ყველაზე მოაზროვნე ლიდერი

ფეთჰულაჰ გიულენის სამოღვაწეო საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა რელიგიისა და მეცნიერების საკითხს.გიულენს სწამს, რომ თანამედროვე საზოგადოებრიობაში რელიგიური ცხოვრება მხოლოდ მეჩეთებით არ არის შეზღუდული. ღვთისმოსაობა უნდა გავრცელდეს საზოგადოებრიობის ფენებში, უმეტესად კი ისეთ დაწესებულებებში, რომელსაც დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განათლება და რელიგია. განათლების მნიშვნელოვანი დაწესებულებებია სახელმწიფო სკოლები და უნივერსიტეტები.

გიულენი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი მიმდევრები მედიაში (გაზეთი “ზამანი” და სატელევიზიორ არხი “სამანიოლუ”) გამართულ დებატებში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეცნიერებასა და რელიგიურ რწმენებს შორის არ არსბეობს დაპირისპირება, რომ მეცნიერება ღვთისმო საობისათვის დაბრკოლება არ არის და მეცნიერულ აღმოჩენებს იყენებენ იმგვრად, რომ განადიდონ ღვთის უზენაესობა. ამით ისინი გვახსენებენ განათლებულ ფილოსოფოსებს. ამგვარად, რამდენადაც მეცნიერება ვითარდება, იმდენად ადამიანი ღმერთის ძლიერებას და თავის შესაძლებლობებს უფრო უკეთესად აცნობიერებს.

გიულენის მოძღვრება დაჟინებით უსვამს ხაზს სხვებისათვის სამსახურს. ლოცვის მისეული გაგება გამომდინარეობს სამსახურის ცნებიდან, რაც ყოველი მორწმუნისათვის ძირითადი რწმენაა. ზექათის ფორმით ორგანიზებული დახმარება ისლამის ხუთი პირობიდან ერთ-ერთია. გიულენის მიერ სხვადასხვა დახმარების ხაზგასმა ტრადიციულ ისლამს შეესაბამება, მაგრამ, ამასთან ერთად, იგი სიახლეა იმ თვალსაზრისით, რომ გიულენის მიხედვით, კეთილი საქმის კეთება არასოდეს მთავრდება.

ფეთჰულაჰ გიულენის გავლენა განათლებაზე ძალიან მნიშვნელოვანია. 15 წლის განმავლობაში დაარსდა 500-მდე საგანმანათლებლო სასწავლებლები, როგორც თურქეთში ისე მის ფარგლებს გარეთ. რომლებიც წუნდაუდებელ განათლებას აძლევს მოსწავლეებს.

ფეთჰულაჰ გიულენის სასწავლებლების მიზანია, უმაღლესი სტანდარტებისა და მაღალი ხარისხის განათლების მიცემა. კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა (თითოეულ კლასში, დაახლოებით 20-24 მოსწავლე), სკოლებში მუშაობენ მაღალკვალიფიცირებული მასწავლებლები, რომლებიც ორ-სამ უცხო ენას ფლობენ. სკოლები აღჭურვილია სათანადო ლაბორატორიებით, კომპიუტერული ტექნოლოგიებით. სწავლების ძირითადი ამოცანაა მოსწავლეებ ისათვის ყოველგვარი იდეოლოგიის გარეშე კარგი განათლების მიცემა. ფეთჰულაჰ გიულენის მიმდევრებისათვის მთავარი იდეა ეროვნულია და მორალური ღირებულებების ჩაგონებით გაიზარდოს ისეთი თაობა, რომლებიც მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად იღვწიან და ყოველდღიურ ურთიერთობებში თავიანთი ცხოვრებით კეთილ მაგალითებს წარმოადგენენ.

ეს სასწავლებლები, ამავე დროს, გლობალური ინტეგრაციის საქმეში ადგილობრივ ძალისხმევას ხელმძღვანელობს. სკოლებში სასწავლო ენა ხუმანიტარულ საგნებში ადგილობრივი ენა, ტექნიკურ საგნებში კი ინგლისურია, მოსწავლეები კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ეუფლებიან, ეს კი მათ საშუალებას აძლევს განათლება გააგრძელონ საზღვარგარეთის ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებში.

