• მთავარი
  • ფიქრები
  • აშშ-ს ორმოცმა რადიომაუწყებლობამ ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობას გადაცემა მიუძღვნა

აშშ-ს ორმოცმა რადიომაუწყებლობამ ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობას გადაცემა მიუძღვნა

`რელიგიათაშორისმა პროგრამამ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის 40-მა რადიომაუწყებელმა გადასცა, ეთერი დაუთმო თურქ თეოლოგსა და მოაზროვნეს ფეთჰულაჰ გიულენს და მისი ხელმძღვანელობით გაშლილ საგანმანათლებლო მოძრაობას.

Pპროგრამის წამყვანმა მორინ ფიდლერმა განაცხადა: `ამას წინათ, თურქეთს ვეწვიე. ფეთჰულაჰ გიულენის აღმოჩენა ჩემთვის ნამდვილი სურპრიზი იყო. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე, რომ საჭირო იყო მისი იდეების მოსახლეობისთვის გაცნობა. ამ მიზნით მოვამზადე ეს პროგრამა და მოვიწვიე რიცის უნივერსიტეტის დოქტორი Kჯილ კეროლი, რომელიც ავტორია წიგნისა `ცივილიზაციათა დიალოგი.~

Fფიდლერი და კეროლი გაოგნებული არიან იმით, რომ გიულენს დასავლეთში სათანადოდ არ იცნობენ. კეროლმა აღიარა, რომ მანაც კი, რომელიც დიდი ინტერესით ადევნებს თვალს მსოფლიოს რელიგიურ პროცესებს, არაფერი იცოდა ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობის შესახებ. ოთხი წლის წინათ, თურქეთში ყოფნისას შეიტყო მხოლოდ ამ დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანის შესახებ.

Kკეროლი აღნიშნავს: `გიულენის გაცნობისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უცნობი კუნძული აღმოვაჩინე. გიულენი ძალიან ღრმა მოაზროვნეა. M იმის მიუხედავად, რომ იგი ოსამა ბინ ლადენის სრული იდეოლოგიური ანტიპოდია, დასავლეთში თითქმის არ იცნობენ. ეს ძალიან სამწუხაროა. გიულენის სახელი ისეთი ადამიანების გვერდით მოიხსენიება, როგორებიც არიან – დალაი ლამა, ტიტო, დედა ტერეზა, რომელთაც საკუთარ რელიგიასთან ღრმად დაკავშირებული და, ამავე დროს, უფრო გლობალური გზავნილი ამცნეს მსოფლიოს. მათ ისეთი მსოფლიო სურდათ, სადაც ყველა მშვიდობიანად იცხოვრებდა.~

თავისუფლებისა და დემოკრატიის ჭრილში

კეროლის განცხადებით, დასავლეთს ძალიან ეშინია ისლამის. ეს შიში კიდევ უფრო გაიზარდა 11 აპრილის შემდეგ. Aამიტომ ფეთჰულაჰ გიულენისა და მისი გზავნილისთვის ყურის გდება ძალიან მნიშვნელოვანია. Gგიულენი, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ქადაგებდა და იმამი იყო, ბევრს აკეთებდა განათლების რეფორმის თვალსაზრისით. სწამს, რომ განათლება ადამიანს მთელ ადამიანად აქცევს. განათლება ადამიანს აძლევს უნარს, შეცვალოს სამყარო უკეთესისკენ, უფრო კეთილისაკენ, ყველასთვის სასურველისაკენ.

გადაცემაში ისაუბრეს, აგრეთვე, იმაზე, რომ რელიგიის გიულენისეული გაგება  თავისუფლებისა და დემოკრატიის ჭრილშია. Kკეროლმა  აღნიშნა, რომ გიულენის მოძრაობას განათლების შემდეგ უპირველეს მიზნად მიაჩნია რელიგიათაშორის დიალოგი, რაც მხოლოდ საყოველთაო განათლებით არის შესაძლებელი.

კეროლის თქმით, ფეთჰულაჰ გიულენი ახლა პენსილვანიაში ცხოვრობს. მისი ინიციატივით აშენებული უამრავი სასწავლებელის ხელმძღვანელობა არ ისურვა, განმარტოებული ცხოვრება არჩია. კეროლმა გიულენის ამერიკაში ყოფნის მიზეზებზეც ილაპარაკა. Mმისი თქმით, ამის მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და რელიგიური თავისუფლებაა.

Gგიულენის წიგნები და საუბრები დიდ ზეგავლენას  ახდენს ადამიანებზე. მისი მოძრაობა დიდი ხანია გასცდა თურქეთის საზღვრებს და გლობალური მასშტაბი შეიძინა.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2020 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.