• მთავარი
  • ინფორმაცია
  • ფეთჰულლაჰ გიულენის მიერ გაეროს კონფერენციაზე გამოგზავნილი წერილი: მშვიდობის და პრობლემების გადაჭრის მშენებლობა ადამიანით უნდა დაიწყოს

ფეთჰულლაჰ გიულენის მიერ გაეროს კონფერენციაზე გამოგზავნილი წერილი: მშვიდობის და პრობლემების გადაჭრის მშენებლობა ადამიანით უნდა დაიწყოს

ფეთჰულლაჰ გიულენის მიერ გაეროს კონფერენციაზე გამოგზავნილი წერილი: მშვიდობის და პრობლემების გადაჭრის მშენებლობა ადამიანით უნდა დაიწყოს

ფეთჰულლაჰ გიულენის, ჟენევის კონფერენციაზე გაგზავნილ მესიჯში, "ადამიანით დაწყებული პრობლემების მოგვარება, ადამიანით თუ არ დაიწყება, პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემებში ჩადებული ინვესტიციები, დროისა და რესურსების ფუჭად ხარჯვის მეტი არაფერი იქნება".

ჟენევის მშვიდობის კონფერენცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო) დაიწყო.’მშვიდობის მშენებლობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება’ თემით გამართულ კონფერენციაზე რელიგიის, განათლებისა და მედიის მუდმივი მშვიდობისთვის შეტანილი წვლილი განიხილეს. ჟურნალისტებისა და მწერალთა ფონდის შვეიცარიაში მყოფი დიალოგის ინსტიტუტთან ერთად, ერთობლივად ორგანიზებულ კონფერენციაზე ფეთჰულლაჰ გიულენის გზავნილი გამოქვეყნდა.

ის გზავნილში, მშვიდობის მშენებლობა მშვიდობის მოყვარე ადამიანების მშენებლობას ნიშნავს. "ადამიანით დაწყებული პრობლემების მოგვარება, ადამიანით თუ არ დაიწყება, პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემებში ჩადებული ინვესტიციები, დროისა და რესურსების ფუჭად ხარჯვის მეტი არაფერი იქნება".- აღნიშნავს გიულენი.

"წმინდა წყაროებში მშვიდობის მშენებლობისთვის საკმარისი მასალა არის"

გიულენის გზავნილში წინა პლანზე წამოწეული წინადადებები ესენია:

"მე როგორც ვიცი, ყველა რელიგია და ზნეობრივი სწავლება მშვიდობისმოყვარე ადამიანების მშენებლობისთვის დამყარდა. ეს შეიძლება ერებს შორის მშვიდობის დამყარება იყოს, შეიძლება ადამიანებს შორის მშვიდობის დამყარება იყოს, შეიძლება ადამიანის გარშემო მყოფი სხვა ბუნებრივ რესურსებთან მშვიდობა ან საკუთარი შინაგანი მშვიდობა იყოს ეს ყოველთვის ასეა. რელიგიური სწავლების გარდა სხვა მშვიდობის სწავლებითაც მშვიდობის დამყარება შეიძლება მაგრამ, მე მჯერა რომ მშვიდობისმოყვარე დიდი მასების შეკრება მხოლოდ რელიგიური კლიმატითაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, თითქმის ყველა ძირითადი მსოფლიოს რელიგიები, ისტორიული მოგზაურობის ამა თუ იმ პერიოდში პოლიტიკური ინტერესების გამო რელიგია, რელიგიის საფარქვეშ რადიკალი ელემენტების მხრიდან იქნა გამოყენებული და რელიგია, კონფლიქტების გაღვივების ერთ-ერთ კატალიზატორად გადაკეთდა. თუმცა, ყველა რელიგიური და მორალური სწავლების წმინდა წყაროებში მშვიდობის მშენებლობისთვის საკმარისი მასალა არის."

"რელიგიური ტექსტების კონფლიქტებისთვის გამოყენება სისასტიკეა"

"მშვიდობა მთავარია და რელიგიური ტექსტების ომისა და კონფლიქტებში გამოყენება არა მარტო ადამიანების, ამავე დროს რელიგიური ტექსტების მიმართაც განხორციელებული დევნაა. ამიტომაც პირველ რიგში აბრაამისეულ ტრადიციებიდან მომავალი იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამთან ერთად, ყველა რელიგიის მიმდევრები მსოფლიო მშვიდობის უზრუნველსაყოფად ერთობლივი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, როგორც დღეს აქ ტარდება ამის მსგავსი პლადფორმები უნდა შეიქმნას, ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი იდეები და ეს იდეები უნდა განახორციელონ. ეს არამარტო მსოფლიო მშვიდობის, ამავე დროს, რელიგიებმა თავიანთი ორიგინალურობა რომ შეინარჩუნონ ამისათვისაც აუცილებელია.

"იერუსალიმს საერთაშორისო და რელიგიათაშორისი სტატუსი უნდა მიენიჭოს"

წარსულში, ახლო აღმოსავლეთში მომხდარი თითქმის ყველა კონფლიქტის წყაროს, იერუსალიმისა და პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, იერუსალიმში ყველა რელიგიის მიმდევარისთვის უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი უნდა იყოს, ასევე იერუსალიმს საერთაშორისო და რელიგიებს შორის სტატუსი მიენიჭოს და ქალაქში გაერო-ს ჭერქვეშ შეიქმნას სამი აბრაამისეული რელიგიის წარმომადგენლებისგან დაკონპლექტებულმა კომისიამ უხელმძღვანელოს,-აღნიშნა გიულენმა. აქვე ისიც დასძინა რომ, "„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორმა მთელი ახლო აღმოსავლეთი შეძრა და ვხედავ რომ დღეს ეს შეთავაზება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე. ეს რომ დღემდე გაკეთებულიყო კონფლიქტის მიზეზად ცნობილი ქალაქი, შეიძლება მშვიდობის დედაქალაქად ქცეულიყო".-განაცხადა მან.

"კონფერენციას განდის შვილისშვილიც ესწრება"

ჟენევის კონფერენციაზე გახსნით ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის პრეზიდენტი მუსტაფა იეშილი და ინდოეთის დაუვიწყარი ლიდერის განდის შვილისშვილი ელა განდი.კონფერენცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება რომელიც სამ სესიად არის დაყოფილი.პირველ სესიაზე 'რელიგიის თავისუფლება, მშვიდობის მშენებლობა და მისი მდგრადობა'. ამ სესიაზე გამომსვლელთა შორის ნობელის პრემიის კომიტეტის წევრი იოჰან სტალსეტთან ერთად 2012 წელს მსოფლიო ენტელექტუალების სიაში მეცხრე ადგილზე გასული თარიკ რამადანიც იქნება.

მეორე სესიაზე, მშვიდობა და ჟურნალისტიკა. გამომსვლელთა შორის, თუდეის ზამანის მწერალი ჟუსთ ლაგენდჟიკი, სამხრეთ კორეიდან მიუნგ ბაე, ბუდაპეშტის უნივერსიტეტიდან პეტრა ასზელთან ერთად ჯენგიზ აქტარიც იქნება.

მესამე სესიაზე, განათლებისა და მშვიდობის მდგრადობა. ამ სხდომას მოდერატორობა ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორმა აქქარმა უნდა გაუწიოს. ამ სესიაზე გამომსვლელთა შორის იქნებიან გაეროს მშვიდობის უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი სვი-ჰინი და ავსტრალიიდან მშვიდობის ინდექსის პროგრამის მენეჯერი დანიელ ჰისლოპი.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.