ჭეშმარიტი მუსლიმანი ტერორისტი ვერ იქნება

მსოფლიოში ეს პრინციპები იმდენად ჩვეულია მუსლიმანთა ცხოვრებაში, რომ როდესაც ის დგება ნამაზის შესასრულებლად, საერთოდ ეთიშება გარე სამყაროს.

დაიჩოქებს, პირქვე დაემხობა უზენაესის წინაშე, შემდეგ ადგება და ხელებს შეაერთებს თავყვანისცემის ნიშნად. როცა ნამაზი მთავრდება მუსლიმანთათვის თითქოს ახალი ცხოვრება იწყება. ნამაზს მისალმებით ამთავრებს ის, ვინც მის მარჯვნივ და მარცხვნივ დგას, უსურვებს მათ ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და მშვიდობას. შემდეგ მიდის და უერთდება სხვა ადამიანებს.

სხვებზე მისალმება და მშვიდობის სურვილი - ეს ყველაზე კეთილშობილური საქციელია, რომელიც სრულდება ისლამში. ნამდვილად, როდესაც ალლაჰის წმინდა შუამავალ მუჰამმედს ჰკითხეს - „რომელი საქციელია ისლამში ყველაზე მეტად კეთილშობილური? მან უპასუხა: „მისცე საზრდო სხვას და ყველას მიესალმო”.

ისლამი სიტყვა-სიტყვით „მორჩილებას”, უფლის მონობას ნიშნავს. ისლამი შერიგებისა და უსაფრთხოების რელიგიაა. მეტისმეტად საეჭვოა, რომ ისლამი, რომელიც დაფუძვნებულია ზემოჩამოთვლილ პრინციპებზე, ზოგიერთის მხრიდან განიხილება, როგორც ტერორიზმის სინონიმი. ეს უდიდესი ისტორიული შეცდომაა, ვინაიდან რწმენა, რომელიც დაფუძნებულია მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპებზე. არ შეიძლება ასოცირდებოდეს ტერორიზმთან, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ ამ ხალხმა არაფერი არ იცის ისლამის სულის შესახებ და არ შესწევთ უნარი მთელი გულით შეიგრძნონ იგი. ადამიანებმა ისლამი უნდა განიხილონ მისი პირველწყაროებისა და ჭეშმარიტი მორწმუნეების პრიზმაში, რომლებიც წარმოადგენენ ამ რელიგიას მთელი ისტორიის მანძილზე და არ იხელმძღვანელონ უმნიშვნელო უმცირესობის ქმედებებით, რომელიც ასახავს ამ რელიგიას მრუდე კუთხით. ჭეშმარიტებაა ის, რომ ისლამში არ არის სისასტიკე, ფანატიზმი და მოუთმენლობა. ეს რელიგია მთლიანად დაფუძნებულია მოთმინებასა და მიტევებაზე. სიყვარულის და მოთმინების ისეთი ბურჯები, როგორიც იყვნენ: მავლანა, იუნუს ემრე, ახმედ იასავი, ბადიუზამანი და სხვა მათი მსგავსნი, მშვენივრად ასახავდნენ ისლამის ამ ასპექტს და იქცნენ სიყვარულისა და მოთმინების რეალურ განსახიერებად.

დიახ, მუჰამმედ შუამავალი სიყვარულით სავსე ადამიანია, ის აგრეთვე ცნობილია „ჰაბიბულლაჰის” სახელით. სიტყვა „ჰაბიბ” რაც ნიშნავს „ვისაც ალლაჰი უყვარს და ვინც ალლაჰს უყვარს”! სუფიები: იმამი რაბბანი, მავლანა ჰალიდი და შაჰ ველიულაჰ დეჰლევი, ამბობენ, რომ „ღვთისმსახურების უმაღლესი საფეხური არის ალლაჰის სიყვარული”.