ბიზნესმენთა გარკვეული ჯგუფი, რომლებიც ფეთჰულაჰ გიულენის სიტყვას დიდ პატივსცემენ კერძო სკოლებს ხსნიან. ხსენებული სკოლები ყურანის კურსების მსგავსი სასწავლებლები არაა, როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებენ. ამ საქმიანობის გამო თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიულენთ ეჯევითმა განაცხადა: ”ისინი სერიოზული და ძალზე კარგი სასწავლებლებია. რწმენის, პოლიტიკისა და მეცნიერების სამყაროში ტოლერანტობისა და საერთო ენის გამონახვის პრობლემა გვაქვს. ამ საერთო ენის მონახვის თვალსაზრისით, ფეთჰულაჰ გიულენის მოღვაწეობა საკმაოდ წარმატებულად მიმაჩნია.”

ყოფილი პრეზიდენტები თ. ოზალი, ს. დემირელი სხვები ქვეყნებში არსებულ ამგვარ სკოლებს მესიჯებს უგზავნიდნენ, სასწავლებლების გახსნის ცერემონიალებს ესწრებოდნენ და მთელი საზოგადოების წინაშე ამ ფორმით უჭერდნენ მხარს.

ფაქტი ერთია, რომ სხვადასხვა ქვეყნებში დაარსებული სასწავლებლების დანიშნულება ადამიანური თავდადების უდუიდესი გამოხატულებაა. ეკონომიკური და სოციალური გამოკვლევების ფონდის დირექტორმა და ლონდონში თურქეთის ყოფილმა ელჩმა ოზდენ სანბერგმა თურქი ლიბერალი ინტელიგენციის დამოკიდებულება ამ სკოლების მიმართ მოკლედ ასე გადმოგვცა: “თუ მხედველობაში მივიღებთ სტრატეგიულ თვალსაზრისს, რომ ეს სკოლები წარმოადგენენ ერთადერთ თურქულ მოვლენას მათ სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს, რადგან ყველა სკოლა მხარს უჭერს ევროპის კავშირში თურქეთის შესვლას.”

მეც ვიზიარებ ბატონ ოზდენის შეხედულებას. თოთხმეტი წელია რაც საქართველოში, კერძოდ ბათუმში, რ.შაჰინის სახელობის ლიცეუმში ვმუშაობ ისტორიის მასწავლებლად და ჩემთვის ნათელია ამ კატეგორიის სასწავლებლების როლი განათლებული, ერუდირებული თაობის აღზრდის საქმეში.

პოლიტიკოსთა მეორე ნაწილი, რომელშიც 1993 წელს გარდაცვლილი ყოფილი პრეზიდენტი თურგუთ ოზალიც შედიოდა, საგანმანათლებლო ინიციატივებს მხარს უჭერდა. ოზალმა თურქმენეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის პოლიტიკურ ლიდერებზე თავისი პირადი ზეგავლენაც კი გამოიყენა, რომ ამ რეგიონში გიულენის ძალისხმევას მხარდაჭერა ჰქონოდა. ოზალის პერიოდში (1980-1990) მასმედია გიულენის საგანმანათლებლო ინიციატივების საკითხში მხარდაჭერის ტენდენციას ამჟღავნებდა და ხოტბის შემცვლელ სტატიებსა და რეპორტაჟებს აქვეყნებდა. ამ პუბლიკა ციებში ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, თუ რაოდენი გამბედაობაა შორეულ რეგიონებში, სადაც ციმბირი და მონღოლეთიც შედიოდა, გაჭირვებასა და სიძნელეში ახალი სასწავლებლების შექმნა. ამ რეპორტაჟებში არ იყო გამოთქმული ეჭვი იმის შესახებ, რომ გიულენის მოძრაობას, შესაძლოა, ჰქონდეს რეჟიმის საწინააღმდეგო ფარული პროექტები.

