შემწყნარებლობა და დიდსულოვნება

სიცოცხლე - ღვთის ყველაზე მთავარი და ნათელი წყალობაა. ჭეშმარიტი და მარადიული სიცოცხლე კი ჩვენ საიქიოში გველოდება. ღვთისმსახურების მემკვიდრეობითობით, წყალობით და ლმობიერებით, შეიძლება ჩვენი ცხოვრება ღირსეული გავხადოთ. 

ღმერთმა წარმოგვიგზავნა წმინდა შუამავლები და გადაგვიშალა წმინდა წიგნები. ამ მიზეზით ღვთის წყალობა კაცობრიობის მიმართ ნახსენებია არ რაჰმანის (მწყალობელის) სურაში: „მოწყალე ალლაჰმა, ყურანი ასწავლა, შექმნა ადამიანი და მას მეტყველება შთაუნერგა” (წმ. ყურანი 55:1-4). მთელი ჩვენი სიცოცხლე ამ სამყაროში არის რეპეტიცია საიქიო ცხოვრების წინაშე და ამ დასასრულს ელოდება ყველა ღვთის შვილი. ჩვენს ყველა მიღწევებში ნათლად ვხედავთ ღვთის ხელს, მასში ვლინდება მისი მოწყალება. სტიქიური უბედურებანი და საზოგადოებრივი უმსგავსოებანი, ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ მიუღებელნი, მაგრამ ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ ის შეუთავსებლად მოწყალებასა და თანაგრძნობას შორის. ისინი გვაგონებენ ჭექა-ქუხილსა და შავ ღრუბლებს, რომლებიც გვაშინებენ, მაგრამ მათ მოჰყვება წვიმა. ასეთი სახით მთელი სამყარო ადიდებს თავის შემქმნელს, ყოვლად შემბრალებელსა და გულმოწყალეს.

შემწყნარებლობა და სულგრძელობა ალლაჰის წმინდა შუამავალისთვის არის მთავარი შემადგენელი, ყველგან შეღწევადი შორსმჭვრეტელობა. მასში დაფარულია აზრის განსაკუთრებული სიღრმე. წმინდა შუამავალმა მთელი თავისი სისრულით განახორციელა ეს ორი ღვთით დალოცვილი თვისება - შემწყნარებლობა და დიდსულოვნება, მსგავსად ელექსირისა და ყველას გულში დაიდგა ტახტი, არ არსებობს სხვა თვისება, გარდა შემწყნარებლობისა, სულგრძელობისა და გულწრფელობისა, რომლებსაც შეუძლიათ აიძულონ ხალხის მასები შეიყვარონ ადამიანი და აი, ალლაჰის წმინდა შუამავალმა, მინიჭებული სულიერი სიწმინდით, საოცარი ნიჭითა და შორსმჭვრეტელობით, ხალხთა გულებში შესაღწევად, გამოიყენა თავისი სრულყოფილი ნიჭი მოწყალებისა და სულგრძელობისა. რაც ითვლება წმინდა მისიის თვითმყოფად განმტკიცებად. ალლაჰჰმა წარგზავნა შუამავალი, მსგავსად წყალობისა, მთელ სამყაროზე. დიახ, ის არის გამოსახულება უზენაესის წყალობისა - მთელი თავისი ბრწყინვალებით, ის წყაროა უდაბნოს შუაგულში.

ალლაჰის წმინდა შუამავალი მოევლინა სამყაროს უზომო შემწყნარებლობის მქადაგებლად. ის არის წყარო მაცოცხლებელი წყლისა, ყოველი, ვინც ჩაუშვებს შიგ თავის ჭურჭელს, მიიღებს შემწყნარებლობას, ხოლო, ვინც მისი ხელიდან იგემებს ცოცხალ წყალს, მიიღებს სულიერ უკვდავებას. ეჰ! ნეტავ ამ წყაროსთან შეკრებილებმა, რომ იცოდნენ ზეციდან ბოძებული, ეცოდინებოდათ მისი ფასი, ჩვენი ნათქვამი აბსტრაქტული რომ არ მოგეჩვენოთ, მოვიყვანთ რამდენიმე ნიმუშს. საწყისისათვის ყურადღება მივაქციოთ შემდეგ გარემოებას: იმ ადამიანებიდან, რომლებიც აღწევენ წარმატებას გარკვეულ პროფესიაში, სხვა სფეროებში საგრძნობლად ჩამორჩებიან. ასე მაგალითად: რომელიმე მხედართმთავრი ან მეომარი, რომელიც წარმატებულია საომარ ქმედებაში, უმეტეს შემთხვევაში მას არ შეუძლია მგრძნობელობისა და შემწყნარებლობის გამოვლინება მწყემსის დონეზეც კი. უმეტესად კი, რამდენადაც ეს ადამიანი მიჩვეულია მოკვლას, ის საერთოდ, ბუნებით არ შეიძლება იყოს გულმოწყალე, რამეთუ განსაზღვრულ დონეზე მისი გრძნობა დაბლაგვებულია. მას გულთან ახლოს არ მიაქვს ადამიანის სიკვდილი. პოლიტიკოსი წარმატებულია პოლიტიკაში, მაგრამ ხშირად ამჟღავნებს უპატივცემულობას ადამიანთა უფლებების მიმართ. ე.ი. წარმატებულია ერთში, მაგრამ კარგავს სამართლიანობას და კეთილშობილებას. რაღაცაში აღწევს მწვერვალს, მაგრამ სადღაც „ფსკერისაკენ ეშვება”. ადამიანი დაამებული პოზიტიურობის თათებში, რომელიც ცდილობს შეამოწმოს ყველაფერი გამოცდილებით, სულიერ ცხოვრებაში ვერ შესძლებს გადააბიჯოს ნულოვან ზღვარსაც კი. გვხდებიან ისეთებიც, რომლებიც გონებით მაღლდებიან - ევერესტის მსგავსად, მაგრამ მათი სულიერი დონე შეესაბამება მკვდარ ზღვას. რამდენი ადამიანი უკავშირებს ყველაფერს მატერიას და მხოლოდ იმას, რასაც ხედავს. გულწრფელი ლოგიკიდან გამომდინარე, ისინი ან გულუბრყვილონი ან სულიერად განუვითარებელნი არიან. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზოგიერთ ადამიანში არ არის ჰარმონიულობა. ის დიდი მეთაურია, მაგრამ გულმოწყალე. ის როგორც არაჩვეულებრივი მმართველი ასევე მართალი და კეთილშობილი. ის არ უარყოფს გამოცდილების მნიშვნელობას, მაგრამ ამავე დროს სულიერ სიმაღლეზე დგას.

