ცივილიზაციათაშორისი დიალოგის შესახებ

ფეთჰულაჰ გიულენი ცხოვრებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რელიგიათა და ცივილიზაციათა შორის დიალოგსა და თანამშრომლობას. იგი დასძენს: “წინასწარმეტყველი ყველა ადამიანს სავარცხლის კბილების მსგავსად თანასწორად აღიარებს. ისლამში არ არსებობს დისკრიმინაცია რასის, ფერის, ასაკის, ეროვნებისა და სხვა ფიზიკური ნიშნების მიხედვით, წინასწარმეტყველი ბრძანებს: “თქვენ ყველა, ადამისაგან მოდიხართ, ადამი კი _ მიწისაგან. მონებო ღვთისა, იყავით ძმები”.

ფეთჰულაჰ გიულენის აზრით, რელიგია საფუძველში პოლიტიკური, ანდა სახელმწიფო პრობლემა კი არ არის, არამედ პიროვნული ან საზოგადოებრივი.

ფეთჰულაჰ გიულენი აცხადებს, რომ ყველა რელიგია ერთი საფუძვლიდან მომდინარეობს. მუსლიმანი ამავე დროს აბრაამის, მოსეს, დავითის, იესო ქრისტეს და სხვა წინასწარმეტყველების ჭეშმარიტი მაღიარებელია. ამით აიხსნება ის, რომ ქრისტიანები და ებრაელები ისტორიის მანძილზე, თავისუფლად სარგებლობდნენ თავიანთი რელიგიური უფლებებით.

ფეთჰულაჰ გიულენი მტრობის მცნებას ყოველმხრივ გამორიცხავს. კონფრონტაციისა და პიროვნული ინტერესების ნაცვლად ურთიერთობები აუცილებლად უნდა ეფუძვნებოდეს რწმენას, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთდახმარებას და ურთიერთგაგებას. ამ მიზნითი ის 1994 წელს სათავეში ჩაუდგა “ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდს”, რომლის საპატიო პრეზიდენტი გახდა. გიულენი თავისი საქმიანობით, საზოგადოების ყველა ფენაში ხელს უწყობს დიალოგსა და შემწყნარებლობას. ფონდმა 1995 წლის თებერვალში, რამაზანის გახსნილების დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთ-ერთ გრანდიოზულ სასტუმროში დიდი წვეულება გამართა, 1000-ზე მეტ მოწვეულ სტუმართა შორის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ.

1997 წელს ფონდმა “ცივილიზაციათაშორისი დიალოგის” სახელწოდებით გამართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა, სტამბოლში ვატიკანის წარმომადგენელმა მონსინიორ ჯორჯ მოროვიჩმა, კათოლიკური თემის ლიდერმა, თურქული პროტესტანტული პრესვიტერიანული თემის წარმომადგენელმა და საბერძნეთის გენერალურმა კონსულმა. ფონდის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას მომავალში ცივილიზაციათა შორის კონფლიქტის წარმოშობის შესახებ.

ფონდმა 2000 წლის აპრილში განლიურფასა და სტამბოლში გამართა სიმპოზიუმი სახელწოდებით “დიალოგი _ იმედის სიმბოლო და რწმენის კავშირი: “წინასწარმეტყველი აბრაამი” (წინასწარმეტყველ აბრაამის სამშობლოდ ითვლება თანამედროვე თურქეთის ქალაქი ურფა).

ეთნიკური, იდეოლოგიური, რელიგიური და კულტურული ფონდი "მოძრაობა," მიზნად ისახავს ერთმანეთს შეახვედროს ყველა მოაზროვნე და ინტელიგენტი. აბანთის პლატფორმის კონფერენციები, რომელსაც ყოველ წელს ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდი თურქეთის პრობლემებზე მართავს, სხვადასხვა თვალსაზრისის მქონე ინტელიგენტთა და მოაზროვნეთათვის ამ პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთი საშუალებაა. ეს ფონდი არის ადგილი, სადაც ინტელიგენტები ლაიციზმის, სეკულარიზმის, რელიგიისა და ლოგიკური ურთიერთობის სხვა საკითხებზე ურთიერთგაგებას აღწევენ. ეს არის ისეთი ქმედება, რომლის მსგავსს თურქეთის ისტორიაში ვერ ვხვდებით.

ფეთჰულაჰ გიულენის ინიციატივებმა რელიგიათაშორისი დიალოგის თაობაზე თურქეითს რელიგიათა საქმეების სამმართველოს როლიც კი შეცვალა. როდესაც გიულენი ინტენსიურად მუშაობდა რელიგიათაშორისი დიალოგების საკითხებზე და რომის პაპს შეხვდა(1998). რელიგიათა საქმეების სამმართველოს პასიურობა გაკრიტიკებული იქნა. ცოტა ხნის შემდეგ სამმართველომ თავისი შეხედულებები სავსებით შეცვალა და რელიგიათაშორისი დიალოგის ელემენტები ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის დიალოგის ჩათვლით, თავისი საქმიანობის დღის წესრიგში შეიტანა.

რელიგიათა საქმეების სამმართველოს თავმჯდომარე მეჰმეთ ნური ილმაზი, რომელიც გიულენის გაკვალული გზით მიდის, 2000 წლის 16 ივნისს ვატიკანში ჩავიდა და რომის პაპს შეხვდა. ამ მოვლენამ თურქეთში მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია.

