თურქეთი და ევროკავშირი

XX საუკუნის დასაწყისში, თურქეთისათვის ყველაზე კრიტიკულ და გადამწყვეტ პერიოდში მუსტაფა ქემალ ათათურქმა უპირატესობა ხალხის ნება-სურვილის გამომხატველი მმართველობის ფორმას _ რესპუბლიკას მიანიჭა. რაც თანამედროვე ცივილიზაციისაკენ მართებულად გადადგმული ისტორიული ნაბიჯია, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის შემდგომ განვითარებას. ათათურქის მიერ ნაჩვენები გზა _ “თანამედროვე ცივილიზაცია” ევროკავშირში გაერთიანების გზაზე, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.

ევროკავშირი მხოლოდ თურქეთის შემოერთებით შეძლებს რეგიონში გავლენის მოპოვებას. ამერიკასაც სურს რეგიონში ძალაუფლების შენარჩუნება. 

ამერიკის შეერთებული შტატების მმართველები ავრცელებენ აზრს, რომ ისინი მხარს უჭერენ თურქეთის ევროკავშირში გაერთიანებას. თუმცა დღეს ეს საკითხი შესაძლოა სადაო გახდეს. აშშ თურქეთის მსგავსი მოკავშირის დაკარგვას ან კიდევ მის ნაცვლად სხვა ძალის გაბატონებას არ დაუშვებს.

გერმანიაში ასიმილირებულმა თურქულმა საზოგადოებამ შეინარჩუნა საკუთარი ეროვნულობა და თვითმყოფადობა. ეთნოსი, რომელიც ოდესღაც სხვის გავლენას განიცდიდა, პროგრესულ საზოგადოებად ჩამოყალიბდა. სხვადასხვა არხებით ვგებულობთ, რომ სხვა მუსლიმურ საზოგადოებებთან შედარებით ამერიკასა და ევროპაშიც თურქული ეთნოსისადმი ძალიან თბილი დამოკიდებულება შეინიშნება. თურქებს სხვა მუსლიმებთან შედარებით ლმობიერად მიიჩნევენ. შესაძლებელია ეს გამოწვეულია ქვეყნის დამოუკიდებლობითა და ეროვნულობით, რაც შეიძლება მნიშვნელოვან ფაქტორად მივიჩნიოთ. გარდა ამისა, ამერიკასა და ევროპაში მცხოვრებს თურქ მუსლიმებზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე თვით თურქეთის მოსახლეობაზე.

ამ თვალსაზრისით, რესპუბლიკური თურქეთის დაარსების დღიდან ჩვენ მიერ განვლილ დროში ყველამ შეძლო დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულება, რამაც ქვეყანა ევროკავშირამდე მიიყვანა.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს თურქეთის შეიარაღებული ჯარების ისტორიული მნიშვნელობა, უნდა გაქარწყლდეს გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ თითქოსდა ევროკავშირის გზაზე დიდ ბარიერს ჯარი წარმოადგენს. თურქეთის შეიარაღებულმა ჯარებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ იგი ათათურქის მიერ ნაჩვენებ “თანამედროვე ცივილიზაციისაკენ” მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

თურქეთის სამომავლო იმედებს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ასაზრდოებს. პირობითად შეიძლება ითქვას, რომ რეგიონი აყვავების პროცესშია. თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება განამტკიცებს მას, როგორც ევრაზიის გულში არსებულ მშვიდობიან კუნძულს.

დღეს მსოფლიოს ბევრი მოაზროვნე თვლის, რომ თურქეთს ცივილიზაციათა შეჯახების თავიდან აცილების პოტენციალი გააჩნია. თურქეთი როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა ისლამურ სამყაროსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდის როლს წარმატებით შეასრულებს.

თურქეთისა და ევროპის ურთიერთობას საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. მართლაც, ევროპის ისტორიის დაწერა თურქეთის ფაქტორის გამორიცხვით შეუძლებელია (ახალი ხიდი,№4.2004).

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.