ღმერთმა შექმნა სამყარო სიყვარულისაგან, ისლამმა კი ფაქიზი მაქმანი შემოაქსოვა ამ სიყვარულს, როგორც სუფიმ თქვა: „სიყვარული არის სამყაროს არსებობის აზრი. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უარვყოფთ, რომ ისლამში არის ძალადობის ელემენტები - თავშეკავებული მტრობის, დანაშაულებრივი და საომარი მოქმედების სახელით, მაგრამ ზოგი ნაწილი ადამიანებისა ითვისებს ამ ელემენტებს არა, როგორც მეორეხარისხოვანს, არამედ, როგორც ისლამის ფუძეს, ამ დროს კი ისლამი მსოფლიო რელიგიაა. ისლამის თანახმად, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ყოველივე, რაც შექმნილია ალლაჰის სახელით (დიდება მას). სიძულვილითა და მტრობით ჩვენ უნდა გავექცეთ უწმინდურ, ამორალურ აზრებს, გრძნობებს და მკრეხელობას. უფალმა შექმნა ადამიანი კეთილად და, შეიძლება ითქვას, მას ეს თვისება, ამა თუ იმ ხარისხით ყოველთვის ექნება ნაბოძები. ერთხელ გზად მიმავალმა ალლაჰის წმინდა შუამავალმა ებრაელის დაკრძალვას შეესწრო. გაჩერდა და თანაგრძნობა გამოუხატა მათ. როდესაც მას შეახსენეს, რომ მიცვალებული სხვა რწმენის იყო, მან უპასუხა: „მაგრამ, ის ხომ ადამიანი იყო”. ამით ხაზი გაუსვა იმ ფასეულობას, რომელსაც ისლამი მატებს კაცობრიობას. ასეთი პატივისცემის ფორმა აქვს წმინდა შუამავალს ხალხის მიმართ.

ის, რაც ზოგიერთი მუსლიმანისა და მუსლიმანური ორგანიზაციების მცდარი გაგების უკან დგას, კერძოდ, ის, რომ ისლამი, როგორც რელიგია ჩართულია ტერორისტულ აქტებში (რომლებიც მთელ მსოფლიოში ხდება), ამის მიზეზი უნდა ვეძიოთ არა ისლამში, არამედ თვით ხალხში, მათ არასწორ განმარტებებში რელიგიის სწავლებასთან და სხვა დანარჩენ ფაქტორებთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ისლამი არ გვევლინება ტერორიზმის რელიგიად, ასევე ყოველი მუსლიმანი, რომელიც სწორად ითვისებს ისლამს, არ შეიძლება იყოს ტერორისტი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ზოგიერთი გამონაკლისები, ისლამის განმარტება თურქების მიერ მეტად პოზიტიურია.

ჩვენ, რომ შეგვეძლოს, გაგვევრცელებინა ისლამის გაგება რწმენის ისეთი საყრდენით, როგორც ეს გააკეთეს მავლანა და იუნუს ემრემ მთელს მსოფლიოში, ჩვენ რომ შეგვეძლოს მათი სიყვარულის გადმოცემა, მათი დიალოგისა და მოთმინების შესაძლებლობა, მაშინ მთელი მსოფლიოს ადამიანები სირბილით გაიქცეოდნენ და გულში ჩაიხუტებდნენ ამ სიყვარულს, მშვიდობას და მოთმინებას, რომელსაც ჩვენ განვახორციელებდით.

მოთმინება ისლამში ისეთი ფართოა, რომ შუამავალმა აკრძალა იმაზე საუბარი, რაც სხვებს გულს ატკენს, მაგრამ, მიუხედავად, მუჰამმედის თავგანწირული მცდელობისა აბუ ჯაჰილმა ვერ შეძლო გამხდარიყო მუსლიმანი და მოკვდა უბედურ ადამიანად. სახელი „ჯაჰლ”- სიტყვა სიტყვით ნიშნავს უმეცრებას. ეს ბნელი და ტლანქი ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება იყო წმინდა შუამავლის მტერი. ამავდროულად, წმინდა შუამავლის დამოკიდებულება მის მიმართ გახდა მუსლიმანის დისციპლინარული პრინციპი. მალევე, მექის დაპყრობის შემდეგ აბუ ჯაჰლის ვაჟი, რომელიც მუსლიმანი იყო, თათბირზე მამის წინააღმდეგ გამოვიდა. ამიტომ შუამავალმა მას შენიშვნა მისცა. შემდგომ ჰადისში წმინდა შუამავალმა თქვა: „დიდ ცოდვად ითვლება დედისა და მამის გაკიცხვა“. მას ჰკითხეს „რა იქნება თუკი ადამიანი კიცხავს თავისი ცოლის ან ქმრის მშობლებს.“? რაზედაც მან უპასუხა, რომ ის ამით შესაძლებელს ხდის, რომ სხვამ გაუკიცხოს მშობლები და თვითონ ხდება დამნაშავე ყოველივესი.

თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ წმინდა შუამავალი ყოველთვის გამოხატავდა პატივისცემას სხვების მიმართ, მაშინ გარემოება, რომ დღეს სხვებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაში ადამიანები თავიანთი რელიგიის საპატიო მიზეზად თვლიან, ნიშნავს, რომ ისინი არასწორად უგებენ წმინდა შუამავალს, იმიტომ რომ ისლამში არ არის სიძულვილისა და მტრობის ადგილი.