არ დარჩენილა არანაირი ბოროტება მექის გამარჯვებამდე, რომლებიც მტრებს არ მიეყენებინათ მათთვის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ბოიკოტს გიცხადებენ. საკუთარი სახლიდან გაგდებენ, გართმევენ თავშესაფარს, გტოვებენ უდაბნოს შუაგულში. შემდეგ ქააბის კედელზე ჰკიდებენ შხამისმფრქვეველ განცხადებას, რომელიც იუწყება: „იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენ გავდევნეთ, აკრძალულია ვაჭრობა და ქორწინება”. ასეთ მძიმე პირობებში გამყოფებენ უდაბნოში სამ წელიწადს, ახლობლებსაც არ ძალუძთ თქვენი შველა. თქვენ ბრძოლობთ არსებობისათვის, საზრდოობთ ბალახითა და ფოთლებით. ბავშვები და მოხუცები იღუპებიან შიმშილით, მაგრამ ვერავისში ვერ ხედავთ კეთილშობილების ვერც ერთ წვეთს. შემდეგ კი იქნებით განდევნილი სამშობლოდან სხვა ადგილას, მაგრამ იქაც ვერ ჰპოვებთ სიმშვიდეს, რადგან ყოველდღე საფრთხეს მოელით. შემდეგ ბრძოლებში შეეჭიდებით მტერს სასიკვდილოდ, მაგრამ მაინც ვერ ჰპოვებთ სიმშვიდეს. თქვენ ჩამოგერთმევათ ქააბაში ლოცვის უფლებაც კი - თქვენი ყველაზე ბუნებრივი უფლება. მიიღებთ რა უმძიმეს პირობებს, თქვენ დაბრუნდებით უკან, ალლაჰი გაიღებს თქვენზე მოწყალებას. თქვენ წარუძღვებით უზარმაზარ ჯარს, აიღებთ მექას და გახდებით მისი მბრძანებელი. როგორიღა იქნება თქვენი დამოკიდებულება ამ ხალხის მიმართ? შეძლებთ კი უთხრათ მათ: წადით თქვენ თავისუფალი ხართ და არ განისჯებით? საეჭვოა, რთული წარმოსადგენია, მგონი ბევრი დამეთანხმება, მაგრამ ალლაჰის წმინდა შუამავალი ცხენზე დეზის კვრით, აბჯარასხმული შევიდა ქააბაში, განსაკუთრებული შემწყნარებლობით, ის შეეკითხა მექელებს: „რას ელოდებით ჩემგან?” მათ ერთხმად უპასუხეს: „შენ კეთილშობილი, უკეთილშობილესის ძე ხარ”. თქვენგან შეიძლება მოველოდეთ მხოლოდ სიკეთეს და ისევე, როგორც ერთ დროს ღრმად პატივცემულმა იუსუფმა, მიმართა თავის ძმებს: „დღეს არავინ განგიკითხავთ, და ეს გაპატიოთ ალლაჰმა, ის გულმოწყალეა მოწყალეთა შორის”.

ბიოგრაფიულ ცნობებში მოიპოვება ყოველმხრივი აღწერა ალლაჰის წმინდა შუამავლისა. რამდენადაც ის იყო ფიზიკურად სრულყოფილი, იმდენად იყო სულიერად ამაღლებული. წმინდა ალი წმინდა მუჰამმედ შუამავალს ასე იხსენებდა: „ალლაჰის შუამავალი უგულუხვესი იყო ადამიანთა შორის, გულით კი ყველაზე გულისხმიერი, სიტყვით - ყველაზე სამართლიანი. ის ისე ბუნებრივად საუბრობდა და იქცეოდა, რომ მის გვერდით არასოდეს უხერხულად არ იგრძნობდი თავს. პირიქით, თითქოს მეგობრის გვერდით იჯექით”(Фетхуллах Гюлен, "Очерки-Перспективы-Мнения," Москва,2004).

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.