ისლამის შეხედულება ჰუმანიზმზე

"სიყვარული - ეს არის ყველაზე მეტად განსჯადი და აუცილებელი ელემენტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისა. არსებითად სიყვარული არის ჩვენი სარწმუნოების უჭკნობი ვარდი და მას აქვს მარადიული სამეფო ჩვენს გულებში.

მსგავსად იმისა თუ, როგორ შეუქმნა ღმერთმა მაქმანი სამყაროს სიყვარულის თითებზე. სიყვარული ყოფიერების გულში წარმოადგენს ყველაზე მშვენიერ და იდუმალ მუსიკას ადამიანებს შორის. ყველაზე მჭიდრო კვანძს ოჯახში. მსოფლიო სიყვარული შეიძლება დავინახოთ იმ დახმარებასა და მხარდაჭერაში, რომელსაც უფალი აღმოუჩენს სამყაროს თითოეულ ნაწილაკსაც კი. 

ჭეშმარიტად, ჩვენი ყოფიერების ყველაზე დომინირებადი ფაქტორი არის სიყვარული. მსოფლიოს ერთიანი გუნდის წევრად მყოფი ყველა ადამიანი, სამომავლოდ მოიქცევა იმ მაგიური მელოდიის შესაბამისად, რომელიც მან ღმერთიდან სიყვარულზე ღვთიური საგალობელით მიიღო. თუმცა სიყვარული სამყაროს შემოქმედსა და კაცობრიობას შორის შეუცნობელ დონეზე მიმდინარეობს. იმიტომ, რომ ღვთის ნება დომინირებს იმაზე, ვისაც არ გააჩნია საკუთარი ნება. ამ თვალსაზრისით ადამიანები შეგნებულად მონაწილეობენ სიყვარულის სიმფონიაში და აღვივებენ ამ გრძნობებს თავის ჭეშმარიტ ბუნებაში. ისინი ეძიებენ ადამიანურ გზებს, რომ გამოავლინონ იგი. მაშასადამე თუ არ იქნება უგულებელყოფილი, ადამიანები უნდა იცავდნენ საერთო ჰარმონიას, რომელიც არის მათი სულის ნაწილი და სიყვარული, რომელიც სამყაროს შექმნის ბუნებრივ კანონს წარმოადგენს.

ისლამის უნივერსულური პრინციპების ჩარჩოებში სიყვარულის იდეა ძალზედ ჰარმონიულია, მოძალადეები და მჩაგვრელები მოკლებულნი არიან სიყვარულს, იმიტომ, რომ სიყვარული და შემწყნარებლობა მჩაგვრელებს კიდევ უფრო მეტად აგრესიულს ხდის და აიძულებს დაარღვიონ სხვისი უფლებები.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.