ფეთჰულაჰ გიულენის გაგებით ტერმინმა "უმმეთ"-მა (თურქულად უმმეთ _ რელიგიური თემი _ არაბულად "უმმათ" _ ერი, ხალხი) გადალახა ეროვნული საზღვრები და სოციალურ-კულტურულ მოვლენად იქცა, იგი არ არის პოლიტიკურ-სამართლებრივი მოვლენა; გიულენი იმედს გამოთქვამს, რომ ეს სოციალურ-კულტურული მოვლენა იქცევა ზოგადსაკაცობრიო მშვიდობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტად.

მსოფლიო მშვიდობის მიღწევის მიზნით გიულენი ზუსტად აყალიბებს თანამშრომლობის პროექტს ისლამსა და დასავლეთს შორის. რადგანაც მსოფლიო თანდათან გლობალიზაციის პროცესს განიცდის, დასავლეთი და ისლამი გაცვლითი ურთიერთობების საჭიროებას გრძნობენ.

დასავლეთს გააჩნია სამეცნიერო, ტექნოლოგიური, ეკონომიკური და სამხედრო უპირატესობა. ისლამს კი გააჩნია ის ზნეობრივი ფაქტორები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებს ძალიან სჭირდებათ. დედნის მდგომარებაში დაცული ღვთაებრივი წიგნი და წინასწარმეტყველის სუნა, რწმენის საფუძვლების სიახლე, სულიერი არსი, კარგი შრომა და სათნოება, რაც 1400 წლის მანძილზე ნათლად გამოჩნდა.

ფეთჰულაჰ გიულენი გლობალიზაციის პრობლემებზე სწრაფად ახდენს რეაგირებას. მხარს უჭერს ევროპის კავშირში თურქეთის შესვლას. ამ საკითხზე ის შემდეგს ამბობს: “თუ ევროპა და თურქეთი მიაღწევენ ორივე მხარისათვის მისაღებ შეთანხმებას, მომავალი იმედის მომცემი იქნება. მაგრამ ეს მოითხოვს ისეთ ჭკვიან ადამიანებს, რომლებიც ერთი თვალით ფართო სამყაროს შესცქერიან, მეორეთი კი საკუთარ სამყაროს”.

ფეთჰულაჰ გიულენი თურქებს, მათ შორის თურქეთის წარმომად- გენლებსა და ელჩებს, ურჩევს, რათა გადასახლდნენ საზღვარგარეთ. გიულენის შეხედულებებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რეალიზმს.

მოძრაობის გლობალური ხედვა ყალიბდება გიულენის ზემოთ -გადმოცემული შეხედულებების მიხედვით. გიულენის გლობალური ხედვის შესაბამისად გაზეთი “ზამანი”(ზოგიერთი ნომერი _ ორ ენაზე), ტელეარხი “სამანიოლუ“ გადაცემებს აკეთებს ევროპაში, შუა აზიაში, ამერიკაში, Aავსტრალიაში, აფრიკასა და კავკასიაში. გიულენის წიგნები იბეჭდება თურქულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ჩინურ, ესპანურ, რუსულ, ალბანურ, ქართულ ენებზე და სხვადასხვა ქვეყნებში იყიდება.

დღის წესრიგში დგას რელიგიათაშორისი დიალოგი ყოველ მხარეში. ქვეყნებში ქმნიან ორგანიზაციებს, საზოგადოებებს და მჭიდრო კავშირს ამყარებენ სასულიერო პირებთან. ასე მაგალითად,Aამერეკის შეერთებული შტატებიდან,Eვროპიდან, აზიიდან და აფრიკიდან რელიგიის მოღვაწეები, ბიზნესმენები, განათლების მუშაკები, ჟურნალისტები და ასე შემდეგ თურქეთში ჩამოდიან, რათა თურქი ხალხი გაიცნონ და დაუახლოვდნენ ერთმანეთს, და ასევე იმავე მიზნით თურქეთიდან იმავე კატეგორიის ხალხი მიდის სხვადასხვა ქვეყნებში.Aამ შეხვედრებისა და გაცნობების შედეგად ყველას სწამს, რომ რელიგიათაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგი მსოფლიოში მშვიდობას აუცილებლად მიაღწევს. ამის პირველი ნაბიჯი იქნება წარსულში არსებული რელიგიური დაძაბულობის გაქრობა და საერთო ღირებულებებისათვის პრიორიტეტების მინიჭება.

მასწავლებლები, ხელმძღვანელები და ბიზნესმენები, რომლებიც მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნებში არიან ჩასულები, ხაზგასმით იმეორებენ, რომ მათი მიზანი არის “შემწყნარებლობისა და ურთიერთგაგების საუკუნისათვის მომზადება, რომელიც ადამიანს მიიყვანს ცივილიზაციათა თანამშრომლობამდე და მსოფლიოს ყველა ადამიანს შორის კავშირების გაძლიერებამდე”. საერთო ღირებულებები, რომლებსაც ადამიანები შეითვისებენ არა მხოლოდ ერთი ერის ფარგლებში, არამედ მთელ მსოფლიოში ეროვნულ-პოლიტიკური საზღვრების გადალახვის გზით.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.