გიულენის მიხედვით ჯიჰადი: საკუთარ თავთან ბრძოლა

ფეთჰულაჰ გიულენის მოსაზრებით - „ჯიჰადი” - ერთ-ერთი არასწორად გაგებული მცნებაა, როგორც დასავლეთის, ასევე მუსლიმანთა წარმომადგენლების მიერ. სიტყვა „ჯიჰადი”, რომელიც ნაწარმოებია ჯჰდ ფუძიდან, ნიშნავს „მთელი ძალის გამოყენებას, ასევე, მთელი ძალ-ღონით მიზნისაკენ სწრაფვას და ყოველგვარ სიძნელეებთან დაპირისპირებას. ისლამის წარმოშობისთანავე სიტყვა „ჯიჰადს”, თანდათანობით მიეცა ალლაჰის სახელით ბრძოლის განსაკუთრებული მნიშვნელობა. დღეისათვის პირველ რიგში სწორედ ეს მნიშვნელობა მოსდით თავში. ეს ბრძოლა ორ - შინაგან და გარეგან ფრონტზე წარმოებს. შინაგანი ფრონტი შეიძლება შევაფასოთ, როგორც საკუთარი არსის მოპოვებისაკენ სწრაფვა. გარეგანი კი ეს არის შესაძლებელი გახადო ჩაწვდე შენს არსს ვიღაცის საშუალებით. პირველი ეს არის დიდი ჯიჰადი, მეორე კი - პატარა. პირველი დაფუძნებულია შინაგანი წინააღმდეგობების გადალახვაზე, როდესაც ადამიანი, თავისი ბუნების შემეცნების გზით, მიაღწევს ღვთიურ ცოდნას, სიყვარულს და სულიერ ნეტარებას. მეორე კი დაფუძნებულია ხალხსა და რწმენას შორის არსებული ზღუდის აღმოფხვრაზე.

პატარა ჯიჰადი არ ნიშნავს მხოლოდ შეჯიბრს ბრძოლის ველზე. სინამდვილეში, მას აქვს ისეთი ფართო მნიშვნელობა და გამოყენება, რომ ზოგჯერ სიტყვა ან დუმილი, შუბლშეკრული გამოხედვა ან ღიმილი, შეკრებებში მონაწილეობა ან არმონაწილეობა, საკუთარი გრძნობების - სიყვარულისა და წყრომის მართვა, მოკლედ, რომ ვთქვათ, ყველაფერი, რაც გაკეთებულია უფლის სახელით, შეტანილია ამ გაგებაში. ასეთი სახით ყველა მცდელობა ადამიანისა და საზოგადოების გარდაქმნისა, ასევე შეადგენს ჯიჰადის ნაწილს, ისევე, როგორც ყოველივე ძალადობას საკუთარი ოჯახის, ნათესავების, მეზობლებისა და საკუთარი მხარისათვის. 

დიდი ჯიჰადი კი სრულდება სულიერ დონეზე, ვინაიდან ეს არის ბრძოლა ჩვენს შინაგან და გარეგან სამყაროს შორის. თუ ორივე წარმატებულად თანაარსებობენ, მაშინ მყარდება სასურველი წონასწორობა, წინააღმდეგ შემთხვევაში წონასწორობა ირღვევა. მორწმუნენი პოულობენ მშვიდობას და გაწონასწორებული ჯიჰადიდან იკრებენ ენერგიას.

რამდენი ღვთაებრივი ქმნილებაცაა, იმდენი სხვადასხვა გზაა ალლაჰისაკენ.

უფალი წინ უძღვება გადარჩენისათვის მებრძოლთ ერთ ან რამდენიმე გზაზე. ის ყველას სიკეთისკენ მიმავალ გზას უჩვენებს და იცავს მანკიერებისაგან. ყოველი, ვინც პოულობს გზას უფლისაკენ, პოულობს ოქროს შუაგულს.

პატარა ჯიჰადი - ეს არის ჩვენი აქტიურობა ალლაჰის მცნებების შესრულებაში. დიდი ჯიჰადი - ეს ომის გამოცხადებაა, დამანგრეველი და უარყოფითი ემოციებისა და ფაქტების წინააღმდეგ, რომლებიც იმარჯვებენ ჩვენს „ეგო”-ზე და რომლებიც ხელს გვიშლიან მივაღწიოთ სრულყოფილებას. (მაგ: სიძულვილი, ბოროტება, შური, ეგოიზმი, ქედმაღლობა, ამპარტავნობა და პატივმოყვარეობა. ვინაიდან ეს რთული და მკაცრი ჯიჰადია, მას უწოდებენ დიდ ჯიჰადს. ის, ვინც ითმენს წარუმატებლობას დიდ ჯიჰადში, წარმატებული ვერ იქნება პატარა ჯიჰადში.

აიშა, ღრმადპატივცემული მეუღლე მუჰამმედისა, მოგვითხრობს, რომ ერთ საღამოს ალლაჰის წმინდა შუამავალმა სთხოვა მას ნებართვა, რათა მთელი ღამე უფლისათვის ლოცვაში გაეტარებინა. მისი ეს თხოვნა მიგვანიშნებს თუ, როგორი თავაზიანი და ნაზი გრძნობის ადამიანი იყო იგი. კეთილშობილება და სიწმინდე სხვებთან დამოკიდებულებაში იყო ის მნიშვნელოვანი თავისებურება, რითაც გამოირჩეოდა ჩვენი შუამავალი. აიშამ უპასუხა: „ო, ალლაჰის წმინდა შუამავალო, მე მაქვს სურვილი შენთან ყოფნისა, მაგრამ უფრო მეტად ვისურვებდი მას, რაც შენ გნებავს”. შუამავალმა შეასრულა განბანვა და დაიწყო ლოცვა. „ჭეშმარიტად, მიწისა და ცის შექმნაში და დღის და ღამის მონაცვლეობაში დაფარულია ნიშანი მათვის, ვინც ფლობს მიხვედრის უნარს” (წმ.ყურანი 3:19.) მან წაიკითხა ეს აიათი და ტიროდა დილამდე. ეს მიგვანიშნებს მის სულიერ სიღრმეზე და შუამავლის დიდ ჯიჰადზე.(Фетхуллах Гюлен, "Джихад вся илайи калиматуллах," Измир, Нил яйинлары,1998)

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.