როდესაც ჩვენ ვკითხულობთ ყურანს, ვხედავთ რომ ის მთლიანად დაფუძვნებულია საყოველთაო მიტევებასა და მოთმინებაზე. სურაში „იმრანის ოჯახობა” ყურანის შესახებ ნათქვამია: „(იმათთვის) რომელნიც მოწყალეობენ სიუხვეშიც და სიდუხჭირეშიც, რომელნიც მრისხანებას იოკებენ და ადამიანებს მიუტევებენ, რადგან ალლაჰს სიკეთის მქმნელნი უყვარს.“ (3:134). ნება მომეცით აგიხსნათ ამ სიტყვების მნვშვნელობა. ვთქვათ, თქვენ წააწყდით გარემოებას, რომლისგანაც აგიდუღდათ სისხლი. მაგ: თქვენ შეურაცხყოფა მოგაყენეს ან გაწყენინეს, თქვენ იმდენად მშვიდად უნდა წარმოადგინოთ თქვენი თავი, რამდენადაც ეს შესაძლებელია და არაფერი არ მოიმოქმედოთ საპასუხოდ. ყურანი გვასწავლის, როგორ იქცევიან მაღალი ზნეობის ადამიანები, მაშინაც კი როცა გვინდა სხვას თავს დავესხათ. „ისინი იმდენად სულგრძელნი არიან, რომ როცა ხვდებიან სიტუაციებს, რომლებსაც ისინი ჭკუიდან გადაჰყავთ, ისე ჩაყლაპავენ წყრომას, როგორც ეკალს და სხვა ნაკლოვანებებს უჩინარ მზერას მიაპყრობენ”. არაბული სიტყვები ამ აიათში მრავალმნიშვნელოვანია. მაგ: სიტყვა „ქაზმი” ნიშნავს გადაყლაპო ის, რაც არ შეიძლება რომ ჩაყლაპო. ამავე დროს კი „ქაზიმ”-ი ნიშნავს ვიღაცას, ვინც ჩაყლაპავს თავის რისხვას.

სხვა სურაში ალლაჰი (დიდებას) ეუბნება მუსლიმანებს: „ვინც ინანიებს და აკეთებს სიკეთეს, ის გულწრფელად ალლაჰისკენაა მიმართული” (წმ. ყურანი 25-71).

როდესაც ჩვენ ვაკვირდებით წმინდა შუამავლის ღირსეულ ცნობიერებას, ვხედავთ, რომ მან პრაქტიკულად განახორციელა ის, რასაც ყურანი გვასწავლის. მაგ: ის, ვინც მოვიდა და აღიარა თავისი ცდუნებები მუდარით, განიწმინდა მისი სული ცოდვებისაგან, რაც არ უნდა მძიმე ყოფილიყო მასზე სასჯელი, შუამავალმა თქვა: „წადი სახლში და მოინანიე”, არა არს ცოდვა, რომელსაც უფალი არ პატიობს”. შემდეგი ჰადისი მოგვითხრობს, თუ როგორ დაადანაშაულა ერთმა ადამიანმა მეორე ქურდობაში, შუამავალის წინაშე, მაგრამ, როდესაც სასჯელი უნდა გამოეტანათ დამნაშავისათვის ერთი მათგანი მიუბრუნდა ქურდს და აპატია, ამაზე შუამავალმა თქვა: „რატომ თავიდანვე არ აპატიე მას”.

ამრიგად, განვიხილეთ რა ყოველივე წვრილმანი, რომლებიც აღებული იყო ორიგინალური წყაროებიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი ხალხის ქცევის მანერა, რომლებიც სხვებს მტრულად და სიძულვილით მიმართავენ, ვისი რისხვაც კიდევ უფრო ულმობელი ხდება მუსლიმანების, ქრისტიანების, ებრაელების და ყველას მიმართ, გარდა თავისი თავისა, და ვინც აძაგებს მათ ურწმუნოების სახელით, არავითარ კავშირში არ არის ისლამთან.

როგორც ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, ისლამი არის რელიგია სიყვარულისა და მოთმინებისა, მუსლიმანები კი არიან სიყვარულის დამცველნი, რომლებიც ყოველგვარი ტერორისაგან შორს არიან და, რომლებმაც განიწმინდეს თავისი სული ყოველგვარი სიძულვილისა და მტრობისაგან (წწწ.ფ.გულენ.გე).

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.