დასკვნა

ფეთჰულაჰ გიულენი, რომელსაც სწამს, რომ ცხოვრებაში უფრო მეტია ხალხების გამაერთიანებელი ელემენტები, ვიდრე გამთიშველი.

მან მთელი თავისი ენერგია და ძალისხმევა მიმართა სხვადასხვა რელიგიების, რასების, იდეებისა და პოლიტიკური შეხედულებების დიალოგის ფარგლებში დაახლოებას. ფეთჰულაჰ გიულენი ამ შეგონებით უარყოფს მტრობასა და ურთიერთსიძულვილს.

ფეთჰულაჰ გიულენმა თავისი იდეოდოგიით შეძლო სისტემაში მოეყვანა და ჩამოეყალიბებინა ახალგაზრდობის აღზრდისა და განვითარების მექანიზმი, მისი ძალისხმევით დედამიწის ხუთ კონტინენტზე ასობით საგანმანათლებლო სასწავლებელი, საშუალო სკოლა, ლიცეუმი და კულტურული დაწესებულება გაიხსნა.

ფეთჰულაჰ გიულენს და მის მეგობრების კარგი დამოკიდებულება აქვს საქართველოსადმი: "პირადად მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის მომხრენი ვიყავით და ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობისა. ფათიჰის უნივერსიტეტში თუ ჩინურ, იაპონურ და ესპანურ ენებს ასწავლიან, რატომ არ უნდა ასწავლონ ქართულიც, ჩვენი მეზობელი ქვეყნის ენაო. თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტე ტებში უნდა გაიხსნას ქართველოლოგიური კაბინეტები, რაც დიდ სარგებლობას მოგვიტანს ორივე მხარესო. ის იქვე დასძენს, რომ "საქართველოში არ ვყოფილვარ, 1965 წელს მხოოლდ საქართველოს საზღვართან არსებულ სარფამდე მოვედი. "

სპეციალობით როგორც თურქოლოგი, ამ ბრძენი კაცის გაცნობის სურვილი უსაზღვროდ დიდია, რომელიც, ალბათ, ღმერთის ნებისა და ჩემი თურქი მეგობრების ხელშეწყობით მომეცემა.

ფეთჰულაჰ გიულენი არის ის მოაზროვნე, რომელიც განურჩევლად კაცობრიობას ეხუტება.

ის ცხოვრებაში თავის ადგილს ხედავს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაახლოებაში და დაჟინებით იმეორებს მიმტევებლობის, ურთიერთგაგებისა და დიალოგის აუცილებლობაზე სხვადასხვა აღმსარებლობით ერებს შორის.

ფეთჰულაჰ გიულენი როგორც რესპუბლიკურ თურქეთში, ასევე მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც მოაზროვნე ლიდერი. მას ზოგჯერ მოიხსენიებენ თურქეთის არაოფიციალურ სამოქალაქო-რელიგიურ ლიდერად. მილიონობით ადამიანზე გავლენის მოპოვებამ, საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნამ, თავისი შეხედულებების ცხოვრებაში დანერგვამ, ოქროს თაობის აღზრდამ, გლობალური მშვიდობის განმტკიცების იდეალების განხორციელების რწმენის დანერგვამ და აქტიურმა მოღვაწეობამ იგი გამორჩეული პიროვნება გახადა.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.