გიულენმა ყოველთვის პოლიტიკასთან თავშეკავებული ურთიერთობა დაიკავა. თავის მიმდევრებს მოუწოდებდა საგანმანათლებლო სასწავლებლების აშენებისკენ. მხარი დაეჭირათ იმ სკოლებისათვის, რომლებიც რელიგიური განათლების მაგიერ საერო განათლებას იძლეოდა და განეხორციელებინათ ისეთი პროექტები, რაც ნაკლებად გამოიწვევდა კონფლიქტს. ამიტომ, გიულენისა და მისი მოწაფეების წარსული ადასტურებს, რომ ისინი არ არიან საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაზე უფრო მეტად კეთილ საქმეთა და მორალური ურთიერთობებით საუკუნო გათავისუფლებას ეძებენ. ეს პუნქტი, არა მხოლოდ შეესაბამება იმ ფაქტებს, რომლებზეც დაკვირვება შეიძლება, ამავე დროს ესადაგება სოციოლოგიურ სიმპტომებს.

უეჭველია, რომ ფეთჰულაჰ გიულენი წარმართავს მოძრაობას და არა პოლიტიკურ ორგანიზაციას. ამის გამო, გიულენის მოძრაობა ჭეშმარიტი აზრით არის საზოგადოებრივი.

ფეთჰულაჰ გიულენმა ანტიკომუნიზმის, ნაციონალიზმისა და დინამიზმის ცნებებში განსხვავებული შინაარსი შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ იგი იდეალების, ღირებულებებისა და პიროვნულ ტენდენციებში რადიკალურ მემარჯვენე ჯგუფებთან ახლო თანამშრომლობას აფართოვებდა, ეს მოძრაობა განსხვავებული მიმართულებით წაიყვანა. მისი წინამძღოლობით მოძრაობისა და დინამიზმის ცნებები ერთიანდებიან თავშეკავების ცნების ფარგლებში, რომელიც უარყოფს ყოველგვარ სიმკაცრეს. როგორც ფეთჰულაჰ გიულენი, ისე მისი მომხრეები არა მხოლოდ გამოეყვნენ პოლიტიკურ სიმკაცრეს, არამედ, ყველა პოლიტიკოსის მზერა და მთელი თავიანთი ძალისხმევა მიმართეს იმ პროექტებისაკენ, რომელიც პოლიტიკურ სფეროს გარეთ რჩებოდა. ამის სანაცვლოდ, ახალგაზრდობის სხვა ნაწილი, რომელსაც, იგივე პოტენციალი ჰქონდა, გიულენის ნათქვამებს პატივს არ ცემდნენ და მაიზნად დაისახეს რადიაკალიზმი და მომხრეები იყვნენ ქუჩების ბრძოლის ასპარეზად გადაქცევის.სიმკაცრის მოთხოვნებზე პასუხის გაცემასთან შედარებით ამ მებრძოლი გრძნობების კონსტრუქციულ, სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებზე გადატანა ადვილი საქმე არ იყო. მის მიმართ წამოყენებული ბრალდებების წინააღმდეგ გამართულ გამოსვლებში, მან ყურადღება მიაქცია გმირული ბრძოლის მოთხოვნილებისა და კონსტრუქციული სოციალური პროექტების შექმნას შორის წონასწორობის დაცვის სიძნელეს. ახალგაზრდობას, რომელთაც მიზანი აქვთ დასახული და მნიშვნელოვან ღირებულებასა და გრძნობებს იზიარებენ, სურდათ საბრძოლო მოქმედება, მაგრამ მათი ფრთა უფრო მეტად კონსტრუქციული საქმეების მომხრე იყო.

იმისათვის, რომ სწორედ გავიგოთ გიულენის მისია, მნიშვნელოვანია დავინახოთ განსხვავება პოლიტიკურ დაუოკებელ სურვილებსა და რელიგიურ დინამიზმს შორის. პირველის ამოცანაა სახელმწიფო კონტროლის ხელში ჩაგდება. მეორისა კი კერძო მეწარმეობის გზით საზოგადოებრიობის გარდაქმნა, რომელიც საზოგადოებრივ სფეროში ზრდილობის, სიყვარულის, პატივისცემისა და შემწყნარებლობის მომცვლელ ძირფესვიან ცვლილებებს მოითხოვს. ამ მიზნის მიღწევა არ შეიძლება დაევალოს საზოგადოების მხოლოდ ერთ ჯგუფს. მთელმა ხალხმა ამისთვის შეწყობილად და შეთანხმებულად უნდა ითანამშრომლონ.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.