარსლან თურქეშს და სხვა.

თურქეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჰუსამეთინ ჯინდორუქი გიულენის შესახებ დასძენდა: “ფეთჰულაჰ გიულენი ადამიანია, რომელიც მე მიყვარს და პატივს ვცემ. საზოგადოების გარკვეულ წრეებს, რომლებსაც მის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ გააჩნიათ, კარგად არ იცნობენ მას, რისი მიზეზიც ის არის, რომ მათ შორის დიალოგი არ გამართულა. ეს ადამიანები ფეთჰულაჰ გიულენს რომ გაეცნონ და ესაუბრონ, ნახავენ, რომ ასეთი მიდგომის საფუძველი არ არსებობს.”

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.