ქალი და ქალის უფლებები

ფეთჰულაჰ გიულენი ქალის უფლებებს ფართო თემად მიიჩნევს და აღნისნავს, რომ ის, ამავე დროს ღიაა განხილვისათვის. ერთი მხრივ ის არ ყოფს ერთმანეთისაგან ქალსა და მამაკაცს, თუმცა მეორე მხრივ, მათ შორის არსებობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური განსხვავება.

ფეთჰულაჰ გიულენის აზრით "ქალი და მამაკაცი უნდა იყოს ჭეშმარიტების ორი მხარე, როგორც მედლის ორი მხარე. მამაკაცს ქალის გარეშე და ქალს მამაკაცის გარეშე არ შეუძლია არსებობა. თვით ცა არსებობს ისეთი, როგორიც არის, მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ერთად არიან. სწორედ ამიტომაც დარჩა ადამი თავის მეორე ნახევართან. ქალი და მამაკაცი ავსებენ ერთმანეთს."

ყურანი, ყურანის სწავლება და წმინდა შუამავალი არ ანაწევრებს ქალს და მამაკაცს. ფეთჰულაჰ გიულენის აზრით პრობლემაა ის, რომ ადამიანები ამ საკითხის მიმართ, ხშირად უკიდურესობაში ვარდებიან და ამით არღვევენ წონასწორობას.

მუსლიმანური საზოგადოების ატმოსფეროში, სადაც ისლამი არაა „მოწამლული” არამუსლიმანური ტრადიციებით, მუსლიმანი ქალები ყოველდღიური ცხოვრების სრულუფლებიან მონაწილეებად გვევლინებიან. მაგალითად: ისლამის ადრეულ პერიოდში, აიშა - ალლაჰის წმინდა შუამავლის მეუღლე, მეთაურობდა ჯარს. ის აგრეთვე იყო რელიგიურად განსწავლული, რომლის შეხედულება ყველასათვის პატივსაცემი იყო. ქალები ლოცულობდნენ მამაკაცებთან ერთად მეჩეთში. ასაკოვან მუსლიმან ქალს შეეძლო შეკამათებოდა ხალიფას იურიდიულ საკითხებში. ოსმალურ პერიოდში , XVIII საუკუნეში, თვით ინგლისის ელჩის მეუღლე მაღალ შეფასებას აძლევდა მუსლიმან ქალებს და დიდი აღფრთოვანებით მიუთითებდა ოჯახსა და საზოგადოებაში მათი როლის შესახებ(ერთულულ ოზკეკი, "ხოჯა ეფენდი ამბობს," ხურრიეთი, 20-30 იანვარი,1995